Quantcast
Channel: Tabula - პოლიტიკა
Viewing all 4706 articles
Browse latest View live

კალაძე სპეცოპერაციაზე: მომხდარის ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს

$
0
0

კახა კალაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. კალაძემ თავდაპირველად თქვა რომ სპეცოპერაციას ღამის ეკონომიკისთვის დარტყმა არ მიუყენებია, შემდეგ აქციის მონაწილეებს შესთავაზა სახელმწიფოსთან ერთად დაიწყონ აქტიური ბრძოლა ნარკორეალიზაციისა და ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ. შემდეგ ქალაქის მერმა თქვა რომ აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი არის ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება, ხოლო თავად სპეცოპერაციის ფორმა კი შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს. 

"პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე ცოტა უკან მინდა დავბრუნდე. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება, მისი მამოძრავებელი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთ განცხადებას და სპეკულაციას, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე. ამაში მე ვერ დავეხმარები ამ განცხადებებს. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ კლუბური ცხოვრება განვითარდება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ მიღწევებით რასაც ქართულმა კლუბურმაცხოვრებამ მიაღწია.  

თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რომელიც არის ძალიან სამწუხარო. მე არავის არ ვთავაზობ შესარიგებელმატჩს. ჩემო დებო და ძმებო, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკსდა ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები, ჩვენი თანამოქალაქეები. აქ მე დარწმუნებული ვარ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოდიან და მართავენ აქციას დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდში რომ ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს

ჩვენს უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური გუნდი, ჩვენ შეკრებილები ვართ პრემიერმინისტრისხელმძღვანელობით, პარტიის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენ ვისმენთ ასევე ნარკოპოლიტიკასთანდაკავშირებით გარკვეულ შენიშვნებს. აქაც მინდა, რომ მივმართო ახალგაზრდებს, გუნდში დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები. ეს არის ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ამ ქვეყანაში. აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი რომ ნახონ თუ როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკაზე. ვთავაზობთ ამ ახალგაზრდებს შემობრძანდით ჩვენი კარი არის ღია. 

ახალგაზრდების ლიდერებმა თქვეს, რომ მათ ეს ემოციურ ფონზე თქვეს [ულტიმატუმი, პრემიერმინისტრისადა შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა] ეს იყო ემოციურ ფონზე. 

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული იყო 8 რეალიზატორი, აქედან როგორც ვიცი 2 არის გამოშვებული და პატიმრობაში რჩება 6 რეალიზატორი. რაც შეეხება ფორმას, ეს პოლემიკის საგანია, თუ როგორი ფორმით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი", - თქვა კალაძემ.

Georgian
ნარკოპოლიტიკაკახა კალაძენარკოპოლიტიკაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

კობახიძე: ჩარევა იყო თანაზომიერი, ხელკეტიც კი არ გამოუყენებია პოლიციას

$
0
0

იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ის ჩარევა, რომელიც განხორციელდა , ეს დამატებით შესწავლას რა თქმა უნდა საჭიროებს. რაც შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, იქედან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მიზანი შესვლის, ჩარევის იყო ლეგიტიმური და არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპორციული. რაც შეეხება იქ შესულთა რაოდენობას და ესეც ითქვა, რომ იყო პროპორციული და რაც ხდებოდა გარეთ რასაც ვუყურებდი ჩარევა იყო თანაზომიერი. ხელკეტიც კი არ გამოუყენებია პოლიციას და არცერთი შემხთხვევა სხეულის დაზინების არ ყოფილა. იმდენად რბილად მოქმედებდა შსს, არცერთი მსუბუქი სხეულის დაზიანება არ მოჰყოლია პროცესებს და ეს მეტყველებს იმაზე, რომ შსს მოქმედებდა თანაზომიერების პროპორციულობის სულისკვეთებით.

Georgian
სპეცოპერაციები კლუბებშიბასიანიგალერიირაკლი კობახიძენარკოპოლიტიკასპეცოპერაცია კლუბებშიNews ItemVerbatimPoliticsFull widthNoBefore article text

რუსთაველის გამზირზე კარვები უკვე გაშლილია

$
0
0

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე 5 კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უმაღლესი პოლიტიკური თანმდებობის პირები კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

"მოგიწოდებთ გვერდით დგომისკენ. - ან ვიქნებით სისტემის მონები, ან დავრჩებით თავისუფალ მოქალაქეებად", - ამბობს წიქარიშვილი.

ამ დრომდე უმაღლესი თანამდებობის პირებიდან განცხადებები მხოლოდ დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს. კობახიძის თქმით, მსგავსი რეიდები უცხოურ ღამის კლუბებშიც მომხდარა, ხოლო კალაძის თქმით კი მომხდარის ფორმა შეიძლება "პოლემიკის საგანი იყოს". კალაძემ ასევე თქვა, რომ აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას წარმოადგენდა.

აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

 

Georgian
ნარკოპოლიტიკასპეცოპერაციები კლუბებშინარკოპოლიტიკაNews ItemPoliticsFull widthNo Inside article (replacing [gallery] placeholder)

პროკურატურა: დაკავებულები კლუბებში და მიმდებარედ ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ

$
0
0

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 8 პირი, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავებიან, 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში სხვადასხვა კლუბში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

უწყება დეტალურ ჩამონათვალსაც ავრცელებს. გამოძიების ვერსია ასეთია:

  • ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ სხვადასხვა დროს, ბრალდებულმა ვ.ჟ.-მ 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი, 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ასევე 2 ცალი აბი 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში ბრალდებულმა ლ.მ-მ 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქ.მ-მ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში მ.მ-მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 420 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ქ.თბილისში ბრალდებულმა გ.მ-მ 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბ.დ-მ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი; 0,98825 გრამი მდმა-ს, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ასევე ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა თ.ჩ-მ 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 120 ლარის საფასურად, და 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „ბასსიანში“ ჯ.ე-მ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი, 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველა დაკავებულს უკვე წარედგინა ბრალდება, მათ შორის: ვ.ჟ.-ს, ქ.მ.-ს და თ.ჩ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (2 ეპიზოდი)); ლ.მ.-ს, გ.მ.-ს და მ.მ.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება); ჯ.ე.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი)). ხოლო ბ.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი)) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა). 

ვ.ჟ-სთვის, ლ.მ-სთვის, ქ.მ-სთვის, მ.მ-სთვის, გ.მ-სთვის, თ.ჩ-სთვის, და ჯ.ე-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო ბ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 მაისს მიმართა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი"და "გალერი" 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არც ერთი ბრალდებული კლუბებში არ დაუკავებიათ და 8 პირი ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე იყო დაკავებული.

12 მაისის ღამესვე დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

გუშინ, 13 მაისს აქცია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა - დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. საღამოს ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა. ის მიმდინარე პროცესებს არც პარასკევს ღამით, არც შაბათს და არც კვირას, მთელი დღის განმავლობაში არ გამოხმაურებია. გუშინ საღამოს გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. პრემიერმინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. პრემიერმინისტრმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ "სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ".

ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".

აქციის ორგანიზატორებმა ერთ კვირიანი ვადა აიღეს და პირობა დადეს,რომ თუ დანაპირები არ შესრულდება, პროტესტს გააგრძელებენ.

შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება"იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ კვირას საღამოს განცხადება გააკეთასაპატრიარქომაც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ "უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა".

Georgian
ნარკოპოლიტიკასაქართველოს პროკურატურაბასიანიგალერისპეცოპერაცია კლუბებშისპეცრაზმი კლუბებშისპეცოპერაცია კლუბებშიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

მსვლელობა რუსთაველზე - გალერეა

$
0
0

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ქაშუეთში საზეიმო წირვა გაიმართა, წირვის დასრულების შემდეგ კი ვარდების მოედნიდან სამებამდე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ნაწილის და ჰომოფობთა ჯგუფის მსვლელობა დაიწყო.

Georgian
17 მაისიოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიასამებამრევლიჰომოფობდა ჯგუფიჰომოფობია17 მაისიNews ItemPoliticsSocietyDon't displayNo Before article text

ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფი მთავრობის კანცელარიასთან აქციის ჩატარებას გეგმავს

$
0
0

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, "ქართული იდეის"წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან "პრევენციის მიზნით"შეიკრიბებიან, რათა ლგბტ აქტივისტებმა იქ აქცია არ გამართონ.

"რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა, ძირითადმა ლგბტ თემმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოვიდნენ და თავისუფლად თქვან - ჩვენ აზრზე არ ვართ ვინ შეიკრიბა იქ, ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდა ისე მოიქცევიან. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ. სურვილი ვისაც ექნება და ვიცი, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს, 17:00 საათიდან შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე "ქართულ იდეას" შეტანილი გვაქვს განცხადება და შესაბამისად, ჩვენ შეკრებაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნება", - ამბობს გია კორკოტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ "თანასწორობის მოძრაობამ"დღეს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია გააუქმა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა კანცელარიასთან დამოუკიდებელი აქტივისტები.

