კომპანია WALTBAY LTD-იმ ყაზახურ მხარესთან, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე, მოლაპარაკებები დაასრულა.
კომპანია WALTBAY LTD -იმ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - შპს სი ბი ეს ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს, უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.
"საზოგადოების ინფორმირებისთვის კომპანია საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წილის შეძენა ყაზახური მხარის მიერ გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების გამო მოხდა და ჯგუფი შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის წილის საქართველოში რეგისტრირბულ კომპანიაზე გადმოცემას უახლოვეს მომავალში განახორციელებს.
როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან, საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობდა. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება გახლდათ, რომელიც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს აზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებით, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს, მფლობელი ყაზახური კომპანიების წინაშე, 347 მილიონ 721 ათას 491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა.
კომპანია WALTBAY LTD-ს მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის ნასყიდობათვის, წაყენებული წინაპირობა გახლდათ შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა. კომპანია WALTBAY LTD-მ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდება სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან.
კომპანია WALTBAY LTD მზადაა მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უსაფრთხო მომარაგებას გულისხმობს,"- წერია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა. სესხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
ქართუ ბანკთან გარიგება 1 ოქტომბერს დაიდო. ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში არაა მითითებული ამ სესხის ვადიანობა და მისი საპროცენტო განაკვეთი.
1,000,000 ლარის სესხების დამადასტურებელი ჩანაწერი
ფოტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური
თანხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.
"საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად,"- წერია კანონში.
საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების კანონით განსაზღვრული ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 60,000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 120,000 ლარია. რეალურად, ივანიშვილის ქართუ ბანკი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია, მაგრამ რადგან ეს სესხის მეშვეობით ხდება, აღნიშნული კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც კანონი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის სესხების ლიმიტს არ განსაზღვარვს.
ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.
სალომე ზურაბიშვილის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა 1.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1.4 მილიონი სარეკლამო ხარჯს წარმოადგენს.
ოკუპირებული ცხინვლის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილიქართულ მხარეს გადმოსცეს.
"სახელმწიფო საზღვირსუკანონოდ კვეთისთვის 29 სექტემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, მაია ოთინაშვილი 2018 წლის წლის 9 ოქტომბრეს ლენინგორის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა 1 წლიანი თავისუფლების აღკვეთა 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით", - წერია განცხადებაში.
აქვე ასევე აღნიშნულია, რომ ოთინაშვილი 9 ოქტომბერს გათავისუფლდა და ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში ამბობენ, რომ მაია ოთინაშვილი ნამდვილად გაათავისულეს, თუმცა არ აკონკრეტებენ არის თუ არა ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ასევე "ბრალად ედება"თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების "საზღვრის უკანონო გადაკვეთაში"დახმარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვეში ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი იქნა მხილებული, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებისთვის კი სამინისტრომ 8 პოლიციელს დისციპლინური სახდელი დააკისრა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9-თვის ანგარიში პრეზენტაციისას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სამინისტროს პოლიტიკის გამკაცრებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო რეაგირება გამოვლინდა.
"ჩვენთვის რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ გარკვეულწილად, გაგვემკაცრებინაშიგნით სისტემაში თანამშრომელთა მხრიდან ოჯახური ძალადობის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრება. ჩვენ კარგად გვესმის ამასაც რამხელა პრევენციის ძალა აქვს და რამხელა მორალური მნიშვნელობა აქვს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია ოჯახური ძალადობის ჩადენაში, მის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დროული, ეფექტური და ეს ჩვენი შიდა დისციპლინის თემაც გახლავთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, დღეს უწყებამ გაავრცელა ოჯახში ძალადობის კუთხით 2018 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვით:
2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე;
2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ;
2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი.
შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია, "თრიალეთი"ავრცელებს ვიდეოს, სადაც გორის მერი, კონსტანტინე თავრაზაშვილი მოსახლეობას ხვდება და რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრობს. ის ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში "დაბომბვა ჩვენ დავიწყეთ".
"ხო შეიძლებოდა აქედან რომ ესვრი, იმათმაც ის გამოგიშვან საპასუხოდ... და აქ რა მოხდებოდა, წარმოგიდგენიათ ხო? ჩვენ მეორე დილით გავიგეთ, რო გავიღვიძეთ, 8-ში, ეს რა ხდებაო და დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. აი ამაზე კითხვას რომ ვუსმევთ, ჩვენ რო აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რო ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა?", - თქვა თავრაზაშვილმაკარალეთის დევნილთა დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
გარდა ამისა, მან აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს "ზანგი"უწოდა. ერთ-ერთ ადგილობრივთან რუსეთ-საქართველოს ომის და ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებების განხილვისას გორის მერი ამბობს:
"კონდოლიზა რაისი იყო ჩამოსული, ზანგი რო იყო".
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია "თრიალეთის"ინფორმაციით, გორის მერი კარალეთის დევნილთა დასახლებაში "ქართული ოცნების"მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მივიდა და ხმებს ითხოვდა.
ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკიდან"აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის გადახდას არ აპირებს.
"არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, იმიტომ, რომ მე უნდა ავიღო 10%. და 10%-ს კი არა 70%-ს ავიღებ. მე დამოუკიდებელი ვარ, დამოუკიდებელია ბანკი და მე ავიღე სესხი ჩემით, რომლის პროცენტებსაც არ გადავიხდი იმიტომ, რომ მივიღებ ბევრად მეტს ვიდრე 10%,"- სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა ქართუ ბანკთან გარიგება 1 ოქტომბერს დაიდო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაშიარაა მითითებული ამ სესხის ხანგრძლივობა და მისი საპროცენტო განაკვეთი.
1,000,000 ლარის სესხების დამადასტურებელი ჩანაწერი
ფოტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური
თანხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.
"საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად,"- წერია კანონში.
საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების კანონით განსაზღვრული ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 60,000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 120,000 ლარია. რეალურად, ივანიშვილის ქართუ ბანკი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია, მაგრამ რადგან ეს სესხის მეშვეობით ხდება, აღნიშნული კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც კანონი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის სესხების ლიმიტს არ განსაზღვარვს.
ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.
სალომე ზურაბიშვილის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა 1.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1.4 მილიონი სარეკლამო ხარჯს წარმოადგენს.
ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ბარგის და ხელბარგის პოლიტიკას ცვლის. მგზავრებს ბორტზე უფასოდ მხოლოდ მცირე ზომის ჩანთის (40x30x20 სმ) ატანა შეეძლებათ. 1 ნოემბრიდან, Basic ბილეთში სწორედ მხოლოდ ეს ერთი ჩანთა შევა.
შესაბამისად, სტანდარტული 10 კგ-იანი გორგოლაჭიანი ჩემოდნით (55-40-23სმ) მგზავრობა ფასიანი გახდება. მომხმარებელს Wizz Priorirty-ს სერვისით სარგებლობა მოუწევს, რომლის ღირებულებაც ერთ გზაზე 5-10 ევროა.
გარდა ამისა, Wizz Air მგზავრებს 20 და 32 კგ-იან რეგისტრირებულ ბარგთან ერთად, 10-კგ-იან ბარგსაც სთავაზობს. მისი ფასი რეისის მიხედვით, 7 ევროდან იწყება.
Wizz Air ქუთაისიდან დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის და რიგის მიმართულებით. 15 ნოემბრიდან - ქუთაისი-ვენის მიმართულებით შესრულდება პირველი პირდაპირი ფრენა, ხოლო 2019 წლის აპრილიდან - გდანსკის მიმართულებით.
მსოფლიოში მნიშვნელოვანი, მაგრამ შეუმჩნეველი ცვლილებები ხდება. მას შემდეგ, რაც 10,000 წლის წინ სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული ცივილიზაციის ერა დაიწყო, კაცობრიობის ნახევარი პირველად აღარ არის ღარიბი ან მოწყვლადი იმისთვის, რომ ღარიბი გახდეს.
ჰომი ქარასისა და კრისტოფერ ჰამელის ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 50%, დაახლოებით 3.8 მილიარდი ადამიანი, შეიძლება “საშუალო ფენად” ან “მდიდრად” ჩაითვალოს. დაახლოებით ასეთივე რაოდენობაა ღარიბების.
მკვლევარები მსოფლიო მოსახლეობას ოთხ ნაწილად ყოფენ: 600 მილიონი ადამიანი ღარიბია - შემოსავალი დღეში 1.90$; 3.2 მილიარდი ადამიანი ფინანსურად გაჭირვებული- შემოსავალი დღეში 1.90$-დან 11$-მდე; 3.6 მილიარდი ადამიანი საშუალო ფენას წარმოადგენს, ხოლო 200 მილიონი ადამიანი მდიდარია - მათი შემოსავალი დღეში 110$-ზე მეტია
ფოტო: World Data Lab
2018 წლის სექტემბერი გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა - ამიერიდან, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ღარიბები არ იქნებიან უმრავლესობაში, იწყება პერიოდი, სადაც უმრავლესობას საშუალო ფენა წარმოადგენს.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 2030 წლისთვის მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა იქნება:
ფოტო: World Data Lab
ჩარტი გვიჩვენებს, რომ ღარიბების რაოდენობა 150 მილიონით, ხოლო გაჭირვებულების რაოდენობა 900 მილიონით შემცირდება. საშუალო ფენას დაემატება 1.7 მილიარდი ადამიანი, ხოლო მდიდრებში კიდევ 100 მილიონი ადამიანი გადავა.
საშუალო ფენა განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლებით - მათ აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ, მაგალითად, მოტოციკლეტი, მაცივარი ან სარეცხი მანქანა შეიძინონ. შეუძლიათ კინოში ან დასასვენებლად წასვლა. ისინი მეტად დარწმუნებულები არიან, რომ გადაიტანენ ეკონომიკურ შოკს - ავადმყოფობა, დროებითი უმუშევრობა - გაღარიბების გარეშე.
დღევანდელ სამყაროში, ყოველ 1 წამში 1 ადამიანი აღწევს თავს სიღარიბეს, ხოლო წამში 5 ადამიანი საშუალო ფენაში გადადის. მდიდრების რაოდენობაც იზრდება, მაგრამ შედარებით ნელა - 1 ადამიანი ყოველ 2 წამში.
ჩარტის პირველი, ყვითელი ხაზი აჩვენებს 1820-1990 წლებში იმ ადამიანების წილს მსოფლიო მოსახლეობაში, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ანუ დღეში 2$-ზე ნაკლებით. 1820 წელს მსოფლიო მოსახლეობის 94% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 1990 წელს ეს მაჩვენებელი 54%-მდე შემცირდა.
მეორე, წითელ ხაზში სიღარიბე განსაზღვრულია, როგორც დღეში 1$-ზე ნაკლებად ცხოვრება. 1820 წელს მსოფლიო მოსახლეობის 84% სწორედ ასე ცხოვრობდა, 1990 წლისთვის კი 24%.
მოკლე შავი ფერის ხაზი გვიჩვენებს 1980-2015 წლებს და სიღარიბეს განსაზღვრავს, როგორც დღეში 1.90$-ზე ნაკლებად ცხოვრებას. 1980 წელს მსოფლიო მოსახლეობის 44% ცხოვრობდა ასე, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.6%-ია.
ეს კარგად აჩვენებს სიღარიბის კლების ტენდენციას ბოლო 200 წლის განმავლობაში. კლება განსაკუთრებით დაჩქარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ამ ტენდენციას მოწმობს სხვა სტატისტიკებიც, მაგალითად HumanProgress-ის სტატისტიკა გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რაოდენობა 1820-2015 წლებში და როგორ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ მდგომარეობაში არ არიან.
