Quantcast
Channel: Tabula - პოლიტიკა
Viewing all 4706 articles
Browse latest View live

საია: ნაზღაიძე სტიქიისას არ დაზარალებულა, ამ დროისთვის ქონება მას არ ეკუთვნოდა

$
0
0

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 13 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა, რადგან, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება იმ დროისთვის მას არ ეკუთვნოდა.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზვიად ნაზღაიძესა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის კომპენსაციასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება არსებობდა.

ამის შესახებ საუბარია საიას კვლევაში "28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება". ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქმით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

"საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების კანონთან შესაბამისობის საკითხით დაინტერესდნენ, რადგანაც, შესაძლოა ეს ფაქტი, მუნიციპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოხელეების მხრიდან, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს", - აცხადებენ საიაში.

ამ ვარაუდის საფუძველს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მათ მიერვე მომზადებული კვლევის შედეგები აძლევს. კერძოდ, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ:

  • 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ზვიად ნაზღაიძე არ წარმოადგენდა თბილისში ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეს და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე. შესაბამისად, ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს;
  • თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა - საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი;
  • არცერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას - საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა;
  • ზვიად ნაზღაიძეს უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა #5-ში მდებარე 5001 კვ.მ უძრავი ქონება;
  • სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება,მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისის მერიამ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ძმას მილიონი ლარი გადასცა. 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მერიამ თბილისის ცენტრში მეტროსადგურ უნივერსიტეტთან 515 000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი გადასცა, 130 000 კრედიტის დასაფარად, 43 000 დოლარი სხვა საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ჩაურიცხავს იმ ანგარიშზე, რომელსაც ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

თბილიის მერის განმარტებით,რუსთავი ორის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმას ბიუჯეტიდან თანხა "კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით"ჩაერიცხა.

დავით ნარმანიას მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე კიამბობს, რომ ზვიად ნაზღაიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთით ინვესტორი იყო დაინტერესებული.

Georgian
რუსთავი 2-ის საქმეზვიად ნაზღაიძენატა ნაზღაიძესაიასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციარუსთავი 2რ2რუსთავი 2-ის საქმეNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

$
0
0

საქსტატმა 2017 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, მასზე მთლიანი ექსპორტის 16.4% მოდის. მეორე ადგილზე ფეროშენადნობები იმყოფება, რომელსაც მთლიან ექსპორტში 14.8% უჭირავს. რაც შეეხება ექსპორტის მთლიან მაჩვენებელს, მან აღნიშნულ პერიოდში $355 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 27%-ით მეტია. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები - $58.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1.5%
  2. ფეროშენადნობები - $52.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 428%
  3. ღვინო - $20.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 60%
  4. მედიკამენტები - $19.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 88.6%
  5. ავტოექსპორტი - $19.3 მილიონი, წლება წინა წელთან 16%
  6. მინერალური წყლები - $15.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27.3%
  7. სპირტიანი სასმელები - $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%
  8. აზოტოვანი სასუქები - $14.1 მილიონი, კლება წინა წელთან 14%
  9. ოქრო - $11.4 მილიონი, კლება წინა წელთან 4%
  10. თხილი და კაკალი - 11.3 მილიონი, კლება წინა წელთან 46%
  11. დანარჩენი საქონელი - $117 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, მან იანვარ-თებერვალში $1 მილიარდი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. 

იანვარ-თებერვალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $712 მილიონი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 50%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე $62 მილიონით მეტია.

2016 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მატება შეიმჩნევა (ინვესტიციების სტატისტიკა უცნობია). მეორე მხრივ კი, $62 მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება. 

Georgian
ექსპორტისაგარეო ვაჭრობასაქსტატიიმპორტილარის კურსილარის გაუფასურებასაგარეო ვაჭრობაNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

ქუმსიშვილი გალარებაზე: მოლოდინი გვქონდა მეტის

$
0
0

"მოლოდინი გვქონდა მეტის", - ამბობს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სესხების გალარების პროგრამაზე, რომლის შედეგადაც $400-მილიონიანი სასესხო პორტფელიდან, არსებული მდგომარეობით, $70 მილიონის ღირებულების სესხები გალარდა. ქუმსიშვილმა გალარებაზე "საქმის კურსთან"ისაუბრა.

"დაზუსტებული ინფორმაციით 70 მლნ დოლარის სესხების გალარება მოხდა, ეს არის 5 ათასზე მეტი მსესხებელი. მოლოდინი გვქონდა მეტის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო დახმარების აქცია, რომელიც მთავრობამ თავისი ნებით გამოხატა და ამაზე ნებაყოფლობით უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მსესხებლებს, ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან კმაყოფილები ვართ. 