საქართველოს შინაგან საქმე სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა. შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას", - აცხადებენ უწყებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

Georgian
17 მაისიჰომოფობიატრანსფობიაქართული იდეაგია კორკოტაშვილი17 მაისიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიას გააპროტესტებენ

$
0
0

დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიას გააპროტესტებენ.

მას შემდეგ, რაც "თანასწორობის მოძრაობამ"შეკრება გააუქმა, აქტივისტების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, აქცია მაინც გამართოს.

მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეებს მისვლა შეუძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე ორგანიზებულად, შსს-ს დახმარებით.

გარდა ამისა, დაიგეგმა ონლაინ აქციაც - "საქართველოს წმინდა პარლამენტი". მონაწილეობის მსურველები 19:00 საათზე შესაბამის გვერდზე (https://bit.ly/2KwwC01) უნდა დაჩექინდნენ რუსთაველზე, პარლამენტთან და მიუთითონ რომ unsafe (დაუცველი) არიან. გარდა ამისა, ტექსტში უნდა დაწერონ:"17 მაისი არის ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე".

"ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით!", - აცხადებენ ორგანიზატორები.

დღეს, 17:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან დაანონსთა ჰომოფობდა და ტრანსფობთა აქციაც.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

დღევანდელი აქციის შესახებ დეტალურად ნახეთ აქ: https://www.facebook.com/events/2054459731543264/

Georgian
17 მაისიჰომოფობიაბიფობიატრანსფობიამთავრობის კანცელარიააქცია მთავრობის კანცელარიასთანჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე17 მაისიNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

თავისუფლების დასაცავად

$
0
0

უპირველეს ყოვლისა, თავი აღარ უნდა მოვიტყუოთ! რაღაც ჯგუფები, მედია ორგანიზაციები, მათი ინსტრუქტორები და შტურბმანფიურერები, რომლებიც საქართველოში შეუწყნარებლობის, ტოტალური ძალადობის, ჰომოფობიის, ქსენოფობიის, რასიზმის, ქალთა ჩაგვრის, სამოქალაქო დაპირისპირების პროპაგანდითა და შუღლის გაღვივებით არიან დღენიადაგ დაკავებული, უკლებლივ ყველა, სინამდვილეში გაცხადებული ან ლატენტური რუსეთუმეები, პუტინის დაკრულზე მოცეკვავეები, საქართველოსა და ჩვენი თავისუფლების მტრები არიან!

ისინი არიან სერგო ორჯონიკიძის ნამდვილი მემკვიდრეები, მისი საქმის გამგრძელებლები, ყოვლადმოწყალე ღმერთის ნაცვლად, სტალინის კერპის თაყვანისმცემლები;

იმათი თანამედროვე ორეულები, ვინც საქართველოში რუსულ ჩექმას შემოუძღვა, ვინც 1832 წლის შეთქმულება გასცა, ვინც ილია ჭავჭავაძეს ესროლა, ვინც პირველი რესპუბლიკა დაამხო, ვინც ქართველი პატრიარქები და სამღვდელოება დახოცა და აწამა, სისხლში ჩაახრჩო 1924 წლის აჯანყება;

ვინც 37 წელი მოუწყო ყველას - მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, ქალებს, ბავშვებს, ქართულ კულტურას, მეცნიერებას, ეკლესიას, ვინც შვილებს მამები დაასმენინა, ხოლო დედები გულაგებში გადაასახლა - რუსი სალდაფონების საჯიჯგნად და საწამებლად;

ვინც 9 აპრილის ღამით, თავისუფალი ქართველებისკენ გამოშვერილი მაფიოზურ - ნომენკლატურული თითით, როდიონოვი შემოიყვანა ჩვენს მოსაწამლად და გადასათელად, ვინც ღალატით, მტერს აფხაზეთი და სამაჩაბლო მიატაცებინა, ვინც არჩეული ხელისუფლება დაამხო და სამოქალაქო ომის უფსკრულში გადაგვისროლა;

ვინც სიღატაკეში, სიბნელეში, სიცივეში, შიმშილში, კრიმინალებისა და მაფიოზების თარეშში, მთელი მონდომებით, დაუღალავად, ღირსებას გვილახავდა და აბუჩად გვიგდებდა;

ვინც ჩვენს მოხუცებულებს წლობით პენსიებს პარავდა და ურცხვად, დუჟმორევით გვიმტკიცებდა, რომ აი, სწორედ ასეთი მოძალადე და ფარჩაკია ქართველი ერი, აი, ასეთია საქართველოს ისტორია, ასეთია ჩვენი ტრადიცია, აი, სწორედ ამ მონობასა და სიბეჩავეს ქადაგებს ქრისტე და ეკლესია, აი, ესაა თქვენი მომავალი.

დროა, ვიკითხოთ, რა არის დღეს თავისუფლების მტრების ერთადერთი დავალება, მათი ყოველდღიური ბინძური სამუშაო?

წმინდა ნინოს, მეფე მირიანის, ვახტანგ გორგასლის, გრიგოლ ხანძთელის, გიორგი მთაწმინდელის, ილარიონ ქართველის, დავით აღმაშენებლის, თამარის, შოთა რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალეს, ქეთევან წამებულის, სულხან საბას, მარიამ დედოფლის, სოლომონ დოდაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, კირიონ კათალიკოზის, ამბროსი ხელაიას, გრიგოლ ფერაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას - ერთი სიტყვით, ჩვენი წინაპრებისა და მთელი ქართველი ერის არჩევანის უარყოფა, საქმით დაგმობა, განვითარების გზის ჩახერგვა, ისტორიდან და რუკიდან ამოშლა, ჩვენი შვილების ისევ იმპერიის მონობაში, სიბნელეში, უსაქმურობაში, სიღატაკეში, კრიმინალში, ამორალურობაში, ნაცრისფერ არარაობაში განზავება.

ესაა მათი მიზანი. ესაა მათი საქმე. ესაა მათი ღალატის შინაარსი. ამ "დიად"მისიასთან შედარებით მხოლოდ შტერულ, სასაცილო გართობად მოჩანს ყველაფერი ის, რასაც ასე ემოციურად აღვიქვამთ ხოლმე რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად.

ოღონდ აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი, პავლე მოციქულის პირით, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, პირდაპირ გვიმხელს: რაც უნდა მოინდომოს ცოდვილმა ადამიანმა, უზენაესის სიწმიდეს ვერასოდეს, ვერანაირად შეურაცხყოფს. თავისუფალი გამოხატვა თვითონაა სიწმინდე. გამჩენის მიერ ადამიანისთვის ბოძებული სამოთხისეული ძღვენი.

დროა, ვთქვათ მწარე სიმართლე. ვისი წაქეზებით არიან აღტკინებულნი და ცდუნებულნი გულწრფელი ადამიანები, რომლებიც უმცირესობათა დასაჩაგრად იმუქრებიან და მუშტებს იღერებენ?

სწორედ იმათი, ვისთვისაც საქართველო, პუტინის თქმისა არ იყოს, სოფლის ერთი ორღობეა და მეტი არაფერი. ოღონდ ისეთი მიგდებული, ჩაშვებული, გადაგვარებული, გაუატანლობაში ჩაძირული, ნამდვილი სოდომის მსგავსი სოფლისა, რომლეშიც ქრისტე მაცხოვრის მცნების საპირისპიროდ, ქართული ადათის, ვაჟკაცობის, კაიყმობის წესისა და კანონის დარღვევითა და დამხობით, დაუცველი, სუსტი, უმცირესობაში მყოფი, განსხვავებული, უცხო, უდანაშაულო ადამიანის თრევა, გინება, ცემა, მოკვლა, ქალისა და ბავშვის ყველანაირი შეურაცხყოფა და ჩაგვრა - ღირსებად, კაცობად, მართლმადიდებლობად, ქართველობად საღდება!

სწორედ იმათი წაქეზებით, ვინც ქრისტეს ყოველდRე აფურთხებს და გაჰკივის: ჯვარს აცუ ეგე, რადგან ჯვარცმული ღმერთი იმათთანაა, ვისაც ჩაგრავენ და იმათ წინააღმდეგ - ვინც ჩაგრავს.

აი, ეს, ეს ნამდვილი სერგოები, ჰეროდები და იუდები, ქართველი ერისა და ქრისტიანობის წინაარმდეგ ნამდვილი შეთქმულები გვმოძღვრავენ და მოგვიძღვებიან დღეს, მრავალ მოტყუებულს და საქართველოს დაცვის სახელით აბეჩავებენ საქართველოს.

ისიც საკითხავია, როგორ ახერხებენ ამას, როგორ გვაცდუნებენ, როგორ გვაგდებენ, როგორ გვატყუებენ, როგორ გვაბამენ მახეში?

ერისა და ეკლესიის ნამდვილი მტრობა, პუტინის მსახურება, როგორც ვთქვი, კარგადაა შენიღბული მართლმადიდებლობის, ტრადიციების, ქართველობის, კაცობის, ოჯახის ღირებულებათა საფარველში.

