Quantcast
Channel: Tabula - პოლიტიკა
Viewing all 4706 articles
Browse latest View live

კრიტიკის მიუხედავად, უნივერსიტეტების ავტორიზაციის გადავადება კვლავ იგეგემება

$
0
0

კანონპროექტისგანხილვა, რომელიც უნივერისტეტებისთვის ავტორიზაციის გადავადებას ითვალისწინებს, არ შეჩერდება. ამის შესახებ თავად ავტორმა, მარიამ ჯაშმა მას შემდეგ განაცხადა, რაც უნივერსიტეტების რექტორებს და უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტების ნაწილს შეხვდა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძეც. ის დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს მართებული არ იქნება.

"არის უნივერსიტეტები, რომლებმაც ვერ მიიღეს ავტორიზაცია და შეცვალეს სტატუსი, ანუ ეს არის უსამართლო მათ მიმართ. უსამართლოა იმათ მიმართაც, რომლებმაც მიიღეს ავტორიზაცია და დიდი ენერგია და დიდი დრო დახარჯეს. გარდა ამისა, პროცესის რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს, თუნდაც წლის ბოლომდე, პირველი ტალღა ამ ავტორიზაციის უნდა დასრულდეს, რომ ჩვენ მივიღოთ მონაცემები, დავამუშაოთ და მიხვდეთ სად არის ხარვეზები. ასევე, მართალია აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით ამას გავლენა არ აქვს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამას გავლენები ექნება, რადგან ძალიან რთულია დაარწმუნო კოლეგა ექსპერტები, რატომ იწყება რაღაც პროცესი და მერე უცებ წყდება", - ამბობს დავით აფრასიძე და აღნიშნავს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და ამ შემთხვევაში საბჭოს სახელით არ საუბრობს.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ რექტორების უმეტესობა დაგეგმილ ცვლილებებს ეთანხმება, მიუხედავად იმისა, ეხებათ მათ ეს თუ არა. ისინი ამბობენ, რომ ავტორიზაციის პროცესი არის სტრესული და დროის გაზრდა სასურველია. თუმცა გაჩნდა ახალი ინიციატივა - ვადა გაზარდოთ იმ უნივერსიტეტებს, რომლებმაც ავტორიზაცია უკვე მიიღეს.

თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვატო ლეჟავა ტაბულასთანამბობს, რომ ავტორიზაციის პროცესში არის ხარვეზები, რომელსაც შეიძლება ადამიანი ხედავდეს ობიექტურადაც ნეპოტიზმის გამო და ცვლილება საჭიროა.

"თავისუფალმა უნივერსიტეტმა სრულად დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა და ეს პრობლემა არ დგას, ამიტომ შეიძლება, არ უნდა გვაღელვებდესეს საკითხი. მაგრამ რადგან ვხედავთ, რომ როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების დროს იყო და არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, არ ვუსურვებ არც ერთ უნივერსიტეტს ასეთ პროცესში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში არჩევანის უფლება და ალტერნატივები ყველაზე კარგი გამოსავალია. რადგან ხარვეზებს ვხედავ, მგონია, რომ ეს [კანონპროექტი] არის რეაქცია ამ ხარვეზებზე. ბევრი რამე შეიძლება არსებობდეს, ამ ხარვეზებს ადამიანი ნეპოტიზმის გამო ხედავს თუ ობიექტურობის გამო... სუბიექტურად რომ შევხედოთ, მე ამ პროცესის მიმართ ნეიტრალური უნდა ვიყო, მაგრამ რადგან ვხედავ ხარვეზებს, არ ვარ და მგონია, რომ ასეთი რეაქცია ყველაზე სწორი იქნება", - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება კონკრეტულად ხარვეზებს, ვატო ლეჟავა ამბობს, რომ სისტემა ზოგადად გადასახედია.

"გარკვეულ დროს განათლების სამინისტროს ჰქონდა სურვილი, რომ ეს პროცესები ყოფილიყო სადამსჯელო. გამოცხადებული იყო უნივერსიტეტების "სწორი" რაოდენობა. არადა, თვითონ პროცესი იმას გულისხმობს, რომ უნივერსიტეტი იმდენი უნდა იყოს, რამდენიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და არა მინისტრის ან თუნდაც პრემიერმინისტრისმიერ განსაზღვრული. კიდევ უფრო ფუნდამენტურად რომ შევხედოთ, მე მგონია, რომ საერთოდ გადასახედია ეს სისტემა, მაგრამ ამ თემაზე არ არის ახლა საუბარი. ახლა საუბარია იმაზე, რომ მეტი დრო, ალტერნატივა და მოქნილობა მიეცეთ უნივერსიტეტებს, რასაც მე ვერაფრით შევეწინააღმდეგებიმინიმუმ და მაქსიმუმ, მხარი მინდა დავუჭირო", - ამბობს ლეჟავა.

ცვლილებებს ეთანხმება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორიც, რომელსაც მიმდინარე წელს სტუდენტების მიღება შეეზღუდა და რომელსაც კანონპროექტი არ შეეხება.

"ეს პროცესი არის ძალიან დამღლელი, არის ძალიან ბევრი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულონ. ამისთვის ერთი წელი საკმარისი არ არის, ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში დამატებითი დროის მიცემა არ არის ცუდი აზრი. რა თქმა უნდა, მეც მაქვს შეგრძნება, რომ არათანაბარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დღესაც ითქვა, რომ ბევრი ხარვეზია პროცესში და არსებულ ხარვეზებში გადის ჩვენი საქმეც", - ამბობს ილიას ჩილოღლუ.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია ჰქონდათ არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. მეტიც, ცვლილებების თანაავტორი, გია ჟორჟოლიანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. კრიტიკულადაა განწყობილი ნუკრი ქანთარიაც, რომელიც იხსენებს, რომ გასულ წელს სახელოვნებო სასწავლებლების ხელშეწყობა ითხოვა, თუმცა უარი იმ არგუმენტით მიიღო, რომ ყველა უნივერსიტეტი თანაბარ პოზიციაში უნდა იყოს.

უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. მარიამ ჯაშმა ეს ექსპერტების დიდი რაოდენობით ახსნა და განმარტა, რომ შეხვედრა ღია იყო და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ირინე დარჩიამ, რომელიც კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და გავრცელებული კრიტიკული განცხადებისხელმომწერიცაა, თავისი აზრი შეხვედრაზეც დააფიქსირა. რაც შეეხება რექტორების პოზიციას, განათლების ექსპერტი ამბობს, რომ ეს ბუნებრივია, რადგან ისინი დაინტერესებული პირები არიან და არა ობიექტური შემფასებლები.

"კომიტეტი აზრს ეკითხება რექტორებს, რომლებიც არიან მხარე. ისინი არიან დაინტერესებული, ინტერესთა კონფლიქტია. რა თქმა უნდა, ყველა რექტორი გეტყვის, რომ ურჩევნია შეამოწმონ არა ხვალ, არამედ ზეგ და არა რთული, არამედ მარტივი სტანდარტით. მაგრამ ჩვენ რა გვინდა, სახელმწიფოს რა უნდა?", - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, კანონპროექტი არ არის კარგად არგუმენტირებული და ამ ცვლილებების საჭიროება არ არსებობს. გარდა ამისა, დარჩია აღნიშნავს,  რომ არ იქნა გათვალისწინებული ის რისკები და საფრთხეები, რაც შეიძლება ავტორიზაციის გადავადებას მოჰყვეს.

კერძოდ, საუბარია ქართული დიპლომების საერთაშორისო აღიარებაზე. განათლების რეფორმის ექსპერტის განმარტებით, ამის ერთ-ერთი ინდიკატორი არის ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ასოციაციის, ENQA-სწევრობა. თუმცა ამის წინაპირობა არის ავტორიზაციის ისეთი სტანდარტი, რომელიც ევროპულ სტანდარტთან იქნება შესაბამისობაში. ირინე დარჩია ამბობს, რომ საქართველოს უკვე აქვს ასეთი სტანდარტი დამტკიცებული და არსებობს ევროპელი ექსპერტების დასკვნაც.

"როცა ჩვენ პროცესს დროებით ვაჩერებთ რამდენიმე უნივერსიტეტის გამო, რომლებსაც დრო არ ეყო, ამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ENQA-შიგაწევრიანებას, ანუ საქართველოს დაახლოებას ევროპულ ხარისხთან და სტანდარტთან", - აღნიშნავს ის.

გარდა ამისა, ირინე დარჩია ამბობს, რომ ავტორიზაციის ახალი სტანდარტით პროცესის გავლა მიმდინარე წელს 14-მა უნივერსიტეტმა შეძლო, ზოგმა მეტი და ზოგმა ნაკლები რეკომენდაციით, თუმცა სტანდარტი დაძლევადიადა გაუგებარია, რატომ უნდა შეჩერდეს.

"თუ ამ უნივერსიტეტებმა, რომელთა შორისაც არის როგორც დიდი სახელმწიფო, ისე პატარა კერძო და რეგიონული დაწესებულებები, შეძლეს სტანდარტის დაკმაყოფილება, ე.ი., ეს სტანდარტი დაძლევადი, მოსწრებადიდა გაკეთებადია. და ის, რაც არის მოსწრებადიდა გაკეთებადი, რატომ უნდა შევაჩეროთ და გვჭირდება იმ უნივერსიტეტების ხელშეწყობა, რომლებიც ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ? ამ შემთხვევაში ირღვევა სტუდენტების უფლებები. კომიტეტი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სტუდენტებმა ისწავლონ იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც სტანდარტს აკმაყოფილებენ და თუ რომელიმე არ აკმაყოფილებს, ამის გამო სისტემის გაჩერება და გარკვეულ სტრუქტურებში გაწევრიანების საფრთხის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია", - ამბობს განათლების რეფორმის ექსპერტი.

ირინე დარჩია ასევე აღნიშნავს, რომ უნდა გაიმიჯნოს თავად ავტორიზაციის სტანდარტი და მისი შესრულების პროცესი. ექსპერტის თქმით, თუ გვინდა ევროპული სტანდარტი, არსებულზე უკეთესი ვერ გვექნება. რაც შეეხება შესრულებას, დარჩია ამბობს, რომ პროცესში ხარვეზები ნამდვილად იყო, მაგრამ ამას მენეჯმენტის პროცესში ცვლილებები სჭირდება და არა ავტორიზაციის სტანდარტების მოქმედების შეჩერება.

"საინტერესოა ის, 2009 წელსაც იყო აკრედიტაციის ცენტრის ENQA-შიგაწევრიანების მცდელობა, თუმცა ვერ გაწევრიანდა. დღეს ამის რეალური შანსი არსებობს, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი  მონაპოვარია და არ მესმის კომიტეტს რატომ მიაქვს უკან თავისივე პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი განათლების პოლიტიკის სფეროში”, - აღნიშნავს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი.

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი, მარიამ ჯაში ამბობს, რომ კრიტიკული შეკითხვები ჯანსაღი პროცესია. გარდა ამისა, დეპუტატი იზიარებს იმ პოზიციას, რომ იმ უნივერსიტეტებისთვის, ვინ წელს უკვე გაიარა ავტორიზაცია, თანაბარი პირობები უნდა შეიქმნას, თუმცა უცნობია ექნებათ თუ არა შეღავათი დაწესებულებებს, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია.

"მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ დამაბალანსებელი ფაქტორი უნდა შემოვიტანოთ, რათა წარმატებით ავტორიზაცია გავლილი უნივერისტეტებისთვის იყოს ასევე თანაბარი პირობები, მათ შეეძლებათ დამატებით საკომპენსაციო ფაქტორი მიენიჭოთ. თუმცა ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას. კანონპროექტის განხილვის შეჩერება არ მოხდება, ხოლო გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს შესაბამის დროს, იქნება საერთო მსჯელობის და არგუმენტაციებისშეჯერების საფუძველზე", - ამბობს ჯაში.

ის კანონპროექტის მომზადებას ავტორიზაციის პროცესში არსებულ ხარვეზებს უკავშირებს და ნეპოტიზმთან დაკავშირებით ეჭვებს არ ადასტურებს. გარდა ამისა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში სამინისტრო აუდიტს გეგმავს.

"ამის მიზანია განათლების ხარისხის სამსახურში განხორციელებული პროცესების შესწავლა, რომელიც აპრიორი კრიტიკულ შეფასებას არ გულისხმობს და გულისხმობს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეების და შესაძლო ხარვეზების გამოვლენას. ავტორიზაციის პროცესში იმდენად ბევრი ხარვეზი იკვეთება, იმდენად დიდი იყო სუბიექტივიზმისფაქტორი, რომელსაც ასახელებენ არამხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია, არამედ წარმატებით ავტორიზაცია გავლილი უნივერსიტეტების მხრიდან ფიქსირდება ანალოგიური შეფასებები, რომ აუცილებელია ამ პროცესის სრულფასოვანი შეფასება და შესაბამისი რეგულაციების მიღება", - აღნიშნავს დეპუტატი.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში"მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც უნივერსიტეტების ნაწილს ავტორიზაციას 2020 წლამდე გადაუვადებს. აღმოჩნდა, რომ ცვლილება მომგებიანია მათ შორის ისეთი სასწავლებლებისთვის, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობის პირებს უკავშირდება.

პირველ რიგში, მიუთითებენ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშზე, რომელიც ამ კანონპროექტის ავტორია სამ სხვა დეპუტატთან ერთად. თუმცა, ერთი მათგანი მისივე ინიცირებული კანონის მხარდაჭერაზე უკვე უარს ამბობს, ორის კომენტარიდან კი ირკვევა, რომ ცვლილებების ინიციატორი რეალურად მხოლოდ მარიამ ჯაშია. გარდა ამისა, ავტორიზაციის პროცესში ჩართული პირები ჯაშის მხრიდან წარსულში სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის "პრობლემების მოგვარების" მცდელობაზეც საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაციის საბჭო როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე სახელმწიფო ორგანოებისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ავტორიზაციის პროცესზე პოლიტიკური ზეგავლენის გამო ბოლო წლებში არაერთი უნივერსიტეტის შემთხვევა მოექცა ყურადღების ცენტრში.

კანონში დაგეგმილი ცვლილება შეეხება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით ან გაუვიდათ 2018-2019 წლებში და მათთან დაკავშირებით საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

კანონპროექტის ავტორები დაჩქარებულ განხილვას ითხოვდნენ, თუმცა კომიტეტზე მოსმენის შემდეგ ოპოზიციამ ნეპოტიზმზე დაიწყო საუბარი. მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები და ცვლილებების განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის პირობების შეცვლას ემხრობა განათლების ახალი მინისტრი. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და სხვა თანამდებობის პირების გათავისუფლების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა თქვა ისიც, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესები დახვეწას საჭიროებს. მარიამ ჯაშის კანონპროექტის შესახებ სამინისტრო რომ საქმის კურსში იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ კომიტეტის სხდომაზე ინიციატორ გენადი მარგველაშვილთან ერთად, ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს უწყების წარმომადგენელიც პასუხობდა.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებმა, რომლებიც უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას დაუშვებლად მიიჩნევენ. მათი თქმით, კანონპროექტი აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უნივერსიტეტების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება.

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ, ოქტომბერში განიხილავს.

Georgian
განათლებაუმაღლესი განათლებამარიამ ჯაშიირინე დარჩიავატო ლეჟავაილიას ჩილოღლუავტორიზაციაუნივერსიტეტების ავტორიზაციაგანათლებაNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

$
0
0

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი შესრულდა. 27 სექტემბერს საქართველოში ტრადიციულად ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნება - პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაეშვა, საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კი, აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, სეპარატისტების შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.

საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.

27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.

სოხუმის დაცემის მოლოდინში მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი საზღვაო გზით დატოვა, ძირითადი ნაწილი კი კოდორის ხეობის მიმართულებით დაიძრა, სადაც ასეულობით დევნილი სიცივითა და შიმშილით დაიღუპა.

სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს. მათ მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტის ისევ მოუგვარებლად რჩება. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტური რეჟიმი დღემდე უარს აცხადებს დევნილების დაბრუნებაზე.

Georgian
სოხუმის დაცემის დღეაფხაზეთირუსული ოკუპაციასოხუმის დაცემის დღეNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

სალომე ზურაბიშვილს 92 შემომწირველიდან, 84-მა სიმბოლური 30 თეთრი გადაურიცხა

$
0
0

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 5-25 სექტემბრის პერიოდში, 84-მა მოქალაქემ 30 თეთრი გადაურიცხა. ამ პერიოდში, სალომე ზურაბიშვილს სულ 92 შემომწირველი ჰყავდა. კამპანიის - "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" - ფარგლებში, მოქალაქეები ზურაბიშვილს სიმბოლურ 30 თეთრს 14 სექტემბრიდან ურიცხავდნენ.

დარჩენილი 8 შემომწირველიდან, ერთმა სალომე ზურაბიშვილს ასევე სიმბოლური 5 თეთრი გადაურიცხა. 

პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია თავად პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა თავის Facebook-გვერდზე გაასაჯაროვა.

სალომე ზურაბიშვილის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (50 000 - 50 000 ლარი) ბიზნესმენები ვახტანგ ლაღიძე და დავით თოფურიძე არიან. 

ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის, თუმცა, მას მხარს მმართველი პარტია, ქართული ოცნება უჭერს. 

საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს 28 ოქტომბერს აირჩევს. 

Georgian
არჩევნები 2018პოლიტიკური შემოწირულებასალომე ზურაბიშვილიარჩევნები 2018News ItemPoliticsFull widthNoBefore article text

აგვისტოში ეკონომიკური ზრდა 2%-მდე დაეცა

$
0
0

საქსტატმა დღეს 2018 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, ამ თვეში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. ეს 2018 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელია. შედეგად 2018 წლის რვა თვის ეკონომიკური ზრდა 4.8%-ს შეადგენს.

თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდა ასე გამოიყურება:

  • იანვარი - 4.4%
  • თებერვალი - 5.5%
  • მარტი - 5.6%
  • აპრილი - 6.5%
  • მაისი - 7.5%
  • ივნისი - 4%
  • აგვისტო - 2%
  • საშუალო - 4.8%

ეკონომიკური ზრდის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვის შემცირებულმა ზრდამ. აგვისტოსში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 6.1 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სხვა თვეებში დღგ-ს ბრუნვის ზრდა საშუალოდ 14%-ს მაინც შეადგენდა. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის ეკონომიკის კონრეტულ სექტორებში არსებულ ზრდებს განცალკევებულად არ ასახავს, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია ეკონომიკის რომელ სექტორებში შემცირდა ზრდა. 

ფოტო: საქსტატი

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენდა. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

Georgian
ეკონომიკური ზრდასაქსტატისაქართველოს ეკონომიკაეკონომიკური ზრდაNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

ლარის გაუფასურების მიუხედავად, სებ-მა სავალუტო ინტერვენციით $10 მილიონი შეისყიდა

$
0
0

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა ლარის გაუფასურების მიუხედავად, სავალუტო რეზერვების გაყიდვის ნაცვლად მათი შესყიდვა ამჯობინა და ბაზრიდან $10 მილიონი ამოიღო. გარიგებაზე დამდგარი კურსი დოლართან მიმართებით 2.61 ლარია.

ეს 2018 წლის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში ეროვნულმა ბანკმა $102.5 მილიონი შეისყიდა.

$10 მილიონის შესყიდვის მიუხედავად, დღეს კურსი დოლართან მიმართებით 0.4 თეთრით გამყარდა, რომ არა ინტერვენცია, ის კიდევ უფრო მეტად გამყარდებოდა. 

ეროვნული ბანკის განმარტებით ისინი ინტერვენციებს საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებისთვის აკეთებენ, რომელიც 2014-2015 წლებში ლარის გაუფასურების გამო შემცირდა. თუმცა, მაშინ, როდესაც კურსი უფასურდება ბაზრიდან დამატებითი მოცულობის უცხოური ვალუტის შესყიდვამ შესაძლოა ის კიდევ უფრო მეტად გააუფასუროს. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ინტერვენციები მოხდება ისე, რომ კურსის ძირითადი მიმართულება უცვლელი დარჩეს. 

"ეროვნული ბანკი ასეთ ინტერვენციას აუცილებლად განახორციელებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეივსოს. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა,"- ამბობს გვენეტაძე.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ამ დროისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.9 მილიარდია. საქართველოს რეზერვების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ფასიან ქაღალდებშია განთავსებული. 

Georgian
ლარის გაუფასურებაეროვნული ბანკიკობა გვენეტაძესავალუტო რეზერვებილარის გაუფასურებაNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

კახა კალაძე ეთანხმება "გირჩის"ინიციატივას, აიკრძალოს "ჭუჭუს წელვა" 1 სმ-ზე მეტ მანძილზე

$
0
0

თბილისის მერი კახა კალაძე ეთანხმება "გირჩის"ინიციატივას, "კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე". კალაძე ამ კონტექსტში საია-ს მიერ ცესკოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, 27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან, რაც შესაძლოა, კანონიდან გადაცდომა - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს.

"თქვენს დასმულ შეკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეასვეთანხმები. მინდა მხარი დავუჭირო მას. წაიკითხეთ, რაც "ჯაფარამ"დაწერა. მე მას ნამდვილად ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში",- თქვა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

"ჭუჭუს წელვის"აკრძალვის შესახებ გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ორი დღის წინ დაწერა.

“დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ, კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია.

ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ, კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი.

საპატრიარქო ითხოვს, კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია.

გირჩი ითხოვს, კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე, და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არყოფნის პირობებში"- ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

Georgian
არჩევნები 2018საქართველოს კონსტიტუციაკახა კალაძესაიასალომე ზურაბიშვილიგირჩიარჩევნები 2018კახა კალაძე ეთანხმება "გირჩის" ინიციატივას, აიკრძალოს "ჭუჭუს წელვა" 1 სმ-ზე მეტ მანძილზეNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

ლობირებდა თუ არა უნივერსიტეტებს მარიამ ჯაში - დეპუტატის პასუხები

$
0
0

მას შემდეგ, რაც მარიამ ჯაშმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც უნივერსიტეტების ნაწილს ავტორიზაციას 2020 წლამდე გადაუვადებს, კითხვები გაჩნდა სავარაუდო პროტექციონიზმთან დაკავშირებითაც. საქმე იმაშია, რომ როგორც აღმოჩნდა, ცვლილება მომგებიანია მათ შორის ისეთი სასწავლებლებისთვის, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობის პირებს უკავშირდება.