დარწმუნებული ვართ, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, მათ შორის ის, რომ 100 ათას ლარამდე სესხები გაიცემა ლარებში ამ მოცულობის მსესხებლებში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო და უფრო ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე", - ამბობს ქუმსიშვილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 17 მარტის მდგომარეობით გალარებული სესხების მოცულობა $70.858 მილიონია, რაც ამ სასესხო პორტფელის 17%-ია. იმის მიუხედავად, რომ პროგრამა 17 მარტს დასრულდა, მასში ჩართული პირების რაოდენობა კვირის ბოლომდე გაიზრდება, რადგანაც ბანკებს ჯერ კიდევ არ აქვთ გალარების ყველა მოთხოვნაზე კონტრაქტი გაფორმებული. 17 მარტის მდგომარეობით, გალარებულია სულ 5092 ფიზიკური პირის სესხი, მათი რაოდენობა კვირის ბოლომდე გაიზრდება.

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმ პირებს, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ლ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, პროგრამის ბენეფიციართა წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 100,000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო სესხის ნარჩენი ოდენობა - 100,000 აშშ დოლარზე მეტი. 

ეს მსესხებლები სესხის ლარში გადაყვანის სუბსიდიას მიიღებენ, მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.50-ია, გალარებისას კურსი 2.30-ში იანგარიშება. კურსებს შორის არსებული 20-თეთრიანი სხვაობა "გალარების სუბსიდიაა", მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება. თუმცა სავარაუდოდ, რადგანაც გალარება ამ სესხების მხოლოდ 15%-ს შეეხო, გალარების სუბსიდია სრულად არ დაიხარჯება. 

გალარება ეხება მსესხებლებს, ბანკებში კი ეს სესხები ისევ დოლარის სესხად რჩება. მსესხებელთა მიერ გადახდილი ლარის სანაცვლოდ ბანკები დოლარის რესურსს მიიღებენ, რასაც მათ ეროვნული ბანკი საკუთარი რეზერვებიდან მიაწვდის.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, გალარების პროგრამის მიზანია, სავალუტო სესხი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა უკეთ შეუძლია და ისინი, როგორც წესი, ფიზიკური პირები არ არიან.

Georgian
დედოლარიზაციაეროვნული ბანკისავალუტო რეზერვებიგალარებაგალარებაNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

ელისაშვილი ბესელიასთვის ჯარიმის გადახდას არ აპირებს, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

$
0
0

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას სარჩელი საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ.

ელისაშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადების უარყოფა და 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საქმე ეხება შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მასზე ზეწოლას ცდილობდნენ, რადგან პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ.

ალეკო ელისაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ "ხელისუფლებამ სასამართლო ჯიბეში ჩაისვა"და აპირებს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

"არ ვაპირებ გადახდას, რა თქმა უნდა, ღმერთმა დამიფაროს მაგ ყველაფრისგან. სასამართლომ ჩამაბაროს ოფიციალურად, დღეს რაც იბოდიალა, სამარცხვინო რაღაცები, მოსამართლე კუჭავამ, ურთმელიძის სულიერმა დამქაშმა. რომ ჩამაბარებენ, რა თქმა უნდა, სააპელაციოში გავასაჩივრებ. ჯიბეში ჩაისვა ხელისუფლებამ სასამართლო. რახან ჩემი საქმე იყო, მაგიტომ კი არა. ეკა ბესელიას ქუსლების ქვეშ არის გათელილი სასამართლო სამწუხაროდ. ხალხს უნდა აჩვენონ, რომ ვინმე "ქართული ოცნების", მათ შორის საყოველთაოდ აღიარებული მექრთამის, ბესელიას წინააღმდეგ თუ რამეს იტყვის, ისე მოექცევიან, რომ პროკურატურა არაფერს დაადასტურებს, სასამართლოში უარყოფას დააკისრებს და ვითომ მე ამით უკან დამახევინებენ. ნურას უკაცრავად, როგორც ერთი ტიპი იტყოდა. ვერც უკან დამახევინებენ და ვერც ვერაფერზე ამაღებინებენ ხელს", - ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ეკა ბესელია "ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მორალური და პოლიტიკური სახე გახდა".