ამ მარტივი მიზეზით, მათ ყველანაირი ცოდვა და დანაშაული გასდით. გაუვიდათ 25 წლის ქართველი გოგოს ჯგუფური გაუპატიურების მუქარა, ოპონენტების ცემა, საჯარო დედის გინებები, პოლიციის შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა, ენითუთქმელი სიბინძურის ნიაღვრები;

გაუვიდათ დავითის, თამარის, ილიას ხატების ნამდვილი შებილწვა, - ქართველთა გამაერთიანებელი ამ დიდი წმინდანების სახელით ჩვენში, ქართველებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, შუღლის, ძალადობისა და მონობის კულტის თესვა და გაღვივება;

გაუვიდათ მოღერებული ჯორკოებით, ნასროლი ქათმებითა და კატლეტებით მთელი მსფოლიოს წინაშე ჩვენი საარაკო გამასხარავება;

გაუვიდათ, რადგან, როგორც 1802 წელს მთელი რუსის ჯარი და ჩინოვნიკობა წმინდა ნინოს ჯვარს ამოფარებული შემოგვეპარა მოტყუებულ თბილისში, ასევე ახლაც ეს ჩვენებური პუტინისტები დავითის, თამარის, ილიას ხატებებს არიან ამოფარებული, ქრისტეს სახელის, კაცობისა და ნაციონალიზმის ნიღბების მიღმა იმალებიან და ასე მოიძურწებიან ცნობიერებაში.

და, აბა, რა გამოდის? ჩვენს მტერს, ჩვენ, ქართველები, უკიდურესად ზედაპირულები, ბრიყვები და საკუთარივე თავის მესაფლავეები ვგონივართ?! დიახ და ვეგონებით კიდევაც მანამდე, სანამდე მათ თავის მოტყუების, ღმერთისა და სამშობლოს ღალატში ჩვენი ჩათრევის უფლებას მივცემთ!

თავისუფლების მოყვარე ქართველებმა ზედმიწევნით კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მტრობენ არა უმცირესობები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი წილი ღვთივბოძებული სიცოცხლისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის შიშითა და ძრწოლით იბრძვიან.

არა ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს უაზრო და კონტრპროდუქტიულ სისასტიკეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი,

არა ილია ჭავჭავაძის გზით მავალი თანამედროვე პატრიოტები, - ინდივიდუალური და ეროვნული თავისუფლების დამცველები, ლიბერალები, რომლებიც დღესაც, ისევე როგორც თავის დროზე, თერგდალეულები, დარტყმის მთავარი სამიზნეები გამხდარან თავისუფლების მტრებისთვის,

არამედ, მტრობენ სწორედ აი, ეს არცთუ საგულდაგულოდ შენიღბული, გრძნობების დამცველებად გადაცმული გაბოროტებული, ყველაფრის მკადრებელი კლოუნები, რომელთა ნამდვილი მიზანი საქართველოს, მთელი ქართველი ერის დაჩოქება, მისი იმგვარად დაკნინება და მორალური დაცემაა, რომ საბოლოოდ, ისევ იოლი დასაპყრობი და დასამონებლი გავხდეთ დიდი პატრონისთვის, - ჯალათი პუტინისთვის.

ნუ შევცდებით, თავს ნურავის მოვიტყუებინებთ - არც ტრადიციებს, არც კაცობას, მით უმეტეს არც ქართველობას და სარწმუნოებას ვირეშმაკა პუტინისტები არ იცავენ, რადგან მათი წართმევა, ამ ქვეყნად, უბრალოდ არავის სურს ჩვენი გაცხადებული მტრის, - ოკუპანტი რუსეთისა და კრემლის მონების გარდა.

ქართველობაც, მართლმადიდებლობაც, ოჯახის სიწმინდეც, ტრადიციებიც, გამოხატვის თავისუფლებაც, თანასწორუფლებიანობაც, ტოლერანტობაც, სულგრძელობაც, ვაჟკაცობაც, ლგბტ თემიც და მემორიალზე თამამად მოცეკვავე გოგოც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენია, ჩვენი გასარჩევი და დასაცავია - მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი, კეთილშობილი ადამინებისაა და არა იმპერიის სულწარწყმედილი მონების!

აღარასოდეს უნდა ვცდუნდეთ, აღარასოდეს უნდა დავუშვათ თბილისის თავზე მტრის დროშების აფრიალება!

Georgian
ბლოგითავისუფლებაბექა მინდიაშვილიბლოგიბექა მინდიაშვილი: თავისუფლების დასაცავადBeka MindiashviliNews ItemArticlePoliticsSocietyAside articleNoBefore article text

მთავრობის კანცელარიასთან აქცია "არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზმს"დასრულდა

$
0
0

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა. მონაწილეების ნაწილმა ტერიტორია დამოუკიდებლად დატოვა, ნაწილმა პოლიციის დახმარებით, ნაწილმა კი ყვითელი ავტობუსებით ისარგებლა.

ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრების მიუხედავად, ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ. თავდამსხმელი დაკავებულია, ის 22 წლის ბიჭია.

აღსანიშნავია, რომ აქციამდე გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები, სადაც პოლიციას სპეციალური გამშვები პუნქტები ჰქონდა მოწყობილი და მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან მხოლოდ მათი გავლით ხვდებოდნენ.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად, პარლამენტის ძველ შენობასთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის ნეოფაშისტების აქცია მიმდინარეობდა. ისინი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას აპროტესტებდნენ.

დღესვე, დაიგეგმა კონტრ აქციამთავრობის ადმინისტრაციასთანაც, რომელიც 17:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორები, გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი, აქციის დაწყებამდე დააკავეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

გარდა ამისა, დღეს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის"აღსანიშნავად.

აქცია "არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზს"დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლგბტ ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა გუშინ საღამოს განაცხადეს, რომ დაგეგმილ აქციას აუქმედნენ. ამის მიზეზად აქტივისტები ასახელბდნენ გარემოებას, რომ სახელმწიფო მათ დაცვას სათანადოდ ვერ შეძლებდა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

Georgian
17 მაისიაქციაჰომოფობიაბიფობიაჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეაქცია მთავრობის კანცელარიასთან17 მაისიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

პირი, რომელიც 17 მაისის აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა, არასრულწლოვანია

$
0
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელზე იძალადა, არასრულწოვანია. ის 15 წლისაა.

"2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობითვის, შსს-ს თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 22 წლის იყო.

აქციაზე "არა ჰომოფობიას"ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლონდა თოლორაიას თქმით, ძალადობის მუხლი დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გარემოებით დამძიმდება.

Georgian
17 მაისიძალადობაჰომოფობიააქციააქცია მთავრობის კანცელარიასთანმთავრობის კანცელარია17 მაისიNews ItemPoliticsCrimeSocietyFull widthNoBefore article text

მშვიდობიან მომიტინგეებს ქაშუეთის ეზოში შეურაცხყოფას აყენებენ - ვიდეო

$
0
0

ფეისბუქ მომხმარებელი, ანანო ჭიაბრიშვილი 13 მაისს, ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც კონტრაქციის მონაწილეები მას და სხვა მშვიდობიან მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ.

"ეს გადავიღე კვირას, ქაშუეთის ეზოში "ტყვეობისას". ესაა კადრები, სადაც მეტნაკლებად მშვიდები არიან.

ეს ხალხი, რომლებიც ღირებულებებით აპელირებს, "ქართველობას"იცავს და თავს დაგვკიოდა თამარის ქვეყანააო, ამეებს ეუბნება ქალებს(!) ეკლესიის ეზოში(!). ამ ფაქტორებზე ცხადია შეგნებულად გავამახვილე ყურადღება, კარგად რომ გამოჩნდეს ამათი ფარისევლობა.

დაელოდეთ როდის არ მოეწონება საზოგადოების ამ ნაწილს თქვენი შვილის კაბის სიგრძე ან წითლად შეღებილი თმა, რის გამოც მისი ფიზიკურად ხელშეხების უფლებასაც მისცემენ თავს საქართველოს სახელით. მანამდე იჯექით და მოგვნათლეთ გასულობისთვის მეომარ ახალგაზრდებად", - წერს ანანო ჭიაბრიშვილი.

Georgian
სპეცოპერაცია კლუბებში13 მაისიაქცია13 მაისის აქციასპეცრაზმი კლუბებშისპეცოპერაცია კლუბებშიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

ჰომოფობიური და ფაშისტური ჯგუფების აქციებზე დღეს 45 ადამიანი დააკავეს

$
0
0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰომოფობთა და ფაშისტთა ჯგუფების აქციებზე დღეს 45 ადამიანი დააკავეს, მათგან 5 გამოკითხვის მიზნით.

რაც შეეხება დანარჩენს 40-ს, 39 პირი ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დარღვევისთვის დააკავეს, 1 კი სისხლის სამართლის კოდექსის. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაყვანილი 5 პირი უკვე თავისუფალია. მათ შორის არიან ჰომობობიური დაჯგუფებების ლიდერები: გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთავრობის კანცელარიასთან დღეს, 19:00 საათზე გაიმართა. ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრების მიუხედავად, ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ. თავდამსხმელი დაკავებულია, ის 15 წლის ბიჭია.

აღსანიშნავია, რომ აქციამდე გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები, სადაც პოლიციას სპეციალური გამშვები პუნქტები ჰქონდა მოწყობილი და მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან მხოლოდ მათი გავლით ხვდებოდნენ.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად, პარლამენტის ძველ შენობასთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის ნეოფაშისტების აქცია მიმდინარეობდა. ისინი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას აპროტესტებდნენ.