ტაბულას ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭომ ორ უნივერსიტეტზე მკვეთრად უარყოფითი დასკვნა გასცა, რაც ავტორიზაციის შეჩერების საფუძველია. სხდომა, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, 16 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ამ უნივერსიტეტების მოთხოვნით გადაიდო. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებაც, რომელიც შეეხება იმ დაწესებულებებსაც, რომლებზეც დასკვნა უკვე მომზადდა, მაგრამ ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ასეთი ამ ეტაპზე სამია, მათგან ორს უარყოფითი დასკვნა აქვს. ესენია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, რომლის ადმინისტრაციის უფროსი დაგეგმილი ცვლილებების ავტორისა და ინიციატორის, მარიამ ჯაშის ბიძა, მამიდის ქმარი გაიოზ ნადირაშვილია. ხოლო მეორე - ევრორეგიონული სასწავლო, იგივე სუხიშვილის უნივერსიტეტია, რომლის რექტორი და 20%-იანი წილის მფლობელი, სოფიო სუხიშვილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მფლობელობაში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია. მისი და, ეკატერინე სუხიშვილი კი გორის მერის მოადგილეა და ის ასევე ფლობს უნივერსიტეტის 20%-იან წილს.

გარდა ამისა, ავტორიზაციის პროცესში ჩართული პირები ჯაშის მხრიდან წარსულში სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის "პრობლემების მოგვარების" მცდელობაზეც საუბრობენ. მათ შორისაა სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი "ჰიპოკრატე", რომელიც სწორედ ავტორიზაციის პირობების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ დაიხურა და რომლის დამფუძნებელი ჯაშის დედის ახლობელია. უნივერსიტეტთან დაკავშირებით ჯაში სატელეფონო ზარის შესახებ საუბრობს ლიკა ღლონტი - ის ექსპერტი, ვინც სასწავლებელი შეამოწმა, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი.

ტაბულა ესაუბრა მარიამ ჯაშს, რომელიც ამბობს, რომ "ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი დედამისის კოლეგაა და შესაძლოა, ერთხელ ან ორჯერ თვითონაც შეხვედრია, თუმცა პირადად არ იცნობს.

დეპუტატი სატელეფონო ზარებს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ ინფორმაციის დაზუსტება იყო. მისი თქმით, ამ პერიოდში ბევრი კითხვა გაჩნდა, ხომ არ მოხდებოდა უნივერსიტეტების ხელოვნურად დახურვა და რადგან "ჰიპოკრატე" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ავტორიზაციის პროცესს გადიოდა, ამიტომაც გადაწყვიტა ინფორმაციის დაზუსტება.

"როცა იწყებოდა ავტორიზაციის პროცესი, საზოგადოებაში იყო გარკვეული შეშფოთება და შიში, რომ უნივერსიტეტების ხელოვნურად დაკეტვის პროცესი დაიწყო, რომ ავტორიზაციის შედეგად უნდა დარჩენილიყო 27 ან 30 უნივერსიტეტი. ბუნებრივია, ჩნდებოდა კითხვა, როგორ მოხდებოდა უნივერსიტეტების ხელოვნურად დაკეტვა. ჰიპოკრატე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ პროცესს გადიოდა. როცა მე დღის ბოლოს ქალბატონ ლიკას [ღლონტი] ვესაუბრე და მან დამიდასტურა, რომ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ დასახურია, უნდა დაიხუროს. მე ქალბატონ ლიკასთან ერთად მიმუშავია ერთ-ერთ კომისიაში, მე მას ვიცნობდი და ეს იყო კოლეგიალური ზარი, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა აღნიშნული პროცესის ობიექტურობა და დამატებითი ინფორმაცია მიმეღო", - აღნიშნავს ის.

ტაბულას კითხვას, როცა ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით მიიღო კონკრეტული პასუხი, რატომ დაურეკა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, თამარ სანიკიძეს, მარიამ ჯაში ასე პასუხობს:

"იცით, ქალბატონი ლიკა არის... მე მასთან მქონდა შეხება ერთ-ერთი კომისიის ფარგლებში და იმდენად შეურაცხყოფილი დავრჩი მისი დამოკიდებულებით, პრაქტიკულად, არც მომცა საშუალება, რომ განმემარტა, ზუსტად რა თემაზე ვსაუბრობდი. დღის ბოლოს თვითონ დამირეკა, რასაც არ ახსენებს ინტერვიუებში და გარკვეული ბოდიშიც მოიხადა მისი დამოკიდებულების გამო. მე კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მხოლოდ და მხოლოდ მინდოდა დადასტურება, რომ ობიექტურობის გარანტიები ნამდვილად იყო. შემდგომ, როცა "ჰიპოკრატეზე" ინფორმაციას მოყვა საჯარო ინფორმაცია, მე თამართან [სანიკიძე] ვიყავი ხაზზე, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მოძიებისთვის, ისევე, როგორც ვიყავი შავი ზღვის უნივერსიტეტზე, ევროპის უნივერსიტეტზე, გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტზე და ა.შ.".

მარიამ ჯაშის თქმით, არ ახსოვს, სთხოვა თუ არა განათლების ექსპერტს სატელეფონო ზარის დავიწყება.

"მეორე ზარი გეტყვით რატომ მოხდა ძალიან მალე. როცა ქალბატონ ლიკას ვესაუბრებოდი, ჩემთან შემოვიდა მეორე ზარი და ვუთხარი, რომ გადავრეკავდი. მაშინვე გადავრეკე და ვისაუბრეთ და ზუსტად ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ ბუნებრივია, როცა ვესაუბრე... არ მახსოვს, ნამდვილად არ მახსოვს, შეიძლება რაღაც სხვა კონტექსტში მსგავსი ფრაზა... ძალიან მინდა, რომ არსებობდეს ჩანაწერები ამ საუბრის", - ამბობს ის.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ თამარ სანიკიძეს ყველა უნივერსიტეტთან დაკავშირებით ურეკავდა და მათ შორის იყო თბილისის სასწავლო უნივერსიტეტიც, თუმცა ლობირება და მხარდაჭერა არც ერთ შემთხვევაში ყოფილა.

ტაბულას კითხვას, ამ სასწავლებლებს შორის თუ ახსენდება რომელიმე, "ჰიპოკრატეს"გარდა, რომელთან დაკავშირებით ავტორიზაციის ექსპერტსაც დაურეკა და ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელსაც, მარიამ ჯაში უარყოფითად პასუხობს. ამას კვლავ იმით ხსნის, რომ "ჰიპოკრატე"იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ავტორიზაციის პროცესი გაიარა.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი უნივერსიტეტის წარმომადგენელი თუ პროფესორი ფორმალურად თუ არაფორმალურად მაწვდიდა ინფორმაციებს, არც ერთ ექსპერტთან აღარ დამირეკავს. მხოლოდ თამარ სანიკიძესთან მქონდა შეხება, როგორც ამ პროცესის ხელმძღვანელთან, რომელიც შესაბამის ინფორმაციას მაწვდიდა", - ამბობს ის.

ტაბულამდეპუტატს ასევე ჰკითხა, უფიქრია თუ არა, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ უწყებაში მისი ზარები შესაძლოა ზეწოლად აღქმულიყო. მარიამ ჯაშის თქმით, ზედამხედველობა მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა.

"დამოუკიდებელი რას ნიშნავს? განათლების უწყების ქვეშ არსებული სსიპ-იროგორ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი უწყება. პარლამენტის თითოეულ წევრს, მით უმეტეს კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტულ მიმართულებას, აქვს უფლება არამხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის, არამედ აღსრულებაზე მონიტორინგის. ზედამხედველობა არის ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. არამხოლოდ ცენტრში, პენიტენციურსისტემაში შესვლის და კითხვების დასმის უფლება გვაქვს“, - ამბობს ის.

უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის გადავადების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მისი და განათლების ახალი მინისტრის, მიხელ ბატიაშვილის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. მარიამ ჯაშის თქმით, ევროპული სტანდარტების დანერგვა არის უალტერნატივო გზა, თუმცა ამისთვის უნივერსიტეტებს უფრო მეტი გონივრული ვადა უნდა მიეცეთ. ტაბულას კითხვას, რომ სწორედ ვადის გაგრძელებას ასახელებენ განათლების ექსპერტები ამ პროცესში ხელის შემშლელად, ჯაში პასუხობს:

"ექსპერტები უფრო მეტად თვითკრიტიკულები უნდა იყვნენ, სტანდარტების შეფასების ინსტრუმენტი პრაქტიკულად არ არსებობს, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა და დავრწმუნდით, რომ გარკვეული პაუზა აუცილებელია".

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით ან გაუვიდათ 2018-2019 წლებში და რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, ავტორიზაცია 2020 წლის პირველ იანვრამდე გადაუვადდებათ. ამ ჩანაწერის გამოყენება უნივერსიტეტებისთვის ნებაყოფლობითია,

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი, განცხადება გაავრცელეს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებმა, რომლებიც უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას დაუშვებლად მიიჩნევენ. მათი თქმით, კანონპროექტი აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უნივერსიტეტების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება.

გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია პროტექციონიზმზესაუბრობდა და ცვლილებებს აპროტესტებდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები დაჩქარებულ განხილვას ითხოვდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი დროებით შეაჩერა.მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ეს მათ შორის კანონპროექტის თანაავტორმა, გია ჟორჟოლიანმაცსთხოვა, რომელიც ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები ეგონა.

25 სექტემბერს მარიამ ჯაშმა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ამ თემაზე შეხვედრა გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტის შეჩერება არ იგეგმება. შეხვედრაზე ცვლილებები გააკრიტიკეს ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტმა, ხოლო მოიწონეს უნივერსიტეტების რექტორებმა. თუმცა გაჩნდა ახალი ინიციატივა - ვადა გაეზარდოთ იმ უნივერსიტეტებს, რომლებმაც ავტორიზაცია წელს უკვე მიიღეს.

კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ, ოქტომბერში განიხილავს.

Georgian
განათლებაუმაღლესი განათლებაკანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიმარიამ ჯაშიქართული ოცნებასავარაუდო პროტექციონიზმიგანათლებაNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

ოქუაშვილი: ივანიშვილის დავალებით ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა

$
0
0

"ომეგა ჯგუფის"დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ აღნიშნული მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის"ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. 

ოქუაშვილის თქმით, ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი როდესაც ივანიშვილმა აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილისგან შეტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა. 

"ოთარ ფარცხალაძე მხვდება საბურთალოს ბაზართან სახლში. შეხვედრა მოითხოვა. მთხოვა შეხვედრა ჩხარტიშვილმა. ინგლისში შემხვდა ჩხარტიშვილი და მითხრა რომ შევხედროდი ფარცხალაძეს. ასე თქვა კარგი ბიჭი მუშაობს პროკურატირაშიო. შევხდი იქ იყვნენ შეიარაღებულებიც, სავარაუდოდ ნარკოტიკების თრობის ქვეშ. ჩემი შთაბეჭდილებით ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მან თქვა რომ იხსნებოდა ჩემთვის ცისარტყელა, ოცნების ცისარტყელა და ამით ბევრი საქმე მეკეთებინა და ეს ცისარტყელა იყო საჭირო ამ ცისარტყელას გახსნისთვის კიდევ 4 მილიონი. რომ გაეცათ ზარალი, რომელიც იყო 2004 წლიდან წლების განმავლობაში. ვუთხარი რომ არ მესმის ეს. ვერ ვიტყვი რომ იქ მკვეთრი უარი მეთქვას. ვუთხარი რომ მე პირადად ბიძანასთან ვსაუბრობ. ვუთხარი რომ ბიძინას ვესაუბრები. მქონდა ბიძინასთან საუბარი. მითხრა აბა ზაზა ვისგან მოვდივარ? მე შენთან მოვიდოდიო? ვუთხარი რომ ეს ბიძინასგან დამალული არ უნდა ყოფილიყო და დავშორდი,"- ამბობს ოქუაშვილი. 