ნარინჯისფერი ხაზი - ადამიანები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ
ცისფერი ხაზი - ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში
ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად შეამცირა სიღარიბე, ჩინეთია. 1980 წელს ჩინეთში ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი ცხოვრობდა. ეკონომიკის ლიბერალიზაციის შედეგად, 1981-2010 წლებში 680-მა მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს - რაც, მაგალითად, ლათინური ამერიკის მთლიან მოსახლეობაზე მეტია. ჩინეთზე ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის შემცირების მესამედი მოდის.
ასევე მნიშვნელოვანია აფრიკისა და ინდოეთის მაგალითი - 1999-2010 წლებში აფრიკაში მშპ ერთ მოსახლეზე ინფლაციის გათვალისწინებით 97%-ით გაიზარდა, ხოლო ინდოეთში 90%-ით შემცირდა შიმშილი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1991 წელს 40 წლიანი სოციალისტური სტაგნაცია კაპიტალისტური რეფორმებით შეცვალა.
ეს ჩარტი აჩვენებს სიღარიბის დონეს (რომელიც განსაზღვრულია დღეში 1.25$-ით) ბანგლადეშში (ნარინჯისფერი), ჩინეთში (ცისფერი), ვიეტნამსა (იასამნისფერი) და ინდოეთში (მწვანე). Brookings Institution-ის მკვლევარების ლორენს ჩენდისა და ჯოფრი გერტის მიხედვით - “ 2005-2010 წლებში, ღარიბების რაოდენობა მსოფლიოში ნახევარი მილიარდით შემცირდა. სიღარიბის ამგვარი კლება უპრეცედენტოა ისტორიაში - არასოდეს ამდენ ადამიანს არ დაუღწევია თავი სიღარიბისთვის ასეთ მოკლე პერიოდში.”
ჩინეთის წარმატების შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ახალ საშუალო ფენას ძირითადად აზიელები წარმოადგენენ, საშუალო ფენის შემდეგი მილიარდი მომხმარებლიდან 10-დან 9 აზიელი იქნება - ისინი არიან ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან.
მზარდ შემოსავლებს სხვა დადებითი შედეგებიც მოაქვს - ახალშობილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1990 წელს ყოველი 1000 ახალშობილიდან 64.8 იყო, ხოლოდ 2016 წელს ეს მაჩვენებელი 30.5-ია.
ადამიანები უფრო ნაკლებს მუშაობენ და მეტ დროს ხარჯავენ გართობაზე. მაგალითად, 1950 წელს საშუალო ამერიკელი მუშა 1,983 საათს მუშაობდა წელიწადში. 2016 წლისთვის ეს მონაცემი დაეცა 1.774 საათზე, რაც 209 საათით ნაკლები მუშაობის მაჩვენებელია. ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებშიც იგრძნობა, OECD-ის სტატისტიკების მიხედვით, მაგალითად, 2000 წელს, ავსტრალიაში თუ მუშა საშუალოდ წელიწადში 1,780 საათს მუშაობდა, 2017 წელს მაჩვენებელი 1676 საათია. ჩილეში 2,263 სამუშაო საათი 2000 წელს, 2017 წელს 1,954 საათი გახდა.
1960 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52,6 წელი იყო. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 71.9 წელია.
განათლება ყველა საფეხურზე მეტად ხელმისაწვდომია. დაწყებითი სკოლის დამთავრების მაჩვენებელი 1970 წლიდან 2015 წლამდე 20%-ით გაიზარდა. ზრდა ასევე აღინიშნება საშუალო და მაღალ საფეხურებზე.
მიუხედავად ტერორისტული მკვლელობების ზრდისა, მსოფლიო დღეს მეტად უსაფრთხოა, ვიდრე, მაგალითად, ცივი ომის პერიოდში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ადამიანებს უფრო მეტი წვდომა აქვთ ინფორმაციასთან დღეს, ვიდრე სხვა დანარჩენ პერიოდში.
"ლურჯი ვეშაპის"შემდეგ ახალი სახიფათო ონლაინ თამაში, სახელწოდებით "მომო"გამოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ მან უკვე ქართველ თინეიჯერების ინტერესიც გამოიწვია.
არსებობს თუ არა ერთი კონკრეტული "მომო"ნამდვილად, უცნობია. თუმცა ამ სახელს ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი იყენებს და მოზარდებს თამაშში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამ ეტაპზე დაუდგენელია, ეს არის კომპიუტერული ვირუსი თუ კონკრეტული პირი, ვინც სოციალური ქსელით დაკავშირების შემდეგ, მომხმარებლის პირად ინფორმაციას იღებს.
"მომოს"ავატარის ფოტოზე იაპონელი არტისტის, კეისუკეაისავასნამუშევარია გამოსახული, რომელსაც "დედა ჩიტი"ჰქვია. ექსპონატი ტოკიოს ვანილაგალერეაში გამოიფინა. ეს არის უცნაური ვიზუალისმქონე ქალის ტანის ზედა ნაწილი ფრინველის ფეხებზე. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტორს "მომოსთან"კავშირი არ აქვს. თავდაპირველად ბევრი გამოცემა წერდა, რომ ავტორი მიდორიჰაიაშია, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა - "დედა ჩიტი" LinkFactory-სდა კეისუკეაიავასეკუთვნის.
ფოტო: https://www.instagram.com/p/BlShmTLHjNR/
როგორც ინტერნეტ თამაშების უმრავლესობასთან, "მომოსთან"წვდომასაც მოზარდები მარტივად ახერხებენ, შედეგები კი სახიფათოა. არსებობს ინფორმაცია, რომ ის ე.წ. "თვითმკვლელ"თამაშებს მიეკუთვნება და შესაბამისად, უკანასკნელი დავალება ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, სუიციდი იყოს. "ლურჯი ვეშაპისგან"განსხვავებით, აქ უცნობია ამ ყველაფრის უკან დგას თუ არა ერთი კონკრეტული პირი - ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოში"მომოს"სახელს სხვადასხვა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადამიანი მუქარის, დაშინების, შანტაჟის ან სხვა მიზნით იყენებს. შედეგი ყველა შემთხვევაში სახიფათოა - მსგავსი ტიპის თამაშები, იქნება ეს ერთი კონკრეტული პირის მიერ მართული თუ "თვითმარქვია", იპარავს მასში ჩართული ადამიანების პირად ინფორმაციას და მისი გავრცელების მუქარით სხვადასხვა დავალების შესრულებას აიძულებს. თავდაპირველად, ეს შეიძლება მოზარდებისთვის სახალისოც იყოს, თუმცა უარის შემთხვევაში მათ აშანტაჟებენ, ემუქრებიან, ხშირად აიძულებენ მიიყენონთვითდაზიანებები, უგზავნიან ძალადობის ამსახველ ფოტოებს, აქეზებენ თვითმკვლელობისკენ და ა.შ. ამ ტიპის საშიში თამაშებისგან თავის დაღწევა მოზარდებს ხშირად ძალიან უჭირთ და იძულებულნი არიან, დავალებები შეასრულონ.