დღესვე, დაიგეგმა კონტრ აქციამთავრობის ადმინისტრაციასთანაც, რომელიც 17:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორები, გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი, აქციის დაწყებამდე დააკავეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

გარდა ამისა, დღეს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის"აღსანიშნავად.

აქცია "არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზს"დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლგბტ ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ დაგეგმილ აქციას აუქმედნენ. ამის მიზეზად აქტივისტები ასახელებდნენ გარემოებას, რომ სახელმწიფო მათ დაცვას სათანადოდ ვერ შეძლებდა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

Georgian
17 მაისიაქციაჰომოფობიანეოფაშისტური დაჯგუფებაფაშისტური დაჯგუფებებიდაკავებაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე17 მაისიNews ItemPoliticsCrimeSocietyFull widthNoBefore article text

პოლიციამ "აიისას"დამფუძნებელი დააკავა და გაბერილი პრეზერვატივები დაუჩუტა

$
0
0

პრეზერვატივების ბრენდის, "აიისას" დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე პოლიციამ ჯერ დააკავა, შემდეგ კი გაბერილი პრეზერვატივებიდაუჩუტა.

შემთხვევა გუშინ, 17 მაისს, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. ანანია გაჩეჩილაძე განყოფილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს.

როგორც ის ტაბულასთანყვება, კომპანია "აიისამ" გადაწყვიტა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ ფერების, გაბერილი პრეზერვატივებირუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარედ ჰაერში გაეშვა. 69 ცალი, 130 ლარის ღირებულების სხვადასხვა ფერის გაბერილი პრეზერვატივი მას თაბუკაშვილის ქუჩაზე კურიერმა მიაწოდა, რომელსაც პოლიცია გამოჰყვა და კომპანიის დამფუძნებელი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა. საგამოძიებო უწყება ანანია გაჩეჩილაძეს "უმისამართო გინებას"ედავება.

"დიდი ხანია დაგეგმილი გვქონდა 17 მაისს ჰელიუმით გაბერილი პრეზერვატივების ჰაერში სადემონსტრაციოდ გაშვება. კურიერმა პრეზერვატივებიმოიტანა თაბუკაშვილის ქუჩაზე. როგორც ჩანს, მანქანა შენიშნეს და ინფორმაცია პოლიციას გადასცეს. მე ვიდექი და ველოდებოდი კურიერს. მოვიდა პოლიციელი და მკითხა, ვინმე ხომ არ გინახავს, ვინც ბუშტებს ბერავსო. ვიხუმრე, რომ მეც ვბერავხოლმე ბუშტებს. დაბნეული იყო, არ უნდოდა სიტყვა პრეზერვატივისხსენება სავარაუდოდ. მერე ვკითხე რა ხდებოდა, რამე საფრთხის შემცველი ხომ არ იყო, რადგან იქ მალევე 20-მდე პოლიციელი მოვიდა. ტაქსი როგორც კი მოვიდა, პოლიციას ვუთხარი, რომ პრეზერვატივებიჩემია. ჩანთა გამიხსნეს, რისი საფუძველიც არ ჰქონდათ. ფერადი ფხვნილები მქონდა და ამომაცალეს. მითხრეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხარო, გამიკვირდა. ჩამსვეს მანქანაში და მატარეს, ტელეფონი წამართვეს. შემდეგ, დაახლოებით 4-5 საათი განყოფილებაში ვიყავი. როგორც მიხვდი, ამის მიზანი ის იყო, რომ იქაურობისთვის გავერიდებინე", - ამბობს გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტელეფონი არ ჰქონდა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა ადვოკატსაც. ანანია გაჩეჩილაძის ინფორმაციით,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში, რომელიც პოლიციამ შეადგინა, დაკავების მიზეზად უმისამართო გინება წერია, თუმცა ის ამბობს, რომ არ შეუგინიადა ამას ვერ დაუმტკიცებენ.

რაც შეეხება ფერად ფხვნილებსა და პრეზერვატივებს, "აიისას" დამფუძნებელი ამბობს, რომ განყოფილებიდან გამოსვლისას ფხვნილები დაუბრუნეს, პრეზერვატივებიკი არა.

"მერე ადვოკატთან ერთად დავრეკე ტაქსისტთანდა ადგილზე დახეთქეს, გაანადგურესო გვითხრა", - ამბობს გაჩეჩილაძე.

ის მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ დააკავეს და 17 მაისს მისი გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.

ტაბულა დაუკავშირდა იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც გაბერილი ფერადი პრეზერვატივებითაბუკაშვილის ქუჩაზე მიიტანა. მისი თქმით, პოლიციამ ისინი იქვე დახეთქა და ნაგვის ბუნკერში ჩაყარა.

"სათითაოდ ხეთქავდნენ, დახეთქესსულ ყველა და ბუნკერში ჩაყარეს - გაანადგურეს, როგორც იტყვიან, არ ვიცი როგორ ეძახიან მაგას. იმის დახეთქვასრა უნდა, ჩვეულებრივი ბუშტია რა. ერთი 40 ცალი მაინც იქნებოდა, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. გაანადგურეს, აბა რა უნდა ექნათ, ხელში ხომ არ დაიჭერდნენ და ხომ არ წაიღებდნენ. ჩემთვის ეგრე ბავშვიც გამოუყოლებიათ და სკოლასთან მიმიყვანია, ასე გამომატანეს ეს ბუშტებიცდა მოვიტანდი ჩვეულებრივად. მაგხელაზეთუ იბერებოდა და მაგხელა ხდებოდა ეგა, ვერც წარმომედგინა. ბუშტი მეგონა, სანამ პატრულმა არ მითხრა ეს არიო. არც ეტყობოდა. ქუჩაში რომ გასულიყო ვინმე ამით, ბევრი ვერც მიხვდებოდა რა არის. საერთოდ არ ეტყობოდა რაც იყო", - ამბობს ტაქსის მძღოლი.

ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილიმიიჩნევს, რომ პოლიციას "აიისას" დამფუძნებლის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა.

"მისი დაკავება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ მისთვის ხელი შეეშალათ იმ აქტივობის განხორცილებაში, რასაც გეგმავდა. ეს იყო 17 მაისთან დაკავშირებით გაბერილი, ფერადი პრეზერვატივების ჰაერში გაშვება. ხულიგნობის არანაირი შემადგენლობა მას არ განუხორციელებია, არ არსებობდა საფუძველი, რომ ეს მიეჩნიათ წვრილმან ხულიგნობად. ამ პოზიციას გვიმყარებს ისიც, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, არც მოწმის ჩვენება, ალბათ ისევ პოლიციელები იტყვიან, რომ შეიგინა უმისამართოდ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წვრილმანი ხულიგნობა მიმართულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ. მაშინ, როდესაც იქ ანანიასდა პოლიციელების გარდა არავინ იმყოფებოდა, შეუძლებელი იყო საჯარო წესრიგის დარღვევა", - ამბობს მარიკაშვილი.

გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ ანანია გაჩეჩილაძის დაკავების საფუძვლად უმისამართო გინება ჩაიწერა და არა მის მიერ დაგეგმილი აქცია, შესაბამისად, პრეზერვატივების განადგურების საფუძველი არ არსებობდა.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც აცხადებენ, რომ ანანია გაჩეჩილაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მათივე თქმით, გაჩიჩილაძესპრეზერვატივები ჩამოართვეს, თუმცა მათ განადგურებას უწყებაში არ ადასტურებენ.

​"როცა ჰკითხეს რად გინდაო, უთხრა, რომ პარლამენტთან უნდა გავუშვაო. მოუწოდეს, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნული ქმედება პარლამენტის წინ დაიწყო ჩხუბი, ლანძღვა-გინება, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, აგრძელებდა და ამის შემდეგ დააკავეს. მას ჩამოერთვა გაბერილი პრეზერვატივები", - აცხადებენ უწყებაში. 

საქმეზე სასამართლო განხილვა სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ამის შემდეგ ანანია გაჩეჩილაძე აპირებს სასამართლოს და გენინსპექციას მიმართოს და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

Georgian
აიისაანანია გაჩეჩილაძეპრეზერვატივები17 მაისიჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროაიისაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთან

$
0
0

ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკასტერთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. 
 

რა არის საქართველოში თქვენი ვიზიტის მიზანი?

თავდაცვისა და უსაფრთხოების განხრით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ახლო თანამშრომლობის უპირატესობა ნათელია. საქართველოს მე ძირითად მოკავშირედ ვხედავ რთულ რეგიონში. ბრიტანეთი აღიარებს საქართველოს დიდ ძალისხმევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირებაში და ხელს უწყობს მისი შესაძლებლობების ზრდას. ჩემი ვიზიტი, ისევე როგორც ოქტომბერში თავდაცვის მინისტრის იზორიას ვიზიტი ლონდონში, არის გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ნაწილი.