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება. 

"ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ სჯობს. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. იმ სახლის სარდაფში ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს ყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ამ სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო,"-ამბობს ოქუაშვილი.

ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ყვება, რომ მისი დაშინება ვერ შეძლეს - "მათ ვერ შეძლეს ჩემი დაშინება. რომ ის 4 მილიონი მიგვეტანა. ჩვენზე ამ ზეწოლამ ვერ მოახდინა გავლენა."

თუმცა, ასევე ამბობს, რომ 2016 წელს დაფუძნა კომპანია, რომელსაც იურიდიულად "ომეგა ჯგუფის"მენეჯერები ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველიშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო კომპანიის მესაკუთრე კი პანამური ოფშორი იყო. ოქუაშვილის თქმით, სწორედ ამ კომპანიას ჩაურიცხა მან 4 მილიონი, რომელიც იმავე დღეს, ოთარ ფარცხალაძემ კანონდარღვევით, გაიტანა ბანკიდან.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია "შპს ოლიმპუსია", რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. 

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის"ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის"ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი. 

საინტერესოა, რომ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ამბობს რომ ლევან ყიფიანი მან თავდაპირველად ივანიშვილთან ურთიერთობაში"ომეგა ჯგუფის"ლობისტად დაიქირავა, რისთვისაც დიდძალ თანხასაც უხდიდა. 

Georgian
კორუფციაომეგა ჯგუფიზაზა ოქუაშვილიბიძინა ივანიშვილიკორუფციაNews ItemPoliticsEconomyFull widthNoBefore article text

ბახტაძე: ომეგას გადასახადები სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით გადაუვადდა

$
0
0

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ბოლო განმავლობაში "ომეგა ჯგუფს"სახელმწიფომ გადასახადები იმიტომ გადაუვადა, რომ სამუშაო ადგილები შენარჩუნებულიყო.

მამუკა ბახტაძემ ეს განცხადება დღეს, "ქართულ ოცნებაში"გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, მათთვის "მთავარი ფასეულობა გახლავთ დამსაქმებელი".

"ყველა ადამიანი, ვინც თუნდაც ერთს სამუშაო ადგილს ქმნის, იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, როდესაც მოდის ორგანიზაცია და ამბობს, რომ მას სურს ამ საქმიანობის გაგრძელება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდში. როცა მე ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა საკმაოდ მსხვილი დავალიანება და შესაბამისად, ეს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმალურად გააკეთა ყველაფერი და მნიშვნელოვანია, რომ 11-ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომლებიც ასეთ პერიოდში დგება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კეთილგანწყობაზე. თუმცა, როგორ  დააგროვა მან ეს დავალიანება, შეიძლება არსებობდეს ობიექტური კითხვის ნიშნები და პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მაგრამ ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორი მეგობრული და ყოველთვის ძალიან მაღალი მხარდაჭერაა ნებისმიერი გადასახადის გადამხდელის მიმართ, როცა ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე", - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მისთვის პრინციპული საკითხია, რომ "ომეგა ჯგუფის"გადასახადების საქმე და "ყველა სხვა ეპიზოდი"ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.

"ჩემთვის პრინციპული პოზიციაა, რომ გავყოთ ის საკითხი, რისი გაყოფაც პრინციპულად არ სურს როგორც ჩანს ბატონ ოქუაშვილს. ეს არის გადასახადების გადახდის საქმე და ყველა სხვა ეპიზოდი. არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტი უპასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი და ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი", - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი.

ცნობისთვის, "ომეგა ჯგუფს"სახელმწიფოს წინაშე 51 მილიონის დავალიანება მართებს. ამ ვალის უდიდესი ნაწილი თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ოჯთ"-ს უკავშირდება, რომელიც გასული წლების განმავლობაში მის მიერ წარმოებული სიგარეტის აქციზის გადასახადის გადახდას თავს არიდებდა. 

მთავრობა "ომეგა ჯგუფის"ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის"ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის"დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების"ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის"კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. "ომეგა ჯგუფთან" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გუშინ, 30 სექტემბერს კი რუსთავი 2-მა ახალი ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ოქუაშვილის თქმით, ეს "ომეგა ჯგუფისთვის"ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

Georgian
ომეგა ჯგუფიომეგა ჯგუფის საქმეომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმემამუკა ბახტაძესაქართველოს პრემიერმინისტრიომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმეNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

უსუფაშვილი: ადრეც იყო მინიშნებები, რომ რაღაც ჯგუფი ბიზნესში არასწორი ჩარევისთვის ემზადება

$
0
0

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნისდროს ბიზნეს წრეებში არასწორი ჩარევის ან "ტენდერებთან დაკავშირებით რაღაცების"შესახებ სმენია.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ტაბულამმას ჰკითხა, იცოდა თუ არა "ომეგა ჯგუფის"საქმე ან ბიზნესზე ზეწოლის სხვა შემთხვევები ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

"კონკრეტული და დეტალური, მსგავსი მტკიცებულებებით თუ მონაყოლებითდა ინტერვიუებით გამაგრებული შემთხვევა მე არ მახსენდება. იყო გარკვეული მინიშნებები, რომ გარკვეული ჯგუფი ემზადება ბიზნეს წრეებში არასწორი ჩარევებისთვის და ა.შ., ან საჯარო სექტორში ტენდერებთან დაკავშირებით რაღაცებისთვის. სწორედ ამ ვითარებაში მოხდა პრემიერმინისტრისშეცვლა. კვირიკაშვილი მოვიდა სწორედ იმ მიზნით და განზრახვით, რომ თუ სადმე მსგავსი შეინიშნებოდა, ეს ყველაფერი მოგვარებულიყო", - ამბობს უსუფაშვილი.

კითხვას, ვინ იყო ამ ჯგუფში და მათ შორის იყო თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, დავით უსუფაშვილი ასე პასუხობს:

"ეს უკავშირდებოდა იმდროინდელი მთავრობის წევრებს, ეს იყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თუ არ ვცდები, გზები და ასეთი დეპარტამენტები. მაგრამ კონკრეტულად რომ ვინმემ ვინმეს რამე წაართვა, შეაწერა, გადაახდევინა და ა.შ., მსგავსი ფაქტი ჩემამდე არ მოსულა", - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, ბიზნესმენებს ხელისუფლებასთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდათ "ძველი უსამართლობის კვალის გასასწორებლად", მაგრამ სანაცვლოდ წილში ჩაჯდომის შემთხვევები არ ახსენდება.

"იყო პროცესი, როცა სხვადასხვა ბიზნესმენი ხელისუფლებასთან, პროკურატურასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ინტენსიურ კონტაქტში იყვნენ ძველი უსამართლობების კვალის გასასწორებლად. ომეგას საქმეშიც ვხედავთ, რომ ურთიერთობის საფუძველი თუ საწყისი იყო 2004-2005 წლებში წართმეული ქონების თაობაზე საუბრები. ასეთ საკითხებში, რა თქმა უნდა, საუბრების და საკითხის გარკვევის გარეშე წინსვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ სანაცვლოდ ვინმეს რამე მოეთხოვა ან გადაეხადა, ან წილში ჩაჯდომა, მე არ მახსენდება", - ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

გუშინ, 30 სექტემბერს, რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ომეგა ჯგუფის"დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ დახმარების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილმა მას 4 მილიონის გადახდა მოსთხოვა. მისივე ინფორმაციით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. ოქუაშვილის თქმით, ეს მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის"ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

ზაზა ოქუაშვილი იხსენებს, რომ ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა, გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი, როდესაც ივანიშვილმა ამის შესახებ კვირიკაშვილისგან შეიტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა.

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

Georgian
დავით უსუფაშვილიშენების მოძრაობაომეგა ჯგუფიომეგა ჯგუფის საქმეომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმექართული ოცნებადავით უსუფაშვილიუსუფაშვილი: ადრეც იყო მინიშნებები, რომ რაღაც ჯგუფი ბიზნესში არასწორი ჩარევისთვის ემზადებაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

$
0
0

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ წუთებში მასთან ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი შედის, რომელმაც ტაბულას უთხრა, რომ ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის გაუარესება, თუმცა ადვოკატი ამ ეტაპზე ამას არ ადასტურებს.

მისი თქმით, ეჭვებს ბადებს ის, რომ მიუხედავად მთავრობის განცხადებებისა, თითქოს მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, ექსპრემიერი ამდენჯერ გადაიყვანეს კლინიკაში.

"ამდენჯერ რომ გადაჰყავთ, კითხვებს აჩენს ჩვენთვის. გარდა ამისა, არ გვაძლევენ ისტორიებს, რა გამოკვლევები ჩაუტარეს, რაც ჩვენს ეჭვებს უფრო ამძაფრებს", - აღნიშნავს სტეფანე თუმანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ყოფილი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე გააკეთეს განცხადება და არ გამორიცხეს მისი მიზანმიმართული ინტოქსიკაცია. საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული გამოკვლევები და მისი დიაგნოზებიც. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ მერაბიშვილი იმ სტანდარტის მკურნალობას იღებს, რასაც სხვა მსჯავრდებულები და განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს.

გარდა ამისა, ამ თემაზე გუშინ, 1 ოქტომბერს ისაუბრაიუსტიციის მინისტრმაც და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმრის კლინიკაში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ის მძიმედაა. წულუკიანის თქმითვე, როცა ვანო მერაბიშვილმა სამედიცინო პერსონალთან დააფიქსირა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მას ყველა ტიპის კონსულტაცია დროულად ჩაუტარდა.

Georgian
ვანო მერაბიშვილიივანე მერაბიშვილივანო მერაბიშვილის საქმესტეფანე თუმანიშვილიმერაბიშვილის ჯანმრთელობათეა წულუკიანივანო მერაბიშვილიNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

ხაზარაძე: თიბისი ბანკი 8 საათამდე მუშაობს, ტყუილს უნდა შევეშვათ ყველა

$
0
0

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვით "ომეგა ჯგუფის"დამფუძნებლების მიერ გადარიცხული 4 მილიონის ნაწილი, ოთარ ფარცხალაძის და გიორგი გახარიას დავალებით, თიბისი ბანკიდან არასამუშაო დროს, დაახლოებით 8-ის ნახევარზე გაიტანეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბანკი 8 საათამდე მუშაობს უკვე 10 წელია და "ტყუილს და ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა".