"მთელი სულით და გულით ვულოცავ, როგორ დეგრადირდა ამ 5 წლის განმავლობაში ქართული ოცნება. ქართული ოცნება გახდა ეკა ბესელიას სახის მქონე - კორუფციის წუმპე. 20 500 ლარს ითხოვდა და 1000 ლარის მორალური ღირებულების არის ეკა ბესელია, სასამართლომ ასე გადაწყვიტა ყოველ შემთხვევაში. სასამართლომ ასე გადაწყვიტა ყოველ შემთხვევაში, რომ ეკა ბესელიას ღირსება და პატივი ღირს 1000 ლარი. გულდასაწყვეტი სახელმწიფოებრივად ის არის, რომ სასამართლო არ გვყავს", - ამბობს ელისაშვილი.

ეკა ბესელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება "ძალიან სასიამოვნო ამბავია"და ეს მისთვის პრინციპული იყო. დეპუტატი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი ცილისმწამებელია.

"ჩემთვის, პრინციპული იყო ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომლითაც სახელი დაერქვა უკვე მეორედ ელისაშვილს, რომ ის გახლავთ ცილისმწამებელი. ეს თქვა გამოძიებამ, მაშინ როდესაც ჩატარდა ძალიან დეტალური გამოკვლევა და ნახეთ თქვენ, რომ გამოაშკარავდა აბსოლუტურად ყველა ის სიცრუე, რომელსაც ის მიმართავდა. ახლა უკვე სასამართლომ თქვა იგივე და მას დაევალა მის საყვარელ ტელეეთერში უარყოს ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც სასამართლომ დაავალა, რომ არის უარსაყოფელი. ჩემთვის, ეს არის ძალიან პრინციპული. ჯარიმის თანხა მე მოვითხოვე ორივე მოპასუხის მიმართ 41000 ლარი. სიმბოლური ციფრია 41-თან ასოცირებული. თუმცა ვთქვი, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ჩაერიცხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. ჩემთვის პრინციპულია გადაწყვეტილება, ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტები, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც უმსგავსო, უღირს მეთოდებს მიმართავენ და არიან ცილისმწამებლები, პასუხი აგონ", - ამბობს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პოსტზე ყოფნისას მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბესელია და კობახიძე მისგან ე.წ. კოკაინის საქმის მსჯავრდებულების შესაწყალებელ სიაში ჩასმას მოითხოვდნენ, "ადამიანის ბედით ვაჭრობდნენ, პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს". ბრალდებებს უარყოფენ ბესელია და კობახიძე, მათ ელისაშვილს სასამართლოში უჩივლეს. გარდა ამისა, მათ სასამრთლოს მიმართეს ჟურნალისტ ელისო კილაძის წინააღმდეგაც, რომელიც, ასევე, ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა.

2016 წლის მარტში საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე ჩადენილ სავარაუდო კორუფციულ ფაქტზე გამოძიება დასრულდა და კორუფცია არ დადასტურდა. პროკურატურის მტკიცებით, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ მობილურში არ აღმოჩნდა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ზარები და ტექსტური შეტყობინებები.

Georgian
ე.წ. კოკაინის საქმეეკა ბესელიაალეკო ელისაშვილიე.წ. კოკაინის საქმეNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

GDS-იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიშა ფეიქრიშვილიც გადავიდა

$
0
0

GDS-იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიდევ ერთი ჟურნალისტი, მიშა ფეიქრიშვილი გადავიდა. ფეიქრიშვილს GDS-ის ეთერში წინასაარჩევნოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრები ნათია თოიძესთან ერთად მიჰყავდა, რომელიც ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავიდა სამუშაოდ.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ ტაბულას დაუდასტურა, რომ მაუწყებელზე GDS-ის 5 თანამშრომელი გადავიდა. ასევე, დაუდასტურა ინფორმაცია, რომ 20:30-ის წამყვან მაკა ცინცაძესთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გიორგი გვიმრაძის ცნობით, ეკა შონია, რომელიც GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დაგეგმვის მთავარი რედაქტორი იქნება. GDS-იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადადის ნათია თოიძეც. ნათია თოიძეს წინასაარჩევნოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრები მიჰყავდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი ახალი ამბებისა და დაგეგმვის რედაქტორი იქნება. 20:30-ის პროდიუსერები მაია ჭუჭულაშვილი და თამუნა კენკიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზეც იმავე თანამდებობას დაიკავებენ. 2030.news-ის რედაქტორი ირინა დეკანოიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის ახალი ამბების რედაქტორი იქნება.

გვიმრაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადასული თანამშრომლები, ძველ თანამშრომლებს არ ჩაანაცვლებენ.