2018 წელი მნიშვნელოვანი წელია - საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავი და რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის მეათე წელი. მეზობლის მხრიდან აგრესიის მიუხედავად, საქართველო დიდ ბრიტანეთის ახლო მოკავშირედ დარჩა, სოლიდარობა გამოთქვა და რუსეთის დიპლომატების საერთაშორისო გაძევებას შეუერთდა.

ხუთშაბათს, მე ასევე ვეწვიე ბრიტანეთის სამხედრო გემს „დუნკანს“, ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების ფლაგმანს, რომელიც საქართველოში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ფარგლებში იმყოფებოდა და შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. ბრიტანეთს დიდი წვლილი მიუძღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში და ჩემთვის სასიხარულო იყო ფოთში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის ხილვა.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრ იზორიას მივმართე, ჩვენ ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ვართ და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობას შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. საქართველოს უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ტყვეობიდან გათავისუფლებული ერები დემოკრატიის გზას დაადგნენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არა, რომ ისინი დასავლურ ღირებულებებს იზიარებდნენ. ისინი დემოკრატიის გზას დაადგნენ იმიტომ, რომ დასავლეთს გამარჯვებულ ძალად აღიქვამდნენ. დასავლეთი წარმატებული იყო, რადგან მას სიძლიერესთან აიგივებდნენ. არსებობს სერიოზული საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ ძალაუფლების ბალანსი ავტოკრატიული, ულტრა-ნაციონალისტური, არაკონტროლირებადი რეჟიმისკენ ინაცვლებს. ცივი ომის შემდგომ არსებული  წესრიგი დაირღვა - საქართველოს მეხუთედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ნაწილი რუსეთის მიერ არის ანექსირებული, მაგრამ პუტინი ამით არ დაკმაყოფილდა, ის დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მიდის, საფრანგეთის ულტრა-ნაციონალისტებს აფინანსებს, აშშ-ს საშინაო პოლიტიკაში ერევა, სირიაში იჭრება - დასავლეთში მიგრანტების კრიზისია - კიდევ ერთი ნაყოფიერი ნიადაგი დემოკრატიის შესაფერხებლად. როგორ ფიქრობთ - ეს რეალობაა თუ მხოლოდ აღქმა?

ბოლო წლებში დავინახეთ, რომ რუსეთი სულ უფრო უტიფარი და უგუნური ხდება, მტრულ და მავნებლურ ქმედებებს მიმართავს როგორც დასავლეთში, ისე მთელს მსოფლიოში. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა, არ უნდა წავიდეთ გადამეტებული ძალის გამოყენების რისკზე, რომ არ დავარღვიოთ საერთაშორისო ნორმატიული წესრიგი.

თუ გადავხედავთ მონაცემებს - რუსეთში მშპ-ს ზრდა დასავლეთისას ბევრად ჩამორჩება, რუსეთის გონებრივი რესურსი მწირი ხდება, ნიჭიერი ადამიანები ქვეყანას ტოვებენ, სრულიად არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკა დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე. ჩანს, რომ კრემლი ძალაუფლების იმიჯს ქმნის, რათა ხალხს ყურადღება გადაატანინოს, დაავიწყოს რუსეთში არსებული ძირითადი პრობლემები და რომ რეჟიმს არ აქვს ამ პრობლემის გადაწყვეტის გეგმა.

ამასობაში ნატო კვლავ რჩება ისტორიაში ყველაზე წარმატებულ თავდაცვით ალიანსად. ერთობლივი რეაგირება სკრიპალების მოწამვლაზე გვიჩვენებს ჩვენს სიმტკიცეს და მზადყოფნას იმისათვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავის უკანონო ქმედებებზე.

პუტინის ამბიცია გლობალური მასშტაბით რუსეთის გავლენის გაფართოებაა - იგი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა. თავის მიზნის მისაღწევად მისთვის მნიშვნელოვანია, არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან დემოკრატიის განვითარება, რადგან აყვავებული დემოკრატიის შევიწროვება და რუსეთის ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევა ძნელია, თუ შეუძლებელი არა. იმისათვის, რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში დემოკრატია აყვავდეს, ისინი დაცული უნდა იყვნენ რუსული აგრესიისგან, მაგრამ როგორც ვხედავთ, რუსეთი დე-ფაქტო ვეტოს უფლებას იყენებს ნატოს გავლენის გავრცელებაზე მსოფლიოს ამ ნაწილში.

დიდი ბრიტანეთი კვლავ ნატო-ს ღია კარის პრინციპის ერთგულია: ნატო-ში გაწევრიანება შეუძლია ყველა ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებიც ალიანსის ღირებულებებს იცავენ და ხელს უწყობენ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. საქართველომ თავისი გზა აირჩია და მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე.

მე კვლავ გავიმეორებ, რომ ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ნატომ უნდა გააგრძელოს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებისთვის და იმუშავებს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ნატოსადმი ერთგულება და მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში აღიარებული და დაფასებული იყოს.

ჩვენ ასევე ველით ნატოში განხილვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ერთად შემუშავებული წინადადებები შეიძლება იქცეს რეგიონის სტრატეგიული და მდგრადი მიდგომის ნაწილად და საქართველოს ალიანსში შემდგომი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეს.

როგორ ხედავთ ნატოს მომავალს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს?

მომავალში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, ნატომ კვლავ შესთავაზოს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერას და მოკავშირეებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ნატოსადმი ერთგულება და მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში აღიარებული და დაფასებული იყოს.

ჩვენ ასევე ველით ნატოში განხილვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში ისე, რომ ეს სასარგებლო იყოს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება და რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ერთად შემუშავებული წინადადებები რეგიონის სტრატეგიული და მდგრადი მიდგომის ნაწილად იქცევა.

რუსეთის დომინირების მისაღწევად, პუტინი ძალაუფლების სრულ სპექტრს იყენებს. მის მოქმედებას „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს. ეს მოიცავს: ა) მძიმე, სამხედრო ძალას, ბ) დივერსიულ დაზვერვას, გ) ეკონომიკურ ზომებს, დ) დეზინფორმაციას.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ დასავლეთი პროპორციულ ზომებს იყენებს საპასუხოდ? როგორ აღწერდით დასავლეთის პასუხს?

არსებითად, დასავლეთი ერთიანია და თავის ღირებულებების ერთგულია, რაც გულისხმობს მშვიდობიან თანამშრომლობას და წესების საფუძველზე შექმნილ საერთაშორისო სისტემას. ალიანსში ჩვენ ვზრდით ხარჯებს, ნატო-ს მოკავშირეებმა კი უკვე დახარჯეს გლობალური თავდაცვის ხარჯების 50%. დიდ ბრიტანეთში თავდაცვაზე მშპ-ს 2% -ს ვხარჯავთ. ჩვენ ვხედავთ ცვალებად საფრთხეებს და სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ თავდაცვის მოდერნიზებული პროგრამა, რომელიც წელს მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. გასულ წელს მუშაობა დაიწყო კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა, რათა გავუმკლავდეთ ზოგიერთ კომპლექსურ საფრთხეს და შევქმნათ მსოფლიო დონის შესაძლებლობები. დიდი ბრიტანეთი და ნატო-ში ჩვენი მოკავშირეები უსაფრთხოების ცვალებად ვითარებას ერგებიან და აძლიერებენ ძალოვან სტრუქტურებს, რომ გაუმკლავდნენ ცვალებადი ხასიათის კონფლიქტს.

Georgian
ინტერვიუ მარკ ლანკასტერთანდიდი ბრიტანეთითამარ ჩერგოლეიშვილიუსაფრთხოებაინტერვიუ მარკ ლანკასტერთანთამარ ჩერგოლეიშვილი - ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთანTamar ChergoleishviliNews ItemArticlePoliticsDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

$
0
0

პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია. 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს, ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს პირი დღეს, საგამოძიებო ორგანოში დააკავეს. 

ლონდა თოლორაიას განცხადებით, გამოძიება მუქარით დაიწყო, თუმცა პროცესში გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის, ადევნების ნიშნებიც.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ნამდვილად დგას ეჭვქვეშ დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა.

"ჩატარდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ მან გაიაროს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, დანაშაული ჩადენის დროს იყო თუ არა შერაცხადი პირი და აცნობიერებს თუ არა იგი სრულად მის მიერ ჩადენილ ქმედებას", - ამბობს ლონდა თოლორაია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 1970 წელს დაბადებული რ.ნ.-ა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.

"ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გუშინ, 20 მაისს ფეისბუქზე დაწერა, რომ წლებია, მუქარის, შანტაჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რის გამოც აპირებს შეიარაღებულმა იაროს. ის ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას მრავალი წელია უშედეგოდ სთხოვს. 

Georgian
ინგა გრიგოლიაადევნებამუქარალონდა თოლორაიაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტიინგა გრიგოლიაNews ItemPoliticsCrimeSocietyFull widthNoBefore article text

გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

$
0
0
Georgian

საქმე იმაშია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს პრეცედენტული, ანუ, შესაძლებელია, მსგავსი შინაარსის საქმეზე სასამართლომ წინა გადაწყვეტილებებით იხელმძღვანელოს და იდენტურად დაასაბუთოს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ერთი საქმე საშიშია კონკრეტულ პერიოდში, მას შეიძლება ჰქონდეს განგრძობითი ეფექტი.