"ზოგადად საზოგადოების პრობლემა არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე. ეს არის ზოგადი კომენტარი და დეტალებს ნახავთ განცხადებაში. ყველაფერი გაკეთდა კანონის შესაბამისად. ჩვენი ბანკი მუშაობს 8 საათამდე, 10 წელია უკვე. ამიტომ შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა და სისულელეებზე არ მინდა, სიმართლე გითხრათ, კომენტარების გაკეთება. ბანკი არის სერვისის კომპანია და თუ თქვენ ხსნით კომპანიას თუნდაც 20 წუთით ადრე და თქვენ გაქვთ ფული, თქვენი დირექტორი კი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია რომ გაატანოს თანხა. რა შუაშია ერთი დღის და 10 დღის, თუ [კომპანია] რეგისტრირებულია და ბანკში არის წარმოდგენილი ყველაფერი, ეს არის მთელი ამის ამბავი. ტყუილს და ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა", - უთხრა ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველს.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის"დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მლნ მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა. ომეგას წარმომადგენლები ამბობენ, რომ რადგან კომპანია ერთი დღის დაფუძნებული იყო და თანხა გვიან გადაირიცხა, იმედი ჰქონდათ, რომ ანგარიშზე აისახებოდა, თუმცა TBC ბანკი გატანის საშუალებას არ მისცემდა.

"ლევანი ძალიან ნერვიულობდა მაშინ, დარბოდა, რეკავდა. უნდოდა, რომ დაერეგულირებინა ეს საკითხი, რომ ფულის გამოტანა მომხდარიყო. პასუხი არ მოდიოდა. რომ გახდა უკვე 18:00 საათი, ჩვენ გაგვიხარდა, რომ ვერ გამოვიტანდით ამ თანხას ვერანაირად. შვიდის ნახევარზე დავინახეთ, რომ შემოვიდა ბანკში ხაზარაძეც, ბუცხრიკიძეც და მესამე თანმხლები პირი, რომელსაც ვერ ვცნობ დღეს და არც მაშინ, ჩემთვის უცნობი პირი იყო", - ამბობს ომეგა 2-ის დირექტორი, გიორგი ქურდაძე რუსთავი 2-თან და აღნიშნავს, რომ ბანკი ზეწოლის ქვეშ იყო.

გარდა ამისა, რუსთავი 2-მა გუშინ, 1 ოქტომბერს მორიგი აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერით დასტურდება, რომ TBC ბანკიდან 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ ყოფილი ბიზნეომბუდსმენი და ამჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. 

"გიორგიმ [გახარია] ცალკე დარეკა, ამან [ოთარ ფარცხალაძე] ცალკე დარეკა და გაგიჟდა ეს ბუცხრიკიძე, რომ ყველა მხრიდან ცალკე ის ურეკავდა, ცალკე ეს ურეკავდა", - ამბობს გავრცლებულ აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კომპანია, რომელზეც ომეგა ჯგუფი საუბრობს, 2016 წლის 19 აპრილს დაფუძნებული შპს "ოლიმპუსია". რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას გადარიცხვამდე ბანკისთვის მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია. 

თავის მხრივ TBC ბანკი "ომეგა ჯგუფის"განცხადებებს კატეგორიულად ემიჯნება. განცხადებაში ბანკი აღნიშნავს, რომ ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

"ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას. ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, TBC ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. TBC ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება" - აცხადებს TBC.

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის"ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის"ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

Georgian
ომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმეომეგა ჯგუფიომეგა ჯგუფის საქმეიბერიამამუკა ხაზარაძეთიბისი ბანკიზაზა ოქუაშვილიოთარ ფარცხალაძელევან ყიფიანიTBC ბანკიომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმეNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

NGO-ები შსს-ს: უზრუნველყავით ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმისა და მუქარის ეფექტიანი გამოძიება

$
0
0

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები თბილისში, ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით ძალადობისა და მუქარის ფაქტზე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ. ისინი სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, NGO-ები შსს-ს და პრკურატურას მიმართავენ, სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოაგვარონ "თანასწორობის მოძრაობის"საქმიანობის გაგრძელების კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა.

ორგანიზაციები საუბრობენ 28 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის დეტალებზე. მათი ინფორმაციით, "თანასწორობის მოძრაობის" ოფისში მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც 30-მდე ადამიანი ესწრებოდა. ისინი თამბაქოს მოწევის მიზნით გადიოდნენ ორგანიზაციის ოფისის ეზოში. განცხადებაში წერია, რომ ამ ეზოში კიდევ ერთი სახლი მდებარეობს, რომელში მცხოვრებმა ქალმაც 22:00-22:30 საათის შუალედში ყვირილით და აგრესიული დამოკიდებულებით მიმართა ეზოში მყოფ სტუმრებს. ორგანიზაციების ინფორმაციით, მისი გაღიზიანება სტუმრების საუბრის ხმამ გამოიწვია.

"იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ემუქრებოდა ოფისის წინ მყოფ ადამიანებს შემდეგი ფრაზების გამოყენებით: "გადაგასახლებთაქედან", "ნახეთ რა ბედს გაწევთ". აღნიშნული ინციდენტი იმწუთიერადამოიწურა "თანასწორობის მოძრაობის" გადაწყვეტილებით. კერძოდ, დასრულდა ღონისძიება და ორგანიზაციის თანამშრომლებმა სტუმრებს სთხოვეს ოფისის დატოვება. სტუმრების უდიდესმა ნაწილმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დატოვა ორგანიზაციის ტერიტორია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციების ინფორმაციით, დაახლოებით 23:00 საათისთვის ოფისში დარჩენილი იყო რამდენიმე თანამშრომელი და სტუმარი. მათგან ოთხი ადამიანი ოფისის წინ, ქუჩაში იმყოფებოდა და ტაქსის ელოდებოდა, ხოლო ოთხმა ეზოს მხარეს არსებული კარი ჩაკეტა და ამავე ეზოს გავლით აპირებდა ქუჩაში გასვლას, როცა მათი მიმართულებით მეზობელ სახლში მცხოვრები მამაკაცი დაიძრა.

"მიიჭრა სიტყვიერი შეურაცხყოფით და მიახლოებისას, ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. თავდამსხმელმა ვ.კ.-ს ყელში მოუჭირა ხელი დახრჩობის მიზნით, რაც, რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პროცესში თავდამსხმელი იგინებოდა და იყენებდა ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა, "დაგხოცავთ თქვე ქათმებო", "ვინც თქვენ უფლებები მოგცათ"და ა.შ. მოულოდნელად თავდამსხმელი გაიქცა სახლისკენ გარკვეული ნივთის ასაღებად. ამ ვითარებას შეესწრო მ.კ., რომელიც ქუჩაში, ჭიშკრის მეორე მხარეს იმყოფებოდა და ცდილობდა და ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე., ა.უ-სდახმარებას, თუმცა ჭიშკრის გაღებას ვერ ახერხებდა. მ.კ.-მ მობილური ტელეფონით გადაიღო ამ ვითარების ამსახველი ვიდეო. მანამ, სანამ თავდამსხმელი სახლში იყო შესული, მოხერხდა ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე. და ა.უ.-ს ეზოდან ქუჩაში გამოყვანა. ამის შემდეგ თავდამსხმელი სახლიდან ეზოს გავლით ქუჩაში გამოვიდა, აგრძელებდა ყვირილს და მიიწევდა მანქანიდან გარკვეული საგნის ასაღებად, რომელსაც ის დაზარალებულების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მიზანთან კონტექსტში იხსენიებდა. მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ცდილობდნენ მის შეკავებას. ადგილზე მყოფ თემის წევრებსა და აქტივისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ თავდამსხმელი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და მის გამოყენებას აპირებდა. განცდილი შიშის გამო, ისინი ამოეფარნენ მანქანებს და მიმდებარე ქუჩებზე მიმოიფანტნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ინციდენტის მეორე დღეს შსს-ს განცხადებაში მომხდარი ორმხრივ დაპირისპირებად შეფასდა.

"შსს-ს მიერ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის ორმხრივ დაპირისპირებად შეფასება, სადაც აგრესორი და მსხვერპლი თანასწორ მხარეებად არიან წარმოჩენილნი, აცდენილია მსგავსი ტიპის ძალადობის სწორ სამართლებრივ და სოციალურ ხედვას და სამართალდამცავი ორგანოების მიკერძოებულობისმიმართ ეჭვებს წარმოშობს. სამინისტროს მხრიდან გამოძიების პირველივე დღეებში, სათანადო მოკვლევისა და გამოძიების გარეშე, მსგავსი განცხადების გაკეთება მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას არსებითად ამცირებს", - ამბობენ ისინი.

გარდა ამისა, მათი განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მოპოლიზებულიპოლიციისა და სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გულგრილობა გამოვლინდა, რაც პოლიციისა და გამოძიების მიმართ ნდობაზე ნეგატიურად აისახება.

"როგორც ადგილზე მყოფი მოწმეები იხსენებენ, პატრულის თანამშრომლები აგრესიულად ესაუბრებოდნენ ნაცემ მსხვერპლებს, ხოლო სასწრაფოს ექიმები არ აფიქსირებდნენ მიყენებულ დაზიანებებს. ასევე, "თანასწორობის მოძრაობის"ერთ-ერთ თანამშრომელს მეზობლებმა პოლიციის თვალწინ აგინეს და საუბრობდნენ, რომ "პიდარასტებს" მათ უბანში არ გააჩერებდნენ, რაზეც პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია. მსგავსი მიდგომა პოლიციის მხრიდან ინსტიტუციონალიზებულიჰომოფობიის პრაქტიკის გამოვლინებაა, სადაც პოლიცია მსხვერპლის დაცვის ინტერესის იგნორირებით ან ნეგატიური რიტორიკით რეალურად იმეორებს და აძლიერებს მოძალად(ეები)ის მიერ გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს", - აღნიშნავენ NGO-ები.

მათივე თქმით, პრობლემურია დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც. საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქმეში იკვეთება სიცოცხლის მოსპობის მუქარაც, რომელმაც დაზარალებულებსადა მოწმეებშიმისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში წარმოშვა. NGO-ები ამბობენ, რომ ეს ასპექტი გამოძიების მიერ იგნორირებულია. 

გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ კი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვების შინაარსი ცალსახად მიუთითებს ჰომოფობიურმოტივზე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის მიხედვით, დამამძიმებელი გარემოებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მისი იდენტიფიცირება საქმის შესწავლის საწყის ეტაპზევე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სრულყოფილი და ჯეროვანი გამოძიების უზრუნველყოფისათვის.

NGO-ები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მოძალადე პირი ამ დრომდე არ არის დაკავებული და ძალადობისა და სიტუაციის ესკალაციის რისკების არსებობის გამო "თანასწორობის მოძრაობის"ოფისი დაკეტილია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებულ რეფორმებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა, ცალსახაა, რომ პოლიციის სისტემა კვლავ არ არის მზად ჯეროვანი გულისხმიერებით რეაგირებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე და მისი მუშაობა კვლავ ფრაგმენტული და ინციდენტებზე ორიენტირებული რჩება. შსს-ს მიერ 29 სექტემბერს გაკეთებული განცხადება მსგავსი დანაშაულების გაგების პრობლემას საგამოძიებო უწყებაში ასევე მკვეთრად წარმოაჩენს", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათივე თქმით, დისკრიმინაციული დანაშაულების სოციალური ბუნებისა და სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოების და მთავრობის პრევენციული პოლიტიკა კვლავ სუსტი და არასისტემური რჩება, რაც მსგავსი ძალადობის აღკვეთის შესაძლებლობას ართულებს.  