ამასთან, GDS-ის 20:30-ის მთავარი პროდიუსერი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე. მაღლაფერიძემ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში თანამშრომლების ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირების მიზნით უნდა მოხდეს. არხის მენეჯმენტის გეგმით, უნდა დაიხუროს "არარეიტინგული გადაცემები": "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა კომპანიამ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა"ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. იმედი GDS-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასაც აპირებს.

Georgian
საზოგადოებრივი მაუწყებელიGDSმიშა ფეიქრიშვილისაზოგადოებრივი მაუწყებელიNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

მღებრიშვილი: არავინ არავის არაფერს არ უდებს

$
0
0

არავინ არავის არაფერს არ უდებს. ყველას განცხადება ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით, ემსახურება ერთ მიზანს - ეს არის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და მეტი არაფერი. არავის შვილობა, არავის პროფესია არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია, კიდევ გეუბნებით, ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, არის რეალური ფაქტები და ყველას საუბარი ე.წ ჩადებებზე, არის მხოლოდ და მხოლოდ მოგონილი.

Georgian
შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილინარკოდანაშაულიშინაგან საქმეთა მინისტრიNews ItemVerbatimPoliticsFull widthNoBefore article text

გვარამიას ცემისთვის რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

$
0
0

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემისთვის რატი გაჩეჩილაძეს სასამართლომ 3100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

მოსამართლემ გაჩეჩილაძის მხრიდან ბრალის აღიარება და ნასამართლევად არყოფნა გაითვალისწინა.

ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს რესტორან დაინინგ რუმში დაესხნენ, რა დროსაც ტვინის შერყევა მიიღო. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი თავად იყო და მარტო მოქმედებდა. მისივე თქმით, "ეს იყო რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან". თავად ლევან გაჩეჩილაძე კი თვლიდა, რომ ხელის დარტყმისთვის მისი შვილი არ უნდა დაეკავებინათ. გამოძიება შსს-მ ძალადობის მუხლით დაიწყო.

Georgian
ნიკა გვარამიაზე თავდასხმარატი გაჩეჩილაძენიკა გვარამიაზე თავდასხმაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

Forbes: ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელში $300 მილიონით შემცირდა

$
0
0

Forbes-მა 2017 წლის მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.5 მილიარდია, რაც გასული წლის რეიტინგთან შედარებით $300 მილიონით ნაკლებია.

Forbes-ის ცნობით, ამ შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შვეიცარიულ საინვესტიციო ბანკ Credit Suise-იდან ივანიშვილის პირადი ბანკირის მიერ გატარებული ფინანსური მაქინაციებია, რის შედეგადაც მილიარდერმა $100 მილიონი დაკარგა. Forbes-ის ინფორმაციით, Credit Suise-ში ივანიშვილს $1 მილიარდი აქვს განთავსებული.

2016 წლის მანძილზე ივანიშვილის ფინანსური საქმიანობიდან საჯარო ნახატების აუქციონია. გასული წლის მანძილზე ივანიშვილმა $112 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები გაყიდა. მათ შორის პიკასოს, ფრენსის ბეკონის და ლუსიან ფროიდის ნახატებიცაა. 

Forbes-ის რეიტინგში ივანიშვილის ქონება გასული წლების მანძილზე ასე გამოიყურება:

  • 2017 - $4.5 მილიარდი
  • 2016 - $4.8 მილიარდი
  • 2015 - $5.2 მილიარდი
  • 2014 - $5.2 მილიარდი
  • 2013 - $5.3 მილიარდი
  • 2012 - $6.4 მილიარდი
  • 2011 - $5.5 მილიარდი
  • 2010 - $4.8 მილიარდი
  • 2009 - $3.2 მილიარდი (გლობალური ფინანსური კრიზისი)
  • 2008 - $6.4 მილიარდი

ივანიშვილის ქონების ზუსტ შეფასებას მრავალი რამ, მათ შორის, ოფშორული კომპანიები ართულებს, დაბალი გამჭვირვალობის გამო ამ კომპანიების ღირებულების შეფასება რთულია. ასევე, როგორც Panama Papers-ის მეშვეობით ირკვევა, ივანიშვილს საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში ყველა კომპანია მითითებული არ აქვს. 

Georgian
ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილიNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

ზესტაფონში 150 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური აშენდება

$
0
0

მთავრობამ ზესტაფონის მიმდებარედ 150-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის აშენებისთვის ინვესტორი უკვე გამოავლინა. პროექტს კომპანია ჯეოკრაფტი განახორციელებს. ჯეოკრაფტთან ერთად პროექტის განხორციელებაში სახელმწიფო კომპანია "ენერგეტიკის განვითარების ფონდიც"მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ღირებულება $227 მილიონია და 50 ტურბინისგან შედგება.