მექსიკის პოლიციის ინფორმაციით, თავდაპირველად, თამაში "მომო"ფეისბუქ ჯგუფში დაიწყო და მისი იდეა უცხო ტელეფონის ნომრებთან დაკავშირება იყო. შემდგომ თამაშმა WhatsApp-შიგადაინაცვლა, რომელიც პირად ინფორმაციას უფრო უფრთხილდება და შესაბამისად, შეტყობინებების ავტორის პოვნა რთულია. ვრცელდება ცნობები, რომ "მომო"მოზარდებს სწორედ ამ სოციალური ქსელით უკავშირდება და საშიშ შეტყობინებებს უგზავნის, ასევე, სხვადასხვა დავალებას აძლევს. თუმცა ამ სახელით ანგარიში ბევრ სოციალურ ქსელში არსებობს და მათი ნაწილი თამაშის შესახებ წერს. ასეთი ანგარიშები იძებნება ქართულ ენაზეც.
ფოტო: ტაბულა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ თამაშის შესახებ იციან, თუმცა არავის მიუმართავს და შესაბამისად, გამოძიებაც არც ერთ ასეთ საქმეზე არ დაწყებულა.
განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ სკოლებში "მომოს"თამაშის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
"მომო"მსოფლიოში აქტუალური ბოლო რამდენიმე თვის წინ გახდა. უცხოური მედია წერს, რომ ის თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში გავრცელდა და რამდენიმე თვითმკვლელობა სწორედ ამ თამაშის გამო მოხდა. საუბრობენ სამ მოზარდზე. მათ შორის, არგენტინაში 12 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტი პოლიციამ სწორედ "მომოს"დაუკავშირა. მათი თქმით, მოზარდმა სუიციდამდე ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელიც სოციალურ ქსელში უნდა გავრცელებულიყო, როგორც დავალების შესრულება.
"მომოს"შესახებ მშობლებს აფრთხილებენ მექსიკაშიც. ტაბასკოსშტატის კომპიუტერულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელადა მოზარდებს მოუწოდა უცნობებთანკონტაქტს მოერიდონ.
გავრცელებულ ინფორმაციას FoxNews-თანგამოეხმაურაWhatsApp-იც. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და მათ შეუძლიათ არასასურველი ნომრები დაბლოკონ. ასევე, მათ მოუწოდეს მომხმარებლებს შეატყობინონ პრობლემების შესახებ, რათა რეაგირება შეძლონ.
მიუხედავად ამისა, თამაშის შესახებ ამ დრომდე დეტალური ინფორმაცია მხოლოდ ტაბლოიდურიმედიის მიერ ვრცელდება. არსებობს მოსაზრება, რომ "მომო"ლეგენდაა და არა კონკრეტული თამაში. თუმცა, ამ ვერსიის ავტორების თქმითაც, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ტიპის ისტორიები არ შეიძლება იყოს საშიში.
ინტერნეტში იძებნება ვიდეოები, მათ შორის ქართულ ენაზეც, სადაც მოზარდებს "მომოს"საფრთხეზე აფრთხილებენ, თუმცა არის ისეთებიც, სადაც "დედა ჩიტის"ფოტოიანანგარიშს პირიქით, დასცინიან.
ამ დრომდე უცნობია ვინ არის "მომო"და არსებობს თუ არა ის ნამდვილად. არსებობს ვერსია, რომ ეს მშობლების დასაშინებლად მოგინილი ლეგენდაა. მიუხედავად ამისა, მშობლებს "დედა ჩიტის"ფოტოსთან მიმართებაში და ზოგადადაც, ყურადღება მართებთ, რათა ბავშვების ინტერნეტთან კონტაქტი იყოს დაცული და უსაფრთხო.
ცნობისთვის, ბოლო წლებში რამდენიმე საშიში ინტერნეტ თამაში გამოჩნდა, მათ შორის იყო რუსეთში აღმოცენებული "ლურჯი ვეშაპიც". თამაში მოთამაშეებისა და კურატორებისგან შედგებოდა, რომლებიც დავალებებს გასცემდნენ და თამაშში ახალი მონაწილეები შეჰყავდათ. ეს დავალებები შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ტიპის, თუმცა, ისინი თანდათანობით რთულდებოდა. 30-40 დავალება ხშირ შემთხვევაში თვითდაზიანებაა იყო, ბოლო, 50-ე დავალება კი ზოგჯერ თვითმკვლელობაც. სხვადასხვა ინფორმაციით, "ლურჯი ვეშაპის"შედეგად 130-მა მოზარდმა მოიკლა თავი. მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ თამაშის ერთ-ერთი ადმინისტრატორი დააკავეს.
ჩართულობის და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სადაც მუშაობდა 30 სექტემბერს მოკლული ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ძალადობა ქსენოფობიურ ნიადაგზე მოხდა.
"ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთანკონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე. როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად ავრცელებს.
ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რადგან "ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო".
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციითვე, საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე პირი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია. მოკლულის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.
"ამ დროისთვის გამოძიების მიმდინარეობისას არსებობს რიგი გარემოებები, რაც იწვევს შეშფოთებას. კერძოდ, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით.
"მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, თუ რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი, იკვეთება თუ არა სიძულვილის მოტივი. აღნიშნულის დადგენა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
25 წლის ვიტალი საფაროვი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობის და განვითარების ცენტრში" მუშაობდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ვიტალი საფაროვი მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობასგულისხმობს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ შსს-ში.
"ქართული ოცნების"მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თავისი ოცნებების შესახებ ფეისბუქზე წერდა.
სალომე ზურაბიშვილის ოცნებების ადრესატები თავდაცვის, იუსტიციის, კულტურის, დიასპორის, რეინტეგრაციის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრები და პრემიერმინისტრიარიან, ასევე, თბილისის მომავალი მერი. ისინი 2012 წლის 8-9 ოქტომბერსაა დაწერილი და ყველაზე ვრცელი ტექსტი პრემიერმინისტრის მიმართაა.
ტაბულა პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტებს უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]:
თავდაცვის მინისტრს მინდა გავახსენო (დარწმუნებული ვარ უჩემოდათაღსოვსმაგრამ მაინც) ის ოცამდე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ოფიცერი და ჯარის კაცი სრულიად უდანაშაულოდ რომ ემსხვერპლენნაცების მიერ დადგმულ მუხროვანის გადატრიალების პაროდიას ვერც ვერაფერი დაუსაბუთესმაგრამ ციხეში ჩაალპეს.... იმათ პროცესვესწრებოდი და იმ დღიდან მათი ანთებული სახეები არ დამვიწყებია..... მათი განთავისუფლება დაუყონებლივ არის ჩემი პირველი ოცნება!
იუსტიციის მინისტრს რომელაცდიდ პატივს ვცემ, მინდა ჩვენი ყველასი დიდი სურვილი და იმედი გავუზიარო: რომ რაც შეიძლება ჩქარა - და თუნდაც დამნაშავეების დასჯამდე- იმ უდანაშაულო უამრავი პატიმრის საქმე გადაიხედოს და რაც მთავარია რომ ეს პროცესი ყველასთვის ერთნაირად მისაწვდომი, გამჭვირვალე და სამართლიანი აღმოჩნდეს ... უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი მადლი! შენი მჯერა თეა!
სანამ დავიწყებდეთ ნგრევას და გადატანგადმოტანას იმ სიმახინჯეებისრითაც "მორთული"ჩვენი ქვეყანა, გთხოვთ ჯერ მივხედოთ იმას რაც სასწრაფოდ გადასარჩენია ჩვენი კულუტურულსგანძურიდან; ხელნაწერები (რაც გადაურჩა ბუბა კუდავას), ეროვნული მუზეუმი (რაც გადაურჩა ლორთქიფანიძეს), მცხეთა,მესტია და მესტიის მუზეუმის სიწმიდეები,ატენის სიონი, გელათი და ჩვენი კავშირები იუნესკოსთან, ერეკლეს სასახლე და ალბადკიდევ მავწყდებაბევრი.... კონცერტების და ტაშფანდურის დრო აღარ გვაქვს თუ გვინდა იმის გადარჩენა რისთვისაც ღირს აქ ცხოვრება და ამ ქვეყნის დათვალიერება სხვებისათვის!
დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ და კიდევაც დავწერე ადრეც. რომ გაიხსნას "უცხოეთში მყოფ ქართველთა სახლი"თბილისშიმსადაც დაბრუნების მსურველებს მიეცემათ ყველანაირი ინფორაცია იურიდიული, ფინანსური თუ როგორ დაბრუნდენდა თუ ამის ბიუჯეტურისაშუალება იქნება ფინანსური დახმარებაც იმ პირობით თუ კი თავიანთ მკვიდრ სოფელში დასახლდებიან ... ეს პროცესი დაიწყოს და აღარ შეწყდეს იმიტომ რომ ვინმე გეტყვის 3თქვენ ჩვენის გუნდის ნაწილი არა ხართ!' და ვინც ჯერ არ დაბრუნდება შეიმნასბაზა უცხოეთში არსებული ჩვენი ძალების სხვა და სხვა პროფესიების მიხედვით თუ ვინ, როდის და როგორ. ამოუდგება გვერდში ქვეყანას...
კონფლიკტებისმინისტრს ! რეინტეგრაცია სიტყვა რა ვქნა და არ მომწონს და არ მგონია საქმეს წარუდგეს... ჯერ დევნილებს ადამიანური პირობები შევუქმნათ, ბოლო ომის დევნილებს კი -სასაზღვრო ზოლიდან ძალით გამოყვანილეებს - საქათმეებიდანდავაბრუნოთ სასაზღვრო სოფლებში სადაც თავიანთი კარ მიდამო მათ ელოდება ... მერე კი შევქმნათ მოლაპრაკებისპირობები და ამისათვის სიტყვა "არასოდეს"ან "წინაპირობა"ლექსიკონიდან ამოვიღოთ ,... ან კიდევ "ჩქარა""დაბრუნება""ტერიტორიები"... და რადგანცდრო გვაქვს დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ როგორ შევქდგინოთერთად ისტორიის სახელმძღვანელო .. და კიდევ ერთი ჩემი ძველი ოცნება აბხაზეთისდა სამეგრელოს საზღვარზე (ლაზიკის მაგივრად ???) თანამედროვე ჰიპოდრომისადაც ორივე მხრიდან გაიმართება შეჯიბრები და ცხენთსაშენი.... და ენგური ისევე ერთობლივ მართველობაშირამენაირად დავიბრუნოთ ... ეს როგორც საწყისი
სოფლისმეურნეობისმინისტრს ... ერთი ასეთი ოცნება- პროეკტიგვქონდა 2006 წელს წარდგენილი(მარინა მუსხელიშვილთანერთად) რომელსაც ერქვა "ასი სოფელი დემოკრატიის გადასარჩენად"სადაც თვით მართველობისგადასარჩენად სოფლის კერა უნდა აღდგენილიყო.... ასი სოფელი მაინც გავაცოცხლდეს 2013 წლის ბოლომდე.... და სამხარეო წყობა აღვადგინთ... ბაზრები ბაზრები ბაზრები ყველაგან! და პირველი რიგში თბილისში უბნის ბაზრები გლეხებმა საშველი რომ ნახონ!