ტაბულამ შეაგროვა და ქრონოლოგიურად აღრიცხა ბოლო პერიოდის სასამართლოს გადაწყვეტილებები და კანონები ან კანონპროექტები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

კანონი შუღლის გაღვივების შესახებ

პარლამენტმა მიიღო და 2015 წლის 12 ივნისიდან ძალაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლი, რომლითაც დასჯადი გახდა "მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ".

კანონპროექტის ინიციატორი საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო და თავდაპირველად, ის "შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებისთვის" 2-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

დოკუმენტში მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით ასე იყო განმარტებული - "ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით".

შსს-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შუღლის გაღვივების ამკრძალავი ნორმის შემოღების მიზანი "საზოგადოების ყველა სეგმენტის მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა"იყო, თუმცა მათ არ ეთანხმებოდნენ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მედია.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 18-მა წარმომადგენელმა კანონპროექტს სარისკო უწოდა.სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ახალ ჩანაწერს დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ საპირისპირო აზრის ჩამხშობ ბერკეტად ქცევის საფრთხედ მიიჩნევდნენ.

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებდნენ, რომაღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ სიძულვილით მოტივირებული კონკრეტული დანაშაულების ჩადენის დროს არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიულია და სახელმწიფო დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით აბსოლუტურ პასიურობას ავლენს. სწორედ ამიტომ, განცხადების ავტორები ამბობდნენ, რომ დაბალია ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვაა.

კანონის თავდაპირველმა პროექტმა დეპუტატების ნაწილის შეშფოთებაც გამოიწვია, მათ შორის იყვნენ პარლამენტარები კოალიცია "ქართული ოცნებიდან". შედეგად, ფორმულირება "შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებები"კანონპროექტიდან ამოიღეს და მის ნაცვლად გაჩნდა "მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ".

საბოლოოდ მიღებული ვარიანტით, პირი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ჯარიმით ან 200-დან 400 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაისჯება, თუ ის საჯაროდ მოუწოდებს ძალადობრივი ქმედებისკენ, განხეთქილების ჩმოგდების მიზნით.

ამ ტიპის მოწოდებები დასჯადია იმ შემთხვევაში, თუ ეს მოწოდება "ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს"ქმნის.

17 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფორმულირების შეცვლის მიუხედევად, დაგეგმილი ნორმა გამოხატვის თავისუფლების კუთხით კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს. ისინი პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო აღნიშნული ცვლილება. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

რუსთავი 2-ის საქმე

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე. ეს თქვა არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ამის ეჭვი გაუჩნდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, როცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის თანამფლობელი 2004-2006 წლებში იყო, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის აგვისტოში მიმართა. ამას მოჰყვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება და ხანგრძლივი, ხმაურიანი სასამართლო პროცესები. საქალაქო სასამართლოში საქმეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავდა.

2015 წლის 3 ნოემბერს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშისაა, 40% კი შპს პანორამასი, რომელიც ხალვაშს ეკუთვნის. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო ის კონტრაქტები, რომლითაც ხალვაშმა 2005–2006 წლებში ტელეკომპანიაში საკუთარი წილები გაყიდა.

ფოტო: ტაბულა
სასამართლოს პარალელურად, იმართებოდა საპროტესო აქციები, მოქალაქეები, აქტივისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობდნენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი მიმდინარე პროცესებს ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებდნენ. გიორგი ვოლსკიმ ისიც თქვა, რომ "წართმეული უნდა დაბრუნდეს".

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც განხილვები 2016 წლის ივნისში დაასრულა. მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით გადაწყვიტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაეტოვებინა და ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიაკუთვნა.

2017 წლის 2 მარტს კი რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნასაქართველოს უზენაესმა სასამართლომაც, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

ამის შემდეგ, რუსთავი 2-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს აღსრულება იმავე დღეს, რამდენიმე დღით შეაჩერა. 7 მარტს კი ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა.

ტელეკომპანიის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დრომდე სწავლობენ. საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართესსაქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

ფადი ასლის საქმე

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე რომ ვლადიმერ კაკაბაძე, თეა ბერაია ან გოგიტა თოთოსაშვილი ყოფილიყო, შესაძლოა ეს სტატია კრიტიკად ჩაეთვალა და ამისთვის ჟურნალისტი დაეჯარიმებინა.

სწორედ ეს გააკეთა მოსამართლე ბერაიამ ბიზნესმენ ფადი ასლისთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც ასლიმ სხვა მოსამართლეს, ვლადიმერ კაკაბაძეს კორუმპირებული უწოდა.

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 138 მილიონი დოლარით დაჯარიმებას. გადაწყვეტილებები ეყრდნობოდა კანონის მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შემდეგ, მოსამართლე კაკაბაძის გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

კომპანიების უსაფუძვლოდ დაჯარიმების გამო ფადი ასლიმ ეჭვი გამოთქვა, რომ მოსამართლე კორუმპირებული იყო, რის გამოც ვლადიმერ კაკაბაძემ ასლის უჩივლა. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, თეა ბერაიამ ასლის კაკაბაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 000 ლარის გადახდა და ამ ინფორმაციის იმ მედიით გავრცელება დაავალდებულა, სადაც ასლიმ მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა. თეა ბერაიას გადაწყვეტილება ფადი ასლიმ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ - მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა ის ძალაში დატოვა. ამჟამად დავა უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლომ ფადი ასლის დაჯარიმებით კანონის მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რითიც საჯარო ხელისუფლების ყველა კრიტიკოსს გაუგზავნა სიგნალი, რომ მათი კრიტიკა დასჯადი ხდება.

"ეს პრეცედენტი განგაშის ზარი უნდა იყოს ყველასთვის სამოქალაქო საზოგადოებაში, რამდენადაც დემოკრატიული საზოგადოებრივი დებატის სასამართლოს მეშვეობით ჩახშობის განუზომელ პოტენციალს ქმნის. სასამართლომ არათუ ფეხქვეშ გათელა სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება, არამედ აშკარად თვითნებურად და მცდარად განმარტა სიტყვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი.

აღნიშნული კანონი ადგენს სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტს და სამაგალითოა სიტყვის თავისუფლების დაცვის მაღალი ხარისხით. სასამართლომ კანონის ნათელი ცნებები და სტანდარტები თავდაყირა ამოატრიალა და მათი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საპირისპიროდ განმარტა, ისე რომ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა", - აცხადებს ზედელაშვილი.

"რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა"

გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი კანონპროექტი დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ მოამზადა, ხოლო მისი პარლამენტში ინიცირება დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მოახდინა.

ტომარაძე მიიჩნევს, რომ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ".

კანონპროექტის ავტორის აზრით, "რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას", ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა.

იმას, რომ ამ კანონის მიღების საფრთხე რეალური იყო, ადასტურებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება. კომიტეტმა, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით, მას მხარი დაუჭირა.

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის აზრით, კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას. NGO-ებმა პარლამენტს მოუწოდესარ მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი და არ გახდეს ღია და თავისუფალი საჯარო დებატების ჩახშობის ხელშემწყობი. ამავეს მოუწოდებდა საკანონმდებლო ორგანოს Amnesty International.

კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოშიც, სადაც დოკუმენტთან კავშირი უარყვეს.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
2016 წლის 15 თებერვალს სოსო ჯაჭვლიანმა ინიცირებული კანონპროექტი გამოითხოვადა ეს იმით ახსნა, რომ ის დახვეწას საჭიროებს.

ორი წლის შემდეგ, იგივე შინაარსის კანონის იდეა ამჯერად ემზარ კვიციანს გაუჩნდა. იმ განსხვავებით, რომ ის "დარღვევისთვის"სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. კერძოდ, მისი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 155/1 მუხლი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ასევე რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.

კანონპროექტის ავტორის აზრით, ამგვარი "დარღვევა"ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უნდა ითვალისწინებდეს.

ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტს იდეის დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, ამჯერად სოფიო კილაძის თავმჯდომარეობით. მისი თქმით, ბოლო პერიოდში "მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა", რამაც ის აღაშფოთა.

ემზარ კვიციანის კანონპროექტს კრიტიკულად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!"მიერ გავრცელებულ განცხადებაშიწერია, რომ ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი კვლავ პარლამენტშია და არ არის გამორიცხული, დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირონ, შედეგად კი, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი ნორმა მივიღოთ.

"აიისა"

2018 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის, რომელიც დაცული სექსისთვის საუკეთესო საშუალებაა, ორ თითზე წამოცმა საზოგადოების ღირსებასა და მორალს ლახავს. როგორც ჩანს, შეილახა თავად მოსამართლის ღირსებაც, რადგან 9-გვერდიან გადაწყვეტილებაში, რომელიც პრეზერვატივების კომპანიას ეხება, ერთხელაც არ არის ნახსენები სიტყვა "პრეზერვატივი".