პარტნიორებს შორის წილობრივი გადანაწილება შემდეგია:

  • სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი – 10 %
  • შპს ჯეოკრაფტი – 90 %

პროექტის განვითარების პირველი ფაზა მოიცავს იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის (საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 150 მეგავატი) სრულ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და შპს ჯეოკრაფტის მიერ დაარსებული საერთო საწარმო შპს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური მიმართავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად წარსადგენი კვლევების მომზადების მიზნით.

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური - ქართლის ქარის ელექტროსადგური - ექსპლოატაციაში 2016 წლის ბოლოს შევიდა. ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია და ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი Vestas-ის ტურბინისგან შედგება. 

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6.89 ცენტად. რაც დაახლოებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

სემეკის ცნობით, წელს გორის ქარის ელექტროსადგური 88 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას გამოიმუშავებს, შესაბამისად, მასში ბიუჯეტი $6 მილიონ დოლარს გადაიხდის. გამომუშავების ამ მოცულობის პირობებში, მომავალი 10 წლის მანძილზე ელექტროსადგურის დენის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან $60 მილიონი დაიხარჯება.

პროექტი $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს"ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

Georgian
ქარის ენერგიაგანახლებადი ენერგიაენერგეტიკაEBRDბიუჯეტი 2017კახა კალაძეენერგეტიკის განვითარების ფონდიგანახლებადი ენერგიაNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

კანონპროექტით, შრომის ინსპექციას კომპანიების დაჯარიმების უფლება ეზრდება

$
0
0

მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მიხედვით, შრომის ინსპექციას რიგი მიმართულებით ეზრდება უფლებები. მას ეძლევა უფლება, გაუფრთხილებლად შევიდეს კომპანიებში და შეამოწმოს ყველა ის პირობა და, მათ შორის, ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შრომის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან.

ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ კანონპროექტი ჯერჯერობით საჯარო არაა, თუმცა დამსაქმებელთა ასოციაციაში გამართული შეხვედრის შედეგად, მისი ზოგიერთი დეტალის შესახებ ხდება ცნობილი. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ბანკები და ფინანსები ავრცელებს.

ჯარიმების ოდენობა 300-დან 4000 ლარამდე განისაზღვრება. შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600-ით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1200 ლარით გულისხმობს. არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის, კანონპროექტში გათვალისწინებულია ფიზიკური პირის დაჯარიმება 1000, ხოლო იურიდიული პირისა 2000 ლარით.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და შრომის სამართლის ექსპერტი მიშა კორძახია ხელმძღვანელობდა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და იმსჯელეს იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებას.

"ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების საშუალებაც არის, რაც იდეაში კონფიდენციალურია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ რისკიანი ჩანაწერი, ანუ შესაძლებლობა არის, რომ კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია გახდეს საჯარო", - აცხადებს ლევან სილაგავა, მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი.

ცვლილებები მომზადებულია შემდეგი კანონებისთვის:
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონი
• დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი
• სამეწარეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონი
• საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
• სახალხო დამცველის შესახებ კანონი
• საჯარო სამსახურის შესახებ კანონი
• შრომის კოდექსი
• შშმპ-თა სოციალური დაცვის შესახებ კანონი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, უახლოეს პერიოდში, მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად და ამოქმედების შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს ძვრებს გამოიწვევს შრომით ურთიერთობებში. "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" ბიზნესსექტორის მიერ შეჯერებულ ერთიან პოზიციას საჯარო სტრუქტურებს სამმხრივი სოციალური დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე წარუდგენს.

Georgian
შრომის ინსპექციაშრომითი უფლებებიშრომის კოდექსიცვლილებები შრომის კოდექსშიშრომის ინსპექციაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

$
0
0

საქსტატმა 2017 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ბუნებრივი აირია. ბუნებრივ აირზე აღნიშნულ პერიოდში $1 მილიარდიანი იმპორტიდან 10.2% მოდიოდა. მეორე ადგილზე ნავთობრპოდუქცტებია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 6.6% მოდის. რაც შეეხება იმპორტის მთლიან მაჩვენებელს, მან აღნიშნულ პერიოდში $1 მილიარდი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. 