თბილიშსიაღდგეს კავკასიური ონკოლოგიური ცენტრი და ბავშვთა ონკოლოგიური (თავისი ქალაქ გარეთ ცენტრებით ლეუკემიითდაავადებულ ბავშვებისათვის რომლებსაც შეძლებისდაგვარად აქობამდეუცხოეთში ვუშვებთ) ბოლო თანამედროვე აღჭურვილობით... მაში ჩაიდოს არა ნაკლები თანხები რაც დახარჯულა ბოლო რვა წლის განმავლობაში შადრვენებში, უცხო არქიტეატორებისხიდებშიმუგულავას ცოლის საზღვარაგერეთულოპერაციებში და სხვა და სხვა გიბსოკარტონისქალაქებში... და კიდევ აღდგეს ის რაც უნდა იყოს წამყვანი ქართული დარგი ... ფარმაცეტიკულიდა მცენარეული მკურნალობის საშუალებებით, თავის ბალნეოთერაპიულ ცენტრების აღდგენით (იმდენი გვაქვს ... ცხადია ჯერ მიშას მამა მოვაშოროთ ამ სექტორს) და ამ გზით საქართველოს დავუბრუნოთ მედეას მემკვიდრეობა.... ჯანდაბა იმათ ვინც იტყვიან რომ წარსულში ვბრუნდებით :))))
არ ვიცი რომელ მინისტრს (თუ თბილისის მერს როგორც კი გაიქცევა უგულავა)
აღარასოდეს არ დავინახო თბილისში (და ცხადია სხვა ქალაქებში) აშენებული გადასასვლელი ხიდი, ავტობუსში ასასვლელი, ან კინო და საკონცერტო დარბაზში შესასვლელი სადაც მოფიქრებული არ იქნება ინვალიდებისთვის ხელმისაწვდომობა .... ინვალიდებს საშუალება მივცეთ გამოვიდნენ სახლებიდან, სახელმწიფოსამსახურებშიიმუშავონ, და გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები! ეს იქნება ჩვენი სიამაყე და ჩვენი ცივილიზურობისუპირობო ნიშანი.... და ასევე ინვალიდ და გონება შეზღუდულ ბავშვებისათვის -ვისთვისაც დღეს არც სასწავლო და არც პენსიონატიაღარ არსებობს - დავაარსოთთანამედროვე ტეხნოლოგიებზედაფუძნებული ცენტრები... ანუ მოჩვენებითი და სანახაობითი არარგვინდა და ,,,კუტუნიოების"მაგივრად ჩვენს ბავშვებს მივხედოთ!
საგარეო საქმეთა მინისტრს - დიდი ხანი ვიფიქრე მეოცნება თუ არა :)))) რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში .. ალბადიმიტომ რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი... კარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირშემთხვევაში გაზიარება, და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება... მაგრამ საოცნებოდ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს კავკასიაში თავის სახეს და თავის როლს როგორც გამაერთანებელს, დამაწყანერებლსდა წამყვანს თანამედროვეობისკენ..... მალე გაგვემართოს (ეს სპორტის მინისტრსაც) ტრანსკავკასიური ოლიმპიური თამაშები რომელშიც ყველა კავკასიური ხალხის მონაწილეობით შედგება!
და ყველაზე საყურადღებო: საქართველოს დავუბრუნოთ თვისი სახე შელახული და დამახინჯებული.... ქვეყანა ტოლერანტობის წარმოაჩინეს როგორც ქვეყანა სადაც ეკლესიების კარს ანგრევენ და უმცირესობებს ავიწროებენ, ქვეყანა რუსთველის და სიყვარულის მსოფლიოს აჩვენეს როგორც ქვეყანა წამების და უსაზიზღრესსაქციელების, ქვეყანა განათლების და პოეზიის მსოფლიო კულტურიდან გააქრეს, ქვეყანა მასპინძლობის და მეზობლობის მეზობლებს გადაამტერესდა სტუმრების მსახურად გადააქციეს... ამ ოცნებას ერთ დღეში რომ ვერ აღვისრულებთეს მეც ვიცი. მისი აღსრულება ალბადსკოლებიდან უნდა დაიწყოს... განათლების სისტემიდან რომელიც გვინდა თანამედროვე მაგრამ ჩვენი და ჩვენ ხასიათზე გათვლილი და არა ვიღაცისგან გადმოტანილი.... და სახლში შეძენილ ზრდილობიდანუნდა დაიწყოს...
და პრემიერს რადგანცმივმართავ კიდევ ერთი ოცნება მექნება: ამ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოებაეღირსოს, ანუ საზღვრები დადგენილი და დაცული, სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხის ნდობას რომ იმსახურებენ და არა მიკერძოებულნი, პოლიცია და ჯარი ქვეყანას რო ემსახურება და არც მიშა მიშას არ იყვირებს და არც ბიძინას, ქვეყანა 'ნორმალური'.... და რაც ალბადყველაზე დიდი საქმეა სიძულვილის აღმოფრვევასაზოგადოებიდან წინა;დეგ შემხვევაშიდავიღჩვებითდა ვერ ამოვწევთთავს... თუ რამე იარაღი დაიტოვეს და შეიძლება მისი ამოქმედება შეს=ძლონეს არის სიძულვილი და ყველაზე საშიში.
და მართლა ოცნებაში რომ ჩამეთვალოს შეიძლება თქვენ წასვლისას პრემიერის პოსტიდან ისევ ვიფიქროთ (ვიფიქროთ ვთქვი და არა მომხრე ვარო) თუ საქართევლოსმონარქიული წყობა უფრო არ მოუხდებოდა თავისი დამაწყნარებელდა შეწმწყნარებელითვისებებით... ვიფიქროთ სხვა არ მითქვამს და კანდიდატი არა მყავს :)))))... ეს ბოლო ოცნება კი ის არის რაც ოცნება უნდა იყოს ანუ შორეული და ვით მიუწვდომელი ... ყველა დანარჩენი ოცნება კი სასწრაფოდ მისახედია!
რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში .. ალბად იმიტომ რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი... კარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირშემთხვევაში გაზიარება, და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება... მაგრამ საოცნებოდ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს კავკასიაში თავის სახეს და თავის როლს როგორც გამაერთანებელს, დამაწყანერებლს და წამყვანს თანამედროვეობისკენ..... მალე გაგვემართოს (ეს სპორტის მინისტრსაც) ტრანსკავკასიური ოლიმპიური თამაშები რომელშიც ყველა კავკასიური ხალხის მონაწილეობით შედგება!
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრი, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს დანაშაულზე, რომელიც, მათი თქმით, სავარაუდოდ, ჩადენილია ნეონაცისტური ჯგუფის წევრების მიერ.
"ვიტალი საფაროვის საქმე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ იგი შესაძლოა იყოს ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი პირველი მკვლელობა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა სავარაუდოდ ჩადენილია ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით, შსს-მ საქმე უნდა გადააკვალიფიციროს და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით გააგრძელოს.
"მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, საქმეს დაუყოვნებლივ მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებას წარუდგინოს გამოძიების დეტალები, დანაშაულის მოტივი და დადასტურების შემთხვევაში, გამოკვეთოს დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის რასობრივი, რელიგიური, ეროვნული და/ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი", - აღნიშნულია TDI-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანთან მდებარე ბარებში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ნეონაცისტური ახალგაზრდული დაჯგუფებები განსაკუთრებით აქტიურობდნენ. TDI-ის თქმით, ბარებში მომუშავე პერსონალი ადასტურებს, რომ მათი აგრესიული და ძალადობრივი ქცევის გამო ხშირად საპატრულო პოლიციაც გამოძახებულა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ამ ფაქტებზე არასაკმარის რეაგირებას ახდენდა.
"ყველა უცხოელის მიმართ აგრესია ჰქონდათ, კასტეტებით, დანებით, რკინის ჯაჭვებით დადიოდნენ და ხალხს აშინებდნენ, ბოთლებს ესროდნენ მანქანებს, ბარმენებსაშინებდნენ და ემუქრებოდნენ, ჩხუბებს ტეხავდნენ, სიამაყით ყვებოდნენ როგორ სასტიკად სცემდნენ უსახლკარო ადამიანებს ქუჩაში [...] პოლიციას თვალიც არ დაუხამხამებია, არც მაშინ ჰქონდათ რეაქცია ჩემს ყოფილ უფროსს გადამტვრეული ბოთლი რომ დაადო სახეზე და დასახიჩრებითემუქრებოდა, უბრალოდ სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევდნენ და მშვიდად მიდიოდნენ" - ამბობს ერთ-ერთი მათგანი, TDI-ის ინფორმაციით.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არსებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვის მკვლელი სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი იყო.
"შარშან ზუსტად ამ პერიოდში ამ ბიჭის მკვლელები, პატარა ნაცისტები დადიოდნენ ბარში და რამდენიმე თვის განმავლობაში ლამის ყოველდღე პატრული ან კრიმინალური მოდიოდა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი TDI-სთან.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში სავარაუდო მკვლელის სურათებიც ფიქსირდება, რომელიც დატვირთულია ნაცისტურ-სოციალისტურიპარტიის და "შუცშტაფელის(SS)" სიმბოლიკით.
"დანაშაულის ადგილის ირგვლივ მომუშავე ადამიანები მიუთითებენ, რომ კონფლიქტი უკავშირდებოდა ენობრივ და ნაციონალურ საკითხებს. ასევე ყვებიან, რომ გარშემო მყოფი პირები, კონფლიქტამდე, ნეონაცისტურ ჯგუფს გაერიდნენ მათი გამორჩეული აგრესიის გამო", - აღნიშნავენ TDI-ში.
ორგანიზაციაში საუბრობენ იმაზეც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ნეოფაშისტური და ულტრანაციონალისტურიჯგუფები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან კონკრეტული წარმოშობის, ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ 1 თვის წინაც მიმართეს შსს-ს "საქართველოს დარაჯების"საქმეზე და მოუწოდეს მყისიერი რეაგირება მოეხდინა სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებზე.
ვიტალი საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობისა და განვითარების ცენტრში"ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა, რომელიც მკვლელობას ასევე ქსენოფობიურ საფუძვლებს უკავშირებს.
"ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე. როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ჩართულობისა და განვითარების ცენტრი ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად ავრცელებს.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რადგან "ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო".
25 წლის ვიტალი საფაროვი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოკლეს. მას ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. გარდა ამისა, დაჭრეს მისი მეგობარიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობასგულისხმობს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ შსს-ში.
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ ჯარს მიმართავს. დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, მათი წმინდა მოვალეობაა დაიცვან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ქვეყნის ტერიტორიაზე და დაიცვას სუვერენიტეტი.
"პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი. არსებული კამპანიის მიმდინარეობისას ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ეს თემა. დღეს იმ ადამიანებს მინდა მივმართო ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავს, ქართველ ჯარისკაცებს: იცოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე თქვენი სიცოცხლის და პროფესიონალიზმის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეების დაცვაში. არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო", - მიმართა ჯარისკაცებს პრეზიდენტმა.
გარდაამისა, გიორგი მარგველაშვილმა სამხედროებს უთხრა, რომ მათი გმირობა ყოველთვის იქნება დაფასებული და პოლიტიკურმა დებატებმა მათზე არ უნდა იმოქმედოს.
"თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმება. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის და თქვენი თანამებრძოლების მიერ სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლის. ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. იცოდეთ, რომ საქართველოსთვის, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც უსამართლო და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, სამსახურს მოქალაქეები გიფასებენდა მადლიერნი არიან ამისთვის. ამ ნაწილში მინდა, რომ ეს პოლიტიკური მღელვარება თქვენ არ გადაგედოთ, რადგან თქვენ ხართ ის სიმტკიცე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა და ერი დგას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
დღეს გამართული ბრიფინგი გიორგი მარგველაშვილმა სწორედ ჯარისკაცებისადმი მიმართვით დაიწყო და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას შემაშფოთებელი ნიშნები დაინახა.