"ცხადია, არსებული არაეფექტიანი პოლიტიკა და სამართალდამცავ სისტემაში ჰომოფობიური პრაქტიკისა და კულტურის პრობლემა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურწინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს", - აღნიშნავენ NGO-ები.

ისინი საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ:

უზრუნველყონ კერძო პირების მხრიდან "თანასწორობის მოძრაობის"აქტივისტების ცემისა და მათ მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მსხვერპლებისათვისდაზარალებულის სტატუსის დროული მინიჭება, დანაშაულებრივი ქმედების სათანადო კვალიფიკაციის გამოყენება, ასევე, ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ნათლად ასახვა.

საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოახდინონ გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.

უზრუნველყონ დროული და ადეკვატური პრევენციული ზომების გამოყენება, რათა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობას"მიეცეს მისი საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა.

დღეს გავრცელებულ განცხადებას ხელს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის:

  • თანასწორობის მოძრაობა – Equality Movement
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  – EMC
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI
  • მედიის განვითარების ფონდი – MDF
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი – Article 42 of the Constitution
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – WISG
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის – PHR
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TI
  • საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები – GYG

ლგბტ აქტივისტებს "თანასწორობის მოძრაობის"ოფისთან თავს 28 ოქტომბერს დაესხნენ და სცემეს. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებამ მომხდარს დაპირისპირება უწოდადა აღნიშნა, რომ გ.ფ.-მ და ლგბტ აქტივისტებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები ქალის - 1952 წელს დაბადებულ ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც 
აღნიშნული ქალის ნათესავი - 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო. კონფლიქტი, 
ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს - ვ.კ.-ს, თ.ე.-ს, ა.უ.-ს, რ.კ.-სა 
და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს 
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა", - აღნიშნავს შსს.

გუშინ, 1 ოქტომბერს კი "თანასწორობის მოძრაობამ"გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, თავდამსხმელი მეზობლების მხრიდან მომატებული საფრთხის გამო, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის, ორგანიზაციის ოფისი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემამდე დაკეტილი იქნება.

Georgian
თანასწორობის მოძრაობათანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)ჰომოფობიათავდასხმა ლგბტ აქტივისტებზეარასამთავრობო ორგანიზაციებითანასწორობის მოძრაობაNGO-ები შსს-ს: უზრუნველყავით ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმისა და მუქარის ეფექტიანი გამოძიებაNews ItemPoliticsFull widthNoBefore article text

პროკურატურა: "ომეგაზე"გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის, დამზადებულია მონტაჟით

$
0
0

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "ომეგა ჯგუფისა"და "იბერიას"საქმეზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა და დაადგინა, რომ "ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებითდა მათზეაღინიშნებაციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებამ სხვადასხვა მედიიდან აუდიოჩანაწერები გამოითხოვა და მათი ავთენტურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ლევან სამხარაულისექსპერტიზისეროვნულმა ბიურომ 9, 11, 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 4 ოქტომბერს გასცა. უწყებაში ამბობენ, რომ დოკუმენტის მიხედვით, ისინი არ არის ავთენტური და დამზადებულია მონტაჟის გზით. გარდა ამისა, პროკურატურაში ამბობენ, რომ ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებითდა მათზე "მრავლობით აღინიშნება"ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

"დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამაზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები. ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთამეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილსშორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. 

"გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ იყვნენ ასევე ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი. საუბარი ეხებოდა "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც ეს ჩანაწერებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მასში დასახელებული გარემოებების შესწავლაც მიმდინარეობს საქმის გამოძიების ფარგლებში", - აღნიშნავენ უწყებაში.

შეგახსნებთ, რომ 9 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "იბერია ჯგუფის"მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება. საუბრის მიხედვით, ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს ტელეკომპანია "იბერიას"სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

10 სექტემბერს ტელეკომპანიამ კიდევ ერთი ფარული აუდიო ჩანაწერიგაავრცელა, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფის"მფლობელს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. იგივე ჩანაწერი 11 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ"გაავრცელა.

14 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს და ამბობს, რომ მას პრობლემების მოგვარება შეუძლია. ის ახსენებს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც. ჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა"

21 სექტემბერს კურიერმა მეოთხე აუდიო ჩანაწერიცგამოაქვეყნა. მასში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის"ერთ-ერთი მენეჯერს, რომლის ვინაობაც უცნობია, მინისტრებისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. "ომეგა ჯგუფი"საქართველოში BMW-სოფიციალური დილერია და სავარაუდოდ, ყიფიანი მას დიმიტრი ქუმსიშვილისადა ნოდარ ხადურისთვისავტომობილების ჩუქებას სთხოვს.

ამის შემდეგ კვლავ გავრცელდა ფარული ჩანაწერები. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის"დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების"ფონდისთვის გადაცემაზე. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის"კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა აღიარა, რომ ლევან ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილიკომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.

გარდა ამისა, "ომეგა ჯგუფის"დამფუძნებელმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტადა მას "შეურაცხყოფის მიყენებით"დაემუქრა. ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის"ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

3 ოქტომბერს ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.

Georgian
ომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმეიბერიაომეგა ჯგუფისაქართველოს პროკურატურალევან ყიფიანისაქართველოს მთავარი პროკურატურაზაზა ოქუაშვილიომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმეპროკურატურა: "ომეგაზე" გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის, დამზადებულია მონტაჟითNews ItemPoliticsCrimeFull widthNoBefore article text

რატომ არ მივიდნენ ქალთა მდგომარეობის შესახებ დებატებზე პრეზიდენტობის კანდიდატები

$
0
0

ქალთა მოძრაობის ინიციატივით გუშინ, 4 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გაიმართა, რომლის თემა საქართველოში ქალთა მდგომარეობა იყო. 5 მოწვეული კანდიდატიდან შეხვედრაზე მხოლოდ ორი მივიდა - დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოდან"და დავით უსუფაშვილი "შენების მოძრაობიდან".

ტაბულა დაინტერესდა, რატომ არ იმყოფებოდნენ დისკუსიაზე სხვა კანდიდატები.

"ქართული ოცნების"მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ის 4 ოქტომბერს კახეთში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. კითხვას იმის შესახებ, რომ რადგან შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი, რატომ ვერ შეძლო ზურაბიშვილმა ამისთვის დროის გამონახვა, პრესსამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ მასთან მოსაწვევი არ ყოფილა გაგზავნილი. ტაბულა კანდიდატის საარჩევნო შტაბსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არანაირი პასუხი არ აქვთ.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"ტაბულას უთხრეს, რომ ის დიპლომატებთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.

"დიპლომატებთან შეხვედრაზე იყო და დროში დაემთხვა სამწუხაროდ. აპირებდა მისვლას, მაგრამ დიპლომატებთან შეხვედრა ბოლო წუთს დადასტურებული ამბავი იყო, რომელიც სამწუხაროდ, ვეღარ შევცვალეთ", - ამბობენ პარტიის პრესსამსახურში.

შალვა ნათელაშვილის პრესსამსახურში კი ტაბულას უთხრეს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატი ხურვალეთში, ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთანაშვილისოჯახში იმყოფებოდა.

"გუშინ შალვა ნათელაშვილი ქალის უფლებების დასაცავად ჩავიდა ხურვალეთში, მაია ოთანაშვილის ოჯახში", - აღნიშნავს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

რაც შეეხება პრეზიდენტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც დისკუსიაზე მივიდნენ, მათ თავდაპირველად ქალთა უფლებების შესახებ მოკლე მოსაზრებები წარადგინეს, შემდეგ კი შეკითხვებს უპასუხეს.

დავით ბაქრაძემ თქვა, რომ აუდიტორია მასზე მეტად კვალიფიციურია და შეხვედრის მონაწილეებს ხუმრობით სთხოვა, "გაგებით მოეკიდონ"ამ ამბავს.

​"აუდიტორია, რომელსაც მივმართავ, ჩემზე ბევრად უფრო კვალიფიციურია ამ საკითხებში და ეს გარკვეულ დისკომფორტს ნამდვილად მიქმნის. გულახდილად გეტყვით, არც ისე ხშირად ხდება, რომ რაღაც კონკრეტულ თემაზე მთელი აუდიტორია ჩემზე უფრო კვალიფიციურია და მე მიწევს ამ დროს პოდიუმიდანსაუბარი. დღეს ასეთი შემთხვევაა და წინასწარ ვაღიარებ ამას. გთხოვთ, რომ თუ რამეში ბოლომდე ვერ მოგყვებით თემატურად, გულმოწყალედ, როგორც ამბობენ ხოლმე და დღეს მოდაშია, გაგებით მოეკიდოთ ამ ამბავს. ეს საკითხები ნამდვილად არ არის ჩემი სპეციალიზაციის სფერო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაინტერესების, ჩართულობის და გულწრფელი ინტერესის სფერო ნამდვილად არის", - აღნიშნა მან.

ხუმრობით დაიწყო მისალმება დავით უსუფაშვილმაც. მას შემდეგ, რაც ის კანდიდატები გააკრიტიკა, რომლებიც დისკუსიაზე არ მივიდნენ, მან თქვა, რომ ქალთა უფლებების საკითხში სწორ გზაზე დგას.

"მე ამ საკითხში მაქვს სერტიფიკატი, რომ ვარ სწორ გზაზე ზოგადად ქალთა უფლებების საკითხში. იმიტომ რომ კახეთში, ქიზიყში დაბადებულმა და გაზრდილმა ახალგაზრდა მამაკაცმა თინა ხიდაშელს ვთხოვე ხელი და მასთან 20 წლის განმავლობაში ვარ ბედნიერ ოჯახურ და საქმიან ცხოვრებაში. ანუ ტესტი, გამოცდა იმის თაობაზე, შევძელი თუ ვერ შევძელი კულტურული გარემოს და სტერეოტიპების გადალახვა, [გავიარე]", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

პარლამენტის ორი ყოფილი თავმჯდომარისა და პრეზიდენტობის ორი კანდიდატის დისკუსია მშვიდ გარემოში წარიმართა. კითხვები დაისვა ოჯახში ძალადობის, რეპროდუქციული უფლებების, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ეკონომიკური გაძლიერების შესახებ. გარდა ამისა, აუდიტორიამ საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰკითხა მოსაზრებები სექსუალურ შევიწროებაზე, ლგბტ ადამიანების უფლებებზე, სექსუალურ განათლებაზე, შშმ პირთა უფლებებსა და სხვა საკითხებზეც.

აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად ორმა საკითხმა გამოიწვია - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ეკონომიკური გაძლიერება.

დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ქალთა ეკონომიკური აქტივობისთვის სპეციალური საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას არ ემხრობა, რადგან თუ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის ექნება წამახალისებელი პროექტი, მაშინ სხვა ჯგუფებსაც უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა არც ქალს მოუტანს რაიმე ხელშესახებ შედეგს და არც ეკონომიკას.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, აქ კრიტიკა გამოიწვია იმან, რომ "ევროპულმა საქართველომ"რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის სპეციალური ზომის, კვოტის გამოყენებასთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ბაქრაძემ განმარტა, რომ კანონპროექტიდან ამოვარდნილი იყო მაჟორიტარული კომპონენტი, მაშინ, როცა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით რეალური პრობლემა არის არა პარტიული სია, არამედ მდგომარეობა რეგიონებსა და მაჟორიტარებში. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შევა კვოტების შესახებ ახალი კანონპროექტი, სადაც ეს და სხვა საკითხები გასწორებული იქნება, პარტიას თავისუფალი კენჭისყრა ექნება, რადგან ერთიანი პოზიცია ამ ეტაპზე არ არსებობს.