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1) ბუნებრივი აირი - $109 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25.4%. წილი მთლიან იმპორტში 10.2%. იმპორტირებული ბუნებრივი აირი მხოლოდ მოსახლოების გაზმომარაგებაზე არ იხარჯება, მისი დიდი ნაწილის მეშვეობით თბოსადგურები ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

ფოტო: Reuters

2) ნავთობი (ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი და სხვა) - $70.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%. წილი მთლიან იმპორტში 6.6%

ფოტო: Getty Images

3) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $59 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28.8%. წილი მთლიან იმპორტში 5.5%. სპილენძის მადნების იმპორტი სიმადვილეში რეექსპორტია და ის საქართველოს საზღვრებს ტოვებს.

ფოტო: Getty Images

4) მსუბუქი ავტომობილები - $57 მილიონი, კლება წინა წელთან შედარებით 13%. წილი მთლიან იმპორტში 5.4%. ავტოიმპორტის კლება სავარაუდოდ საქართველოს მთავრობის მიერ განბაჟების ტარიფების გაზრდაა.

ფოტო: flickr.com

5) მედიკამენტები - $41.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 57%. წილი მთლიან იმპორტში 3.9%.

ფოტო: NHS

6) მობილურები მათ შორის სმარტფონები - $25.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 60%. წილი მთლიან იმპორტში 2.4%.

iPhone 6ფოტო: theverge.com

7) მატარებლები - $22.5 მილიონი, (2016 წელს $0). წილი მთლიან იმპორტში 2.1%.

ფოტო: საქართველოს რკინიგზა

8) ელექტროენერგია - $17.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 59%. წილი მთლიან იმპორტში 1.6%

ფოტო: townnews.com

9) ხორბალი - $9.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%. წილი მთლიან იმპორტში 0.9%.

ფოტო: mechanization.ge

10) სიგარეტები - $9.8 მილიონი, კლება წინა წელთან 18%. წილი მთლიან იმპორტში 0.9%

ფოტო: pbs

11) სხვა დანარჩენი საქონელი $643 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8.1%

იანვარ-თებერვალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $712 მილიონი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 50%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე $62 მილიონით მეტია.

2016 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მატება შეიმჩნევა (ინვესტიციების სტატისტიკა უცნობია). მეორე მხრივ კი, $62 მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება. 

Georgian
საგარეო ვაჭრობაიმპორტიექსპორტისაქსტატილარის კურსისაგარეო ვაჭრობაNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

სტრასბურგის მოსამართლეობა იუსტიციის საბჭოს მორიგ წევრ თამარ ალანიას სურს

$
0
0

ევა გოცირიძის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგ წევრ თამარ ალანიას სტრასბურგის მოსამართლეობა სურს. მან მოსამართლეობის კანდიდატად თავი უკვე წარადგინა.

ალანიას თქმით, მას, გარდა საქართველოში მოსამართლედ მუშაობის გამოცდილებისა, სტრასბურგის სასამართლოში იურისტად აქვს ნამუშევარი.

როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ წარდგენილი 3 კანდიდატი: ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი და ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისმა კომიტეტმა ჩააგდო და სხვა პრეტენდენტები მოითხოვა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ ახალი კონკურსი გამოაცხადა.

თამარ ალანიამ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა დღეს კომენტარი. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლოს აქვს შეჩერებული.

ალანია ასევე თვლიდა, რომ მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე გახდა იუსტიციის საბჭოს მდივანი, სასამართლოს ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხმა აიწია.

 

ასევე ნახეთ >> რატომ შეიცვალა ევრომოსამართლეობის მსურველების რეგისტრაციის თარიღი?

Georgian
სტრასბურგის სასამართლოთამარ ალანიასტრასბურგის სასამართლოNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

ბანკის ლიცენზიისთვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნა 50 მილიონ ლარამდე იზრდება

$
0
0

12 მილიონი ლარი არის კაპიტალის ის მინიმალური მოთხოვნა, რაც საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ლიცენზიის დასაკმაყოფილებლად მინიმუმ უნდა იქონიონ. 2018 წლის ბოლოდან კი ქვეყანაში კაპიტალის მოთხოვნები რამდენჯერმე გაიზრდება და 50 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საბანკო ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლა გართულდება.

ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდაზე განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გაააკეთა. მისი თქმით, ცვლილებები ბაზელ III-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმდინარეობს, კაპიტალის მოთხოვნის ზრდა კი ეტაპობრივად მოხდება, რათა ბანკებს მის დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა ჰქონდეთ.