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, კომპანია "აიისა" 500 ლარით დაჯარიმდა და მას რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გაყიდვა აეკრძალა, მათ შორისაა: "ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა", "ძლევაი საკვირველი"და სამეფო გვირგვინის გამოსახულება, წარწერა "სამეფო კარი თამარში"და თამარ მეფის გამოსახულება, გამოსახულება "მაკურთხებელი ხელი".

ფოტო: აიისა
სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, როგორ შეიძლება შელახოს პრეზერვატივის შეფუთვამ საზოგადოების ღირსება და მორალი, დოკუმენტში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რა არის ნათლისღება, რა ადგილი უკავია დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში, რა დამსახურებები ჰქონდა თამარ მეფეს და რომ ორი თითი სასულიერო პირების მიერ რელიგიური რიტუალების შესრულების დროს გამოიყენება.

"აიისას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ასევე წარმოებულ პროდუქტზე განთავსებული რეკლამები თავისი წარწერებით და გამოსახულებებით არაეთიკურია, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს", - ნათქვამია დასაბუთებაში, თუმცა კვლავ არ არის განმარტებული, პრეზერვატივზე გაკეთებულმა წარწერამ როგორ შეიძლება ხელყოს ეროვნული და ისტორიული საგანძური, ძეგლები.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებისთვის ძალიან საშიში პრეცედენტია.

"ეს არის ფაქტობრივად სახელმწიფოს და სასამართლოს მხრიდან ცენზურის დაწესება გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლებისთვის. უკვე დროა, ყველამ განგაშის ზარი შემოვკრათ, იმიტომ, რომ არამხოლოდ თვითმმართველობის ორგანო თვლის რომ მორალი, ზნეობა უნდა იქცეს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარანტად, არამედ, ამას ასე მიიჩნევს სასამართლოც და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე, რომელიც "აიისას"დამფუძნებლის ინტერესებს სასამართლოში იცავს.

"გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არამხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის მისაღებია ან არ იწვევს რეაქციებს, არამედ, პირველ რიგში ისეთი ინფორმაცია, რომელიც თუნდაც უმრავლესობისთვის შემაშფოთებელია და მძაფრ რეაქციებს იწვევს საზოგადოებაში", - აცხადებს ტაბულასთან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია.

მისი თქმით, ის, რომ თამარ მეფის სურათი პრეზერვატივზე ბევრისთვის მიუღებელი იყო, სასამართლოს მეშვეობით კონკრეტული გამოხატვის აკრძალვის საფუძვლად ვერ გამოდგება.

"ცხადია, მეორე მხარესაც თავისუფლად შეუძლია ამის კრიტიკა და აზრის დაფიქსირება, თუმცა როცა სასამართლოს მიერ ხდება გარკვეული მორალური მსჯელობების შემოტანა, ეს საფრთხის შემცველია, რადგან შეიძლება გავრცელდეს ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროზე. ეს არის ერთი ქეისი, რომელსაც შეიძლება ბევრნაირი გაგრძელება მოჰყვეს პრაქტიკაში, თუ სასამართლო ამ პრაქტიკას დაადგენს. გარდა ამისა, სასმართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც გარკვეულწილად იმის სიმპტომია, რომ ქვეყანაში საფრთხე შეიძლება შეექმნას უმრავლესობისთვის მიუღებელი აზრის გამოხატვას" , - აცხადებს ბერაია.

კანონი შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ

შუღლის გაღვივებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან "დაცვის"შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ"გადაწყვიტა ქვეყანაში შემოქმედებითი თავისუფლებაც "დაარეგულიროს". პარლამენტი განიხილავს ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში შეიძლება შემოქმედებითი ცენზურა დაწესდეს. საუბარია კულტურის შესახებ კანონის ჩანაწერზე, რაც ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

ცვლილება შედის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვით ნაწარმოების აკრძალვის უფლება ენიჭება მხოლოდ სასამართლოს ენიჭება.

კანონპროექტი ცენზურას უქვემდებარებს შემდეგ შემთხვევებს:

  • როდესაც ნაწარმოები ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეროვნულ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეთნიკურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რელიგიურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რასობრივ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები ქადაგებს ომს და ძალადობას;
  • როდესაც ნაწარმოები პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

ანუ, ამ პუნქტების გათვალისწინებით, კანონის მიღების შემთხვევაში, ცენზურა შეიძლება შეეხოს: "ვეფხისტყაოსანს", "ჯაყოს ხიზნებს", "ბიბლიას", "მთვარის მოტაცებას", "დიდოსტატის მარჯვენას", "ლონდრეს", "ნატვრის ხეს", "შერეკილებს", "თეთრ ბაირაღებს"; ისეთ ოსკაროსან ფილმებს, როგორებიცაა call me by your name (შენი სახელით მომმართე), brokeback mountain (კუზიანი მთა), the handmaiden (მოსამსახურე), dallas byers club (დალასის შემსყიდველთა კლუბი), EYES WIDE SHUT (ფართოდ დახუჭული თვალებით), THE DANISH GIRL (დანიელი გოგონა); სერიალები: Game of thrones (სამეფო კარის თამაშები), the young pope (ახალგაზრდა პაპი); პაოლო პაზოლინის და გასპარ ნოეს ფილმებიდა ა.შ. ჩამონათვალი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს.

"ვეფხისტყაოსანი", მიხაი ზიჩი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ნაწარმოების აკრძალვის მხოლოდ ერთ შესაძლებლობას აწესებს - იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ნაწარმოები ლახავს ადამიანის უფლებებს. ის სია, რაც კულტურის შესახებ კანონის პროექტშია მოცემული, კონსტიტუციის ჩანაწერს არ შეესაბამება.

"ამ შემთხვევაში მაგალითად ჰიტლერის მაინ კამფიც უნდა ავკრძალოთ. შესაძლებელია იყოს ფილმი, ლექსი, სპექტაკლი და ასე შემდგომ. რას დაინახავს მოსამართლე დარღვევად, წინასწარ რთულია დადგენა. მაგალითად, "აიისას"საქმეზე, "ძლევაი საკვირველი"დაინახა, როგორც პრობლემა. ძალიან საშიშ პრეცედენტებთან გვაქვს უკვე საქმე. ეს აღარ არის ერთი და ორი ინდივიდუალური შემთხვევა, ეს არის ტენდენცია, რომელიც ხვალ უკვე სხვა უფლებებზე გადაინაცვლებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს უკვე მიზნად აქვს დასახული", - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის"ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე.

მისივე თქმით, კულტურის შესახებ კანონში ეს ჩანაწერი დღესაც არსებობს თუმცა ის მკვდარ ნორმას წარმოადგენს, რადგანაც მისი აღსრულების შესაძლებლობა არ არსებობს. იმის გამო რომ ახალი კანონპროექტით სასამართლოს ამ დავების გადაწყვეტის უფლება მიეცემა, მას შესაძლოა ცენზურის შემოღების ეფექტი ჰქონდეს.

____________

გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელ, გიორგი ბერაიას ჯორდანო ბრუნოს მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ის იმ გამოხატვისთვის დაისაჯა, რაც დღეს უკვე საყოველთაო ჭეშმარიტებაა.

გამოხატვის თვისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა საზოგადოებაში დისკუსია, მსჯელობა გააღვივოს და ამის შემდეგ ადამიანები მივიდნენ გარკვეულ დასკვნამდე. ამ პროცესში გარკვეული გამოხატვა უმრავლესობისთვის შეიძლება აღმაშფოთებელი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია. საზოგადოების განვითარება, შეხედულებები იცვლება დაა ერთ დროს რაც სრულიად მიუღებელი იყო, ხვალ შეიძლება ხვალ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება გახდეს. ამიტომ, როდესაც სახელწიფო ახდენს გარკვეული გამოხატვის სანცირებას, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ბევრი ადამიანისთვის შეიძლება მეათასეხარისხოვანი იყოს რა დაეხატება კონკრეტულად პრეზერვატივს, მაგრამ აქ საუბარია ზოგად სტანდარტზე. დღეს შეიძლება იყოს პრეზერვატივი, ხვალ კლუბის სახელი და ა.შ.", - ამბობს ბერაია.

გამოხატვის თავისუფლებაგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაცენზურა გამოხატვის თავისუფლებაზესიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებარუსთავი 2რუსთავი 2-ის საქმეფადი ასლიშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიშუღლის გაღვივების აკრძალვის შესახებ კანონპროექტიშუღლის გაღვივებააიისაგიორგი მშვენიერაძეგიორგი ბერაიადავით ზედელაშვილიშემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვაცენზურაე.წ რელიგიური გრძნობებიე.წ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასაქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ცენზურა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, კანონმდებლების მხრიდან უკვე რამდენჯერმე იყო ამ ნორმის გვერდის ავლის მცდელობა. გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიშ პრეცედენტებს ქმნიან მოსამართლეებიც.გამოხატვის თავისუფლებაგამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგხატია ღოღობერიძეNews ItemArticlePoliticsSocietyDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

12:0 - ტოჩინოშინმა ლეგენდარული სუმოისტი, იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა

$
0
0

ტოჩინოშინი ზაფხულის ბაშოზე კვლავ ერთადერთი დაუმარცხებელი სუმოისტია.