"მე პირადად დავუჭერ მხარს და ამას ვამბობ საჯაროდ. მე მხარი არ დავუჭირე არა იმიტომ, რომ ვიყავი კვოტის წინააღმდეგი, არამედ იმიტომ, რომ ვიყავი იმ ფორმის წინააღმდეგი, როგორც ის შემოვიდა". - აღნიშნა ბაქრაძემ.

შეხვედრაზე კითხვა დასვა ეკა მესხიძემაც, რომელსაც, სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. მესხიძე დაინტერესდა დავით უსუფაშვილის აზრით და ხაზი გაუსვა, რომ ის იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელიც მას დევნის. 

არ ვიცი, მომავალში რა მელოდება. წინ მაქვს უამრავი სასამართლო და უნდა მომიწიოს იმის მტკიცება, რომ ნამდვილად ვიყავი დისკრიმინაციის მსხვერპლი. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როცა აღმოვჩნდები საარჩევნო ყუთთან, სწორი გადაწყვეტილება მივიღო და მოვისმინო თქვენგან რას მპირდებით, როგორ დამიცავთ. მე ვერ დამიცვა ჩემმა ქვეყანამ", - მიმართა მან უსუფაშვილს.

საპასუხოდ, პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რის გაკეთება სცადა მაშინ, როცა პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო შევიწროების შესახებ შეიტყო, რადგან შედეგი არ დამდგარა.

ერთადერთი, რისი თქმაც მე შემიძლია თქვენს კითხვაზე, რადგან ვიყავი იმ ხელისუფლების ნაწილი, იმ მინისტრის დანიშვნის მხარდამჭერიც და ა.შ, არის გულწრფელი ბოდიში იმისთვის, რომ თქვენ ამ ვითარებაში აღმოჩნდით. ამ ერთი სიტყვით ვერ შემოვიფარგლები და გეუბნებით მეორე სიტყვას, ასევე გულწრფელად - მადლობა. ცხოვრება ასეა, გვიწევს ხოლმე არაპროპორციულად დიდი ტვირთის ტარება ადამიანებს ხანდახან საჯარო, საქვეყნო, საზოგადო საქმისთვის. ეს ხან ჯარისკაცს მოუწევს ხოლმე, რომელიც ბრძოლის ველზე სიცოცხლეს ტოვებს, ხან ადამიანს, რომელიც არანაკლებ ბრძოლის ველზეა, როდესაც ამ ტიპის თემებს შეერკინება და ამითი არანაკლებსაკეთებს. ამიტომ ბოდიში და მადლობა, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით ამ კონკრეტულ თემაზე", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის ორი კანდიდატის დისკუსია საქართველოში ქალთა მდგომარეობის შესახებ ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ორგანიზატორების თქმით, მნიშვნელოვანია, ვინ მივიდა შეხვედრაზე და ეს უკვე გამოხატავს მათ პოზიციას, რამდენად არის პრიორიტეტული ქალების უფლებები.

"იყო პრობლემური საკითხები და კითხვები, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებულები, რაც აჩვენებს იმას, რომ თუკი საზოგადოებაში ინტერესი არის და ქალები კატეგორიულად აყენებენ გარკვეულ საკითხებს, თუკი ეს ხმა ისმის, ამ შემთხვევაში აქცევენ პოლიტიკოსები ამას ყურადღებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქალების დამსახურებაა დღეს ეს ადამიანები ამ თემებზე რომ საუბრობდნენ და არა მაინცდამაინც იმ პოლიტიკური ჯგუფების. თუმცა მაინც მადლობა, რომ შეხვედრაზე დათანხმდნენ და საკუთარი ხედვები გაგვიზიარეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ხედვები, რომლებიც ახლა განცხადების სახით იყო გაზიარებული, გადაითარგმნება იმ პოლიტიკაში, რაზეც საუბრობენ. სამომავლოდ ამას ველოდებით", - ამბობს იდა ბახტურიძე.

ის არ იზიარებს კანდიდატების ხედვებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და კვოტირებისნაწილში.

ქალთა მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, ბაია პატარაიას თქმით, ეს დისკუსია იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ორი საათის განმავლობაში პასუხობდნენ კონკრეტულ, პირდაპირ ქალებისგან წამოსულ შეკითხვებს.

"პასუხები იყო ნაწილობრივ კარგი და რაღაც მომენტებში ჩანდა, რომ ეს თემები ამ ადამიანებისთვის უცხოა და სიღრმისეულად არ იცნობენ, მაგრამ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ - ახლა იწყება ეს პროცესი, ქალთა თემა გახდა პოლიტიკურად იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატს პირდაპირ ძალიან კონკრეტული კითხვა დაუსვა და ესაუბრო. მნიშვნელოვანია, რომ მოვიდნენ მომზადებულები და ეტყობოდათ, რომ იმეცადინესდა რაღაც საკითხებში კარგად გაერკვნენ. ეს დასაწყისია. შესაქებიაის ამბავი, რომ თუნდაც ორმა კანდიდატმა პასუხისმგებლობა იგრძნო, საკუთარ თავზე აიღო და ამ გამოწვევას გაუმკლავდა. ძალიან დასანანია, რომ პრაქტიკულად, ერთადერთმა ქალმა კანდიდატმა აბსოლუტურად ფეხებზე დაიკიდა და დააიგნორა ქალებთან შეხვედრა. ეს იყო პროფესიული ნიშნით შერჩეული აუდიტორია, რომელიც მუშაობს, არის სპეციალისტი ამა თუ იმ თემის, რომელიც ქალებს ეხება და ასეთი შეხვედრა აბსოლუტურად დააიგნორა. ასევე, ძალიან დასანანია, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი აჰყვა და გაეჯიბრა სალომეს არ მოსვლაში, თავიდან აპირებდნენ", - ამბობს პატარაია.

მისივე განმარტებით, დისკუსიისთვის შეარჩიეს ის 5 კანდიდატი, რომელთა წარმდგენი პარტიები იყვნენ ყველაზე რეიტინგულები IRI-ის ბოლო კვლევის მიხედვით.

Georgian
არჩევნები 20182018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიგრიგოლ ვაშაძესალომე ზურაბიშვილიშალვა ნათელაშვილიდავით ბაქრაძედავით უსუფაშვილიევროპული საქართველოშენების მოძრაობაენმერთიანი ნაციონალური მოძრაობასაქართველოს ლეიბორისტული პარტიაქართული ოცნებაარჩევნები 2018News ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text

ევროპულმა საქართველომ მოსახლეობას ალტერნატიული საპენსიო მოდელი წარუდგინა

$
0
0

დღეს ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე პარტიის მიერ შემუშავებული ალტერნატიული საპენსიო მოდელი წარადგინა. ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული სისტემისგან განსხვავებით, ევროპული საქართველოს მოდელი მოსახლეობას არჩევანს სთავაზობს. სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ, ამასთანავე მათ ექნებათ იმის არჩევანიც თუ ხელფასის რა ნაწილი გადარიცხონ საპენსიო ფონდში. 

რა სხვაობაა ქართული ოცნების მიერ მიღებულსა და ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ საპენსიო სისტემებს შორის?

ქართული ოცნების მოდელი

ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონმდებლობით, მოსახლეობა 2019 წლის პირველი იანვრიდან იძულებით დაზოგვით საპენსიო სისტემაში გაწევრიანდება. მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 40 წელზე ნაკლებია, საპენსიო ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად საკუთარი შემოსავლის 6%-ის სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადარიცხვა მოუწევთ. ამ თანხას მათი პენსიაზე გასვლის შემდეგ საპროცენტო სარგებელთან ერთად დაუბრუნებს. 

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

თუ პირის შემოსავალი წელიწადში 60 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო მისი საშემოსავლი გადასახადიდან საპენსიო ფონდში კონტრიბუციას არ მოახდენს. 

ამ ფულს სპეციალური საპენსიო სააგენტო განკარგავს. თანხა ჩაიდება ადგილობრივ საფინანსო აქტივებში - სახაზინო ობლიგაციებსა და ქართული კერძო ბიზნესის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ფონდის სანვესტიციო საქმიანობაზე ზედამხედველი ეროვნული ბანკი იქნება. 

საპენსიო რეფორმა ვალდებულებებს დამსაქმებლებსაც აკისრებს, მათ ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2%-ის მოცულობის შენატანები უნდა განახორციელონ, რაც კომპანიებისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება, და ისიც ავტომატურად ერთვება სქემაში, ეს კი მათთვის ახალი გადასახადის დაწესებასთან საკმაოდ ახლოსაა. სქემაში ჩართვის შემდეგ კომპანიებს სამი არჩევანი აქვთ:

  1. დასაქმებულის საპენსიო ფონდში ჩარიცხონ დასაქმებულის ხელფასის 2% ისე, რომ დასაქმებულის ხელფასის მოცულობა არ შემცირდეს. ამ შემთხვევაში, დამსაქმებლის ხარჯები იზრდება. მაგალითად, თუ ხელფასია 1000 ლარი, დასაქმებულის ხელფასი დარჩება 1000 ლარი და ამასთან ერთად, დამსაქმებელი კიდევ 20 ლარს ჩარიცხავს ფონდში. ჯამში დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ხარჯი გაიზრდება 20 ლარით.
  2. დამსაქმებლებს შეუძლიათ, საპენსიო ფონდში ჩასარიცხი 2% მოაკლონ დასაქმებულის ხელფასს და ისე მიმართონ საპენსიო ფონდში. ამ შემთხვევაში დამსაქმებლის ხარჯები უცვლელია, მაგრამ დასაქმებულის ხელფასი 2%-ით მცირდება.
  3. ნებისმიერი სახის თანაფარდობა ხელფასის 2%-ით შემცირებასა და დასაქმებულის შენახვის ხარჯების 2%-ით ზრდას შორის.

საპენსიო რეფორმის ეს ნაწილი ყველაზე მეტად ჰგავს ბიზნესისთვის ახალი გადასახადის დაწესებას, რადგანაც დასაქმებულთა ნაწილისგან (40-წელზე უფროსების) განსხვავებით, დამსაქმებლებებს არანაირი არჩევანი არ აქვთ. თუ მათი დასაქმებული ფონდში გაწევრიანებას გადაწყვეტს, მათაც სავალდებულო პრინციპით უნდა განახორციელონ კონტრიბუციები.

რას მიიღებთ:

თუ თქვენი შემოსავალი 500 ლარია, 20 წლის განმავლობაში დაზოგვის შემთხვევაში, იმ კალკულაციით, რაც ქართულმა ოცნებამ წარადგინა, თქვენ ყოველთვიურად დაახლოებით 85-ლარიან პენსიას მიიღებთ. ანუ, ოცნების მოდელით, 500 ლარის ხელფასის პირობებში დაზოგვა, საპენსიო ასაკში დაახლოებით 85 ლარის პენსიას ნიშნავს.