ბაზელ III გლობალური ნებაყოფლობითი საბანკო რეგულაციების ერთობლიობაა, რომელიც საბაზრო ლიკვიდობას, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებსა და ლევერიჯის (საკუთარსა და ნასესხებ სახსრებს შორის თანაფარდობის მაჩვენებელი, რომელიც ადგენს ფირმის მთელ საინვესტიციო კაპიტალში საინვესტიციო დავალიანების წილს) გონივრული ნიშნულის დადგენას მოიცავს. ბაზელ III მიზნად საბანკო სექტორის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდას ისახავს. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკიდან 3 ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ სილქროუდ ბანკს, ფინკა ბანკსა და ზირაათ ბანკს არ აქვთ 50-მილიონიანი კაპიტალი.

ამ ბანკებმა იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებს უპასუხონ, მომდევნო წლის მანძილზე საკუთარი კაპიტალი უნდა გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიას დაკარგავენ. ახალი რეგულაციის დასაკმაყოფილებლად ამ ბანკებმა მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსები უნდა დახარჯონ, უცნობია, თუ რა ეფექტი ექნება ამას მათი საბანკო პროდუქტების ღირებულებაზე.

Georgian
ეროვნული ბანკიკომერციული ბანკებიკობა გვენეტაძეფინანსებიფინანსებიNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

ენმ: ბოლნისში რუსულნომრიან მანქანებს, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკა გადააქვთ

$
0
0

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ამ წუთებში ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ბრიფინგი პარტიის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გამართა. მისი თქმით, ტვირთი, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით მიდის.

"გვინდა, მივმართოთ, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასწრაფოდ გამოკვლიონ, თუ რა დანიშნულების არის ეს ტვირთი. იმიტომ, რომ ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთას იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს, უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა.

ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და ვფიქრობ, აუცილებელია ამ საკითხის იქ დაყენება. ტვირთი გადაადგილდება, სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ. როგორც მცოდნე ადამიანები მეუბნებიან, დიდი ალბათობით, ეს არის სამხედრო ტექნიკა, ე.წ. ბუკის დანადგარი", - თქვა წიკლაურმა.

Georgian
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაერთიანი ნაციონალური მოძრაობაNews ItemVideoPoliticsFull widthNoBefore article text

თავდაცვის სამინისტრო: ენმ-ის ინფორმაცია რუსული ტექნიკის გადაადგილებაზე სიცრუეა

$
0
0

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლნისში რუსული სამხედრო ტექნიკა, სავარაუდოდ, სომხეთისკენ გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების ცნობით, ეს არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა იყო.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა.

თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა",- აცხადებს უწყება.

Georgian
ერთიანი ნაციონალური მოძრაობათავდაცვის სამინისტროერთიანი ნაციონალური მოძრაობაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

ნახეთ, ვინ არ ესწრება უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას

$
0
0

ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ქუთაისში ჩანიშნული სესიის მიზეზით არ დაესწრებიან პარლამენტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ პლენარულ სხდომას, სადაც მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს, ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდა და ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური ასრულებდა მის მოვალეობას.

საქართველოში არყოფნის მიზეზით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრებიან საგარეო, შინაგან საქმეთა მინისტრები და სუს-ის ხელმძღვანელი.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი საბჭოს სხდომაზე მივა.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე დაიწყება.

 

ასევე ნახეთ >> რა საკითხებზე იმსჯელებენ ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე

Georgian
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაპრეზიდენტიეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა

$
0
0

ლონდონში ბრიტანეთის პარლამენტი შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 40 ადამიანი, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ინფორმაცია ბრიტანეთის პოლიციამ სულ ცოტა ხნის წინ შეასწორა. დაღუპულთა შორის არიან 40 წლის ქალი, 50 წლის მამაკაცი, პოლიციელი და თავად თავდამსხმელი.

თავდამსხმელი ნაცრისფერ Hyundai i40-ს მართავდა, რომლითაც პარლამენტის შენობასთან, ვესტმინსტერის ხიდზე მოსიარულე ადამიანებს დაეჯახა. დაჯახების შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ათობით მოქალაქე კი დაშავდა. შემდეგ მანქანა პარლამენტთან მდებარე ერთ-ერთს გალავანს შეეჯახა და მანქანიდან გადმოსული, დანით შეიარაღებული თავდამსხმელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა, სადაც მან ერთ-ერთი პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრა. ამის შემდეგ, მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და ადგილზევე მოკლა.

The Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი აბუ იზადინი იყო, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა, რადგან იზადინი ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით ციხეში ზის.

ლონდონის საქალაქო პოლიციის ცნობით, ტერაქტის უკან ერთი ადამიანი იდგა.