2018 წლის ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს, ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ლეგენდარული, ისტორიაში საუკეთესო სუმოისტი, იოკოძუნა ჰაკუჰო შთამბეჭდავ ბრძოლაში დაამარცხა.

შედეგად, ტოჩინოშინს ტურნირზე 12 მოგება აქვს და არც ერთი წაგება.

ხვალ გორგაძე იაპონელ სუმოისტ შოდაის შეხვდება. ტურნირის დასასრულს კი კიდევ ერთი იოკოძუნას, კაკურიუს, რომელიც ბაშოზე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ბაშოს დასრულებამდე 3 დღეა დარჩენილი. ნაცუ, იგივე ზაფხულის ტურნირი 13 მაისს დაიწყო და 27 მაისს დასრულდება. 

ვინაიდან ტოჩინოშინს უკვე 12 გამარჯვება აქვს, სუმოს მამები მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე იმსჯელებენ. ახლა ლევან გორგაძეს სეკივაკეს წოდება აქვს. 

ტოჩინოშინმა თავისი პირველი იმპერატორის თასი ზამთრის ბაშოზე, იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა.

Georgian
სუმოტოჩინოშინილევან გორგაძეიოკოძუნა ჰაკუჰოიაპონიასუმოNews ItemPoliticsSportFull widthNoBefore article text

The Nationalinterest: საით მიდის საქართველო?

$
0
0

The Nationalinterest-ზე გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების, უილიამ კორტნის და კენეტ იალოვიცის და ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, დენიელ ფრიდის სტატია სათაურით "საით მიდის საქართველო?"სადაც საუბარია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე და დასავლეთსა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე. 

სტატიაში მოყვანილია აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომელშიც მან მოსკოვს მოუწოდა გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე. "რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საქართველოში საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა."თქვა მან და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო საბჭოთა ოკუპაციამდეც და მის შემდეგაც იდგა ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, მიუხედავად 2008 წლის კონფლიქტისა და ტერიტორიების ოკუპაციისა, მას ასევე სტაბილური ურთიერთობა აქვს რუსეთთან.

"...დასავლეთის მხარდაჭერამ გამოიწვია საქართველოს მიმართ მოსკოვის აგრესიის შეკავება, თუმცა თბილისის დასავლური მისწრაფებები კვლავ გადაუჭრელია და რისკის ქვეშ რჩება."ვკითხულობთ სტატიაში.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი რუსული სამხედრო უკუპაციის ქვეშაა და რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია მიზნად ისახავს სამოქალაქო განხეთქილების წარმოშობას და სახელმწიფოებორიობისათვის საფუძვლის შერყევას, საქართველო ინარჩუნებს დასავლურ კურსს.

საქართველოს აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დინამიური სამოქალაქო საზოგადოება, ძირითადად თავისუფალი პრესა და სივრცე პოლიტიკური დებატებისათვის. ის ცდილობს გააუმჯობესოს რუსეთთან კავშირები სავაჭრო და ტურიზმის სფეროებში მაშინაც კი, როდესაც უარს ამბობს ცნოს კრემლის მიერ შემუშავებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლობა".

საქართველოს თავად შეუძლია გააკეთოს მეტი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ამბიციების მისაღწევად. დაძლიოს საბჭოთა სისტემიდან შემორჩენილი პოლიტიკური და ეკონომიკური კვალი - ერთ-პარტიული დომინირება; სუსტი ინსტიტუტები; ინდივიდუალური ლიდერების გადამეტებული მნიშვნელობა, რომლებიც გავლენას ქარიზმის, პოპულიზმის და სიმდიდრის ხარჯზე მოიპოვებენ - ამას სჭირდება სტაბილური ძალისხმევა." ნათქვამია სტატიაში.

ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ესაჭიროება რეფორმების გაღრმავება დასავლეთის მხარდაჭერით და ამასთანავე მოთმინება და მიზანმიმართულობა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ NATO-სა და ევროკავშირში შესვლა ახლო პერსპექტივა არ არის, ამ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს დემოკრატიის და ეკონომიკის გაძლიერებაში.

მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ უნდა გაზარდოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა და ეკონომიკური კავშირები და ამით უფრო დაუახლოვდეს დასავლურ ინსტიტუტებს, ხოლო დასავლეთი თავის მხრივ გააგრძელებს საქართველოს მისწრაფებების, რეფორმების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

Georgian
საქართველოაშშევროინტეგრაციაNATOკენეტ იალოვიციუილიამ კორტნიდენიელ ფრიდისაქართველო-აშშNews ItemPoliticsWorldFull widthNoBefore article text

საქართველოს პირველი პარლამენტარი ქალები

$
0
0

ქვეყანაში დაფუძნდა მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, პარლამენტი - დამფუძნებელი კრება.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები.

საქართველოში პირველი არჩევნები 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 616,150-მა ადამიანმა მიიღო, საერთო აქტივობა 60%-ს შეადგენდა

1919 წელს ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვადასხვა პარტიის სახელით კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან ხუთი წევრად აირჩიეს. ყველა მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. დამფუძნებელ კრებაში სულ 130 ადამიანი იყო.ეს ქალები იყვნენ:

მინადორაორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში.

დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების საქმიანობაში. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს, მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ორგანიზაციაში "არა" (ამერიკული დახმარების ორგანიზაცია ‒ American Relief Administration), ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა.

1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი ყაზახეთში. თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ 12 წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

1937-38 წლებში დახვრიტეს მისი ქმარი და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი
1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს "გურიის ქალთა საზოგადოების"თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა.

ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს.

1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორშიმოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისადა ალთაის მხარეში გადაასახლეს.

1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გარდაცვალების თარიღი უცნობია) 

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი
დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. სოხუმში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში.

1917 წლამდე რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1919-21 წლებში იყო დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი.

აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა, ერთ წელიწადში კი კვლავ დააკავეს და ქვეყნიდან გადაასახლეს.

ელეონორა 1930-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალა 30-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში, საკუთარ სახლში, ზუსტი თარიღი უცნობია.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937)

ფოტო: ეროვნული არქივი
21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მეფის რუსეთის დროს არაერთხელ დაუპატიმრებიათ.

1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებში მუშაობდა.

1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 

1937 წელს დააკავეს და შინსახკომის "ტროიკის" გადაწყვეტილებით, ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეოპროპაგანდის, აგრეთვე "შოვინისტური განწყობების"  ბრალდებით დახვრიტეს.

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973)

ფოტო: ეროვნული არქივი
სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო 15 წლის ასაკში გარიცხეს.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თსუ-ს დამფუძნებელი კომიტეტის წევრი.

1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად, იყო ამავე პრეზიდიუმის მდივანი და სამი კომისიის წევრი. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, მე-10 პედაგოგიური სასწავლებლის გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს. 

1931 წელს თსუ-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი, ცნობილი მეცნიერი გახდა, ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი.

_____

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მცირე ხანს, დაახლოებით სამი წელი იარსება. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც დაჩქარებული წესით, ბათუმში დაიბეჭდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია და ოკუპაცია მოახდინა.

Georgian
ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეანა (ოლა) სოლოღაშვილიელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძეელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძემინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე26 მაისისაქართველოს დამოუკიდებლობადამფუძნებელი კრებადამოუკიდებლობის 100 წლის თავიზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი.საქართველოს დამოუკიდებლობახატია ღოღობერიძეNews ItemPoliticsSocietyDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

ენგურჰესზე ავარია მოხდა, დაზიანების სრული მასშტაბები უცნობია

$
0
0

საქართველოს უმსხვილეს ჰიდრეოელქტროსადგურ ენგურჰესზე ღამით ავარია მოხდა. ელექტროენერგიის გენერაციის გარკვეული ტერიტორია წყალმა დატბორა. ავარიის გამო არცერთ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

ამ დროისთვის სადგურის გენერაცია შეჩერებულია, რის გამოც საქართველომ ელექტროენერგიაზე მოთხოვა იმპორტით დააბალანსა. პირველი ვიცეპრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ავარიის სრული მასშტაბები სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

"ენგურჰესის ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ. გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალია შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური კავკასიაში ყველაზე დიდია. სადგურის შემადგენლობაში შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 მეგავატი (5 აგრეგატი, თითოეული 260 მეგავატის სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 მეგავატი) და სამი 40-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესი. 

ენგურის კაშხალში არსებული წყლის მოცულობა სრული დატბორვისას 1 კუბური კილომეტრი, ანუ 1 მილიარდი ტონაა. წყალსაცავის სიგრძე 30 კილომეტრია. კაშხლის სიმაღლე 271 მეტრს, სიგრძე კი 728 მეტრს შეადგენს.

ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1.8 თეთრია.

ავარიის გამო ქვეყნის მოსახლეობას გუშინ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა.

საქართველო ახლა ელექტროენერგიას რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თუქრეთიდან იღებს.

Georgian
ენგურჰესიენერგეტიკადიმიტრი ქუმსიშვილიავარია ენგურჰესზეენგურჰესიNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text
Viewing all 4706 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>