ევროპული საქართველოს მოდელი

ქართული ოცნების მოდელისგან განსხვავებით, რაც ქვეყანაში პრაქტიკულად ახალი გადასახადის დაწესებას წარმოადგენს, ევროპული საქართველოს მოდელი პირიქით, გადასახადების შემცირებას. ამ სისტემის ამოსავალი წერტილი მოქალაქეთა ინდივიდუალური არჩევანია. აღნიშნული სისტემა დაბალშემოსავლიან მოსახლეობას საპენსიო ასაკისთვის გაცილებით დიდი თანხის შეგროვების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე ქართული ოცნების სისტემა. ამის მიზეზია ის, რომ ევროპული საქართველოს მოდელი ათიათასობით მოქალაქეს საშემოსავლო გადასახადის სრულად დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. წარმოდგენილი სისტემა ყველაზე ახლოს ახალ ზელანდიურ საპენსიო სისტემა Kiwisaver-თან დგას.

რეფორმის აღწერა:

  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 500 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება მთლიანი ხელფასის მაქსიმუმ 6% (24 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახი სრულად მიმართთოს თქვენივე საპენსიო ანგარიშზე. ეს 500 ლარის შემთხვევაში 100 ლარს ნიშნავს. ანუ, მოქალაქეს, რომელსაც თვეში 500 ლარის შემოსავალი აქვს, საპენსიოდ ყოველთვიურად 124 ლარი ეზოგება. შედარებისთვის, ოცნების მოდელით, 500 ლარის ხელფასის შემთხვევაში საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 30 ლარია. 
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 500-1000 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 8% (64 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციის (ამ შემთხვევაში 8%-ის) ორმაგი ოდენობის თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 1000 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 80 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, რაც 200 ლარს წარმოადგენს, 160 ლარი თქვენს საპენსიო ანგარიშზე მიმართოს. ანუ, 1000 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 224 ლარი იზოგება. შედარებისთვის, ოცნების მოდელით, 500 ლარის ხელფასის შემთხვევაში საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 30 ლარია. 
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 1000-1500 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 10% (120 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციაზე, ამ შემთხვევაში 10%-ზე, 1.4-ჯერ დიდი ოდენობის თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 1500 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 120 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, 210 ლარს უმატებს. ანუ, 1500 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 330 ლარი იზოგება;
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 1500-2000 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 12% (192 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციის, ამ შემთხვევაში 12%-ის ტოლფასი თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 2000 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 192 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, 240 ლარს უმატებს. ანუ, 2000 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 432 ლარი იზოგება;
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 2000-2500 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 14% (280 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციის, ამ შემთხვევაში 14%-ის 0.57-ის ტოლფასი თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 2500 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 280 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, 199 ლარს უმატებს. ანუ, 2500 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 479 ლარი იზოგება;
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 2500-3000 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 16% (384 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციის, ამ შემთხვევაში 16%-ის 0.25-ის ტოლფასი თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 2500 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 384 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, 120 ლარს უმატებს. ანუ, 3000 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 504 ლარი იზოგება;
  • ამაზე დიდ ხელფასზე სახელმწიფო თანამონაწილეობა აღარ ვრცელდება.

40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე ადამიანი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება.

"ევროპული საქართველოს" მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს დაგროვილი თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო ასაკამდე გამოტანა შეუზღუდავად შეუძლია. ასეთ დროს, თუ მინიმუმ 20 წელი აგროვებდა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თანხას სრულად, დაუბეგრავად იღებს.

დაზოგილ თანხებს განკარგავენ კერძო საპენსიო ფონდები, რომელთაც ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს.

რეფორმის მიხედვით, მოქალაქეები პენსიას საბაზო პენსიასთან ერთად მიიღებენ. 

ალტერნატიული საპენსიო სისტემის პრეზენტაცია კითხვა-პასუხი

 

Georgian
საპენსიო რეფორმადავით ბაქრაძეევროპული საქართველოსოციალური დაცვაპენსიებიქართული ოცნებასაპენსიო რეფორმაNews ItemVideo
PoliticsEconomySocietyFull widthNoBefore article text

მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

$
0
0

​ოპერისმომღერალი, ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სააგენტო Efe-სინფორმაციით, მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და გასულ თვეში ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

მონსერატ კაბალიე ცნობილი საოპერო მომღერალი იყო, რომლის კარიერა 50 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ის ლუჩანო პავაროტის და პლაციდოდომინგოს მსგავსად, მოღვაწეობდა მეტროპოლიტენ ოპერას, სან ფრანცისკოსოპერასა და ვენის ოპერაში.

გარდა ამისა, ის ასევე ცნობილია ჯგუფ Queen-ისვოკალისტ ფრედი მერკურისთან დუეტითსიმღერაზე Barcelona, რომელიც კაბალიეს მშობლიურ ქალაქ ბარსელონასაში 1992 წელს ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნიც გახდა.

2007 წელს მონსერტ კაბალიე საქართველოშიც იმყოფებოდა. მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქალიშვილთან, მონსერატ მარტისთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა. 

Georgian
მონსერატ კაბალიეოპერამონსერატ კაბალიეNews ItemPoliticsSocietyWorldFull widthNoBefore article text

აშშ-ის სენატი: სტალინმა ჰოლოდომორის დროს უკრაინელი ხალხის გენოციდი მოაწყო

$
0
0

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნავს, რომსაბჭოთა დიქტატორმა, იოსებ სტალინმა 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდი მოაწყო, როცა მილიონობით ადამიანი შიმშილისგან დაიღუპა. საუბარია 1932-33 წლებზე, ჰოლოდომორზე.

3 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია ჰოლოდომორისშემდეგ 85 წლისთავს ეხმაურება და დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს უკრაინელი ხალხის მიმართ საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკის გახსენებას ემსახურება.

რეზოლუციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. როგორც მან ტვიტერზე დაწერა, სენატის გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნა, რომ ეს უკრაინულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია. გარდა ამისა, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებიც იგივესგააკეთებენ.

უკრაინაში მასობრივი შიმშილობა, ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებშიშესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

Georgian
ამერიკის შეერთებული შტატებისაბჭოთა რეჟიმისაბჭოთა რეპრესიებიიოსებ სტალინიუკრაინაჰოლოდომორიპეტრო პოროშენკოამერიკის შეერთებული შტატების სენატიაშშაშშ-ის სენატიაშშ-ის სენატის რეზოლუციასაბჭოთა რეჟიმიNews ItemPoliticsWorldFull widthNoBefore article text

პირს, რომელმაც 17 მაისს ლგბტ აქტივისტზე იძალადა, ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს

$
0
0

პირს, რომელმაც 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიქო ქორგილაძეზე ჰომოფობიური მოტივით იძალადა, ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს. არასრულწლოვან ს.კ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად ბრალდებულს, რომელიც 15 წლისაა, გამოძიება ნიქო გორგილაძეზე ძალადობას ედავებოდა, თუმცა შემდგომში საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და ს.კ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას გულისხმობს.

ტაბულა დაინტერესდა, რატომ შეიცვალა კვალიფიკაცია და რატომ აღარ ედავება გამოძიება თავდამსხმელს ძალადობას, თუმცა პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე მეტ განმარტებას ვერ გააკეთებენ.

საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესები გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

17 მაისს, მთავრობის კაცელარიასთანმიმდინარე აქციაზე "არა ჰომოფობიას", ნიქო გორგილაძეს თავს სიტყვის გამოსვლის დროს დაესხნენ. ახალგაზრდა კაცმა მას დაარტყა და გაიქცა, თუმცა პოლიციამ ადგილზე დააკავა.

Georgian
ჰომოფობია17 მაისინიქო გორგილაძეთავდასხმასაქართველოს მთავარი პროკურატურაჰომოფობიაNews ItemPoliticsCrimeSocietyFull widthNoBefore article text

ოდიშვილის პროდიუსერი: ფორმატის ცვლილების გამო ტექნიკურად გავიჭედეთ და გადაცემა ჩავარდა

$
0
0

ვასიკო ოდიშვილის გადაცემა "ვასმედიას"პროდიუსერი, გვანცა გორდეზიანი ტაბულასთანამბობს, რომ კვირას, 7 ოქტომბერს გადაცემის გაშვება ფორმატის ცვლილების გამო ვერ შეძლეს.

ტაბულამმას ჰკითხა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ "ვასმედია"ტელეკომპანია "იმედზე"შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის გამო შეჩერდა. გვანცა გორდეზიანის თქმით, "მსგავსი არაფერი არ არის".

"არ შეწყდება, კვირას ჩვეულებრივ გავა გადაცემა. გუშინ რაღაც პრობლემა გვქონდა ტექნიკური, ფორმატის ცვლილება გვინდოდა ოდნავ, რაც არ გამოგვივიდა ტექნიკურად სამწუხაროდ და კვირას ჩვეულებრივად გავა გადაცემა", - ამბობს ის.

ტაბულამ გვანცა გორდეზიანს ჰკითხა, რატომ გახდა ფორმატის ცვლილება საჭირო იმ გადაცემაზე, რომელიც ახალია და კვირას ეთერში მესამედ უნდა გასულიყო. პროდიუსერი ამ შეკითხვას ასე პასუხობს:

"ჩვენ თვითონ, გუნდში, შიგნით გაგვიჩნდა სურვილი, რომ კიდევ რაღაცები დაგვემატებინა, რის გამოც მერე გავიჭედეთ უბრალოდ ტექნიკურ ამბავში და ჩაგვივარდა გადაცემა. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები. კვირას ჩვეულებრივ დაელოდეთ გადაცემას", - ამბობს გვანცა გორდეზიანი.

ტაბულა ცდილობს "ვასმედიის"კიდევ ერთ პროდიუსერთან, ირაკლი ხრიკაძესთანდა თავად ვასიკო ოდიშვილთანდაკავშირებას. ამ დროისთვის სატელეფონო ზარებს არც ერთი მათგანი არ პასუხობს.

განახლება: რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა "ვასმედიამ", სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა განახლებული დეკორაციით 14 ოქტომბერს დაბრუნდება.

"ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ანონსის წინასწარ გავრცელების მიუხედავად, ტელეკომპანია "იმედის"ეთერში არ გავიდა გადაცემა "ვასმედია", რომლის ავტორი და წამყვანი ვასიკო ოდიშვილია. ბოლო გადაცემაში ოდიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა. "ლიბერალი"წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, გადაცემა შეჩერდა და ამის მიზეზი სწორედ კობახიძეზე ხუმრობა გახდა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ თავად პარლამენტის თავმჯდომარესაც ჰკითხეს. მან თქვა, რომ რომელიმე გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"არ მგონია რამე გადაცემა დახურულიყო, არ ვიცი. რანაირი ინფორმაცია არა მაქვს იმის თაობაზე, რომ რაიმე გადაცემა დაიხურა", - აღნიშნა კობახიძემ.

Georgian
მედიის თავისუფლებავასმედიატელეკომპანია იმედიგვანცა გორდეზიანიირაკლი ხრიკაძევასიკო ოდიშვილიირაკლი კობახიძემედიის თავისუფლებაოდიშვილის პროდიუსერი: ფორმატის ცვლილების გამო ტექნიკურად გავიჭედეთ და გადაცემა ჩავარდაNews ItemPoliticsSocietyFull widthNoBefore article text
Viewing all 4706 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>