გუშინდელ ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ექვს მისამართზე ჩხრეკა უკვე ჩაატარა და შვიდი პირი დააკავა.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ მომხდარი თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებზე დარტყმად შეაფასა.

მეის მომხდართან დაკავშირებით გუშინვე ესაუბრა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც მომხდარი დაგმო.

მომხდარი დაგმო ფრანსუა ოლანდმაც, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატიცისცემის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს. ანგელა მერკელმა და იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ მწუხარება გამოთქვეს და მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

დღეს პარლამენტის შენობაზე ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა დაეშვება.

Georgian
ბრიტანეთის პარლამენტთან თავდასხმადიდი ბრიტანეთილონდონიტერორიზმიტერაქტიტერეზა მეიდონალდ ტრამპიფრანსუა ოლანდიანგელა მერკელილონდონის ტერაქტიNews ItemPoliticsWorldFull widthNoBefore article text

ქართულ სუფრას/პურობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

$
0
0

ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ამის შესახებ ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

"მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)", - წერია ბრძანებაში, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

 

Georgian
სუფრაკულტურული მემკვიდრეობაქართული სუფრაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

ალავიძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროც სავარაუდოდ ახალ შენობაში გადავა

$
0
0

"სავარაუდოდ, ჩვენც მოგვიწევს გადასვლა", - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროების ერთიან სივრცეში, ორთაჭალის ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებს. ალავიძის თქმით, თუ ახალი შენობა ენერგოეფექტური იქნება, ამაში საქართველოს ევროკავშირის გრანტის მიღებაც შეეძლება. 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, თბილისში მრავალი სამინისტროს ადგილზე უმჯობესია, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იდეგს. "ვთვლი, რომ ეს არის ხარჯების ოპტიმიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს გახარია. ამ განცხადების მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი პროექტის სავარაუდო ღირებულებას არ ასახელებს.

პროექტის ფინანსური ნაწილი:

პროექტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მთავრობის მეთაურს არ უთქვამს, თუ რა დაჯდება სამთავრობო ქალაქის აშენება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, ამ პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული არაა. პროექტის დაფინანსება შესაძლოა, არსებული სამინისტროების შენობების პრივატიზაციით მოხდეს.

ორთაჭალაში, დღეის მდგომარეობით, სამი სამინისტროა განთავსებული, ესენია: ფინანსთა, გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც ნაქირავებ ოფისშია, ეკონომიკის სამინისტროა. ის თბილისის ცენტრში შენობას ქირაობს. ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა კი გასხვისებულია.

Georgian
ზურაბ ალავიძეგიორგი გახარიაგიორგი კვირიკაშვილიეკონომიკის სამინისტროინფრასტრუქტურის სამინისტროსამთავრობო ქალაქიNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

ომბუდსმენი: 2016 წელს სამუშაოს შესრულებისას 53 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 85

$
0
0

შსს-ს მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას 53 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 85. ომბუდსმენი იხსენებს ბოლო დროს მუშების დაღუპვის შემთხვევებს და ფიქრობს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 15 მარტს თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა მუშა, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა. 2017 წლის 21 მარტს, ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული შემთხვევების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

შსს-ს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაში წერია, სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა პარლამენტს და მთავრობას, რომ აუცილებელია, შეიქმნას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და განხორციელდეს მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას, თუმცა, სახელმწიფოს არავითარი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა შემთხვევების ნაწილი მაინც.

"იმის მიუხედავად, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია, სახელმწიფო ამ ტრაგიკული შემთხვევების პრევენციის მიზნით მაინც არ დგამს ქმედით ნაბიჯებს და არ ქმნის კონტროლის ეფექტური მექანიზმებით აღჭურვილ შრომის ინსპექციას. სახელმწიფოს რეაგირება შემოიფარგლება მხოლოდ ფატალური შედეგის დადგომის შემდეგ პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. ამ შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პრევენციას. პრევენციის პოლიტიკის გარეშე კი მსგავსი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება", - წერია განცხადებაში.

ომბუდსმენის მოსაზრებით, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სამშენებლო კომპანიებს, არამედ სახელმწიფოსაც ეკისრება. "საჭიროა, შეიქმნას შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო - შრომის ინსპექცია და მათი დარღვევისთვის შესაბამისი სანქციები განისაზღვროს", - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ ქვეყანაში უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველსაყოფად.

Georgian
ომბუდსმენისამუშაო პირობებიომბუდსმენიNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text
Viewing all 4706 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>