"ვადევნებ რა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს და მაქვს რა მოლოდინი, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყნის დემოკრატიის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი - ჩემთვის, შემაშფოთებელი ნიშნები დავინახე, რომლის თაობაზეც, მანამ, სანამ მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ არ ჩავერთო მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებში, ვერ ვიქნებოდი გაჩერებული", - აღნიშნა მარგველაშვილმა და სწორედ ამის შემდეგ მიმართა ჯარს.
სპეციალური პენიტენციურისამსახური ადასტურებს, რომ გუშინ, 15 ოქტომბერს, მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული იყო და არის "სულიერად აღელვებული", მაგრამ სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. [...] ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, სპეციალურ პენიტენციურსამსახურში ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გუშინ საღამოსვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს რუსთავი 2-მა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანთან და გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბრობს.
სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში"მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.
საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.
ასევე, მიუთითებს მეთოდებზე, რომლითაც გახმაურებული საქმეები იხსნებოდა - მისი თქმით, ის მოწმეების გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდა.
ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.
ასევე, სუბელიანი ამბობს, რომ "2 ჩანაწერი და ქართული ოცნება აღარ იქნება".
ის ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.
ჩანაწერებზე პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაზე "გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით".
გარდა ამისა, დღეს პროკურატურამ საქმეზე ახალი აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. უწყების ცნობით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისსაა ჩაწერილი და უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2 მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელიც 14 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მოქალაქე ი.პ-სგან სამი ფარული აუდიო ჩანაწერია ამოღებული, აქედან ერთი რუსთავი 2-მა უკვე გაასაჯაროვა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი 3 ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს., რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიო ფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის, პარტლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით სუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიო მასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ სუბელიანის და ვიქტრო ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი",- აღნიშნა პროკურორმა.
ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ყველაფერზე წამსვლელია და მზადაა მთავრობის წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ.
უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისითთარიღდება და რამდენიმე თვით წინ უსწრებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს. აუდიო რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ის გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში ასევე სუბელიანი და ჯაფარიძე მონაწილეობენ. ეთერში გასული ჩანაწერი, პროკურატურატურისცნობით, 11 ოქტომბრისაა.
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, მირზა სუბელიანს მთავრობის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და გახმაურებულ ამბებზე ფლობს ინფორმაციას. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში კი სუბელიანი ამბობს, რომ აპირებს, გახმაურებული საქმეების "ამოსატრიალებლად", ტყუილი თქვას.
პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, სუბელიანი ცდილობს, "ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე". ამ ვერსიით, გამოდის, რომ სწორედ ამით აიხსნება ის, რაც საზოგადოებამ რუსთავი 2-ის ეთერში მოისმინა.
რას ამბობს სუბელიანი პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერში:
ამ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას მისი "გაწირვა"აქვს გადაწყვეტილი და ამიტომ ის ყველაფერზე წამსვლელია.
მისი თქმით, ის გეგმავს, ტყუილი თქვას ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა, თეთრაძის მკვლელობა,"ნავთლუღის სპეცოპერაცია", ე.წ ქურდების და ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზად არის, "საჭირო"ინფორმაციის სანაცვლოდ თანხა გადაიხადოს.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას ერთწლიანი პატიმრობის შესახებ, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სუბელიანმა იმის პირობა მიიღო, რომ "უსამართლოდ არ დაჩაგრავენ"და ერთ წელზე მეტს არცერთი "ჭკუათმყოფელი"მოსამართლე ისედაც არ მისცემს.
ვიქტორ ჯაფარიძე:რას შვები, მითხრეს რომ კვებაზე გაქვს პრობლემები... რა ხდება, ცუდი საჭმელია?
მირზა სუბელიანი:რა უნდა იყოს ციხის საჭმელი.. ჩვეულებრივი ბალანდაა... აღარ შემიძლია, რაც მინდა არაფერი მოაქვთ, მიზღუდავენ ისედაც რა. დაჩკებსაც ნორმალურად არც უშვებენ... სწორია ეს უკვე ნორმალურად არც მიშვებენ. სწორია ეს... უკვე ნერვები აღარ მაქვს. კაცი ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ რა დამოკიდებულებაა.. რა მიდგომაა...სპეციალურად აკეთებენ. ამდენი წელი ვემსახურე ამათ და რა მივიღე.. ნორმალურად არც მივლიან.
ვიქტორ ჯაფარიძე: თუ რამე პრობლემაა მითხარი და როგორც წესია ისე მოგხედავენ.
მირზა სუბელიანი: კაი რა.. ბოლომდე მწირავენ, ვერ ხედავ უკვე ყველაფერზე მიდიან. ბავშვზე, კალანდიაზე უნდათ გასვლა... ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ, რეებს აკეთებენ? იმ დონეზე არიან რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან. ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე? უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის რა აზრი აქვს სად იქნება. დაჭერა უნდათ, დაიჭირონ. მაგრამ სწორი იქნება.. ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა შენ ხომ იცი... ამ ბავშვს პატრონიც აღარ ყავს. არც ჩემებს ყავს და არც არავის.
ვიქტორ ჯაფარიძე: მოიცა, მოიცა, კარგად მომიყევი საიდან, რანაირად, რა ინფორმაციები გაქ? მგონი ეჭვები გაგიჩნდა უკვე ამ საკანში მარტო რომ ხარ.
მირზა სუბელიანი: არა ზუსტად ვიცი, კი უნდათ ჩემი საბოლოო განადგურება მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ ნაცების თამაში თუ დაიწყო. ხოდა ასე თუ გააგრძელეს მიიღებენ ამ თემაზე პასუხს. ერთ რამეს გეტყვი რა მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ... ვზივარ სამარტოო საკანში და ლამისაა გა...დე
ვიქტორ ჯაფარიძე: არა ძმაო... არ არის მასე, შენ ეხლა ნერვებზე ხარ და ცოტა დაიოკე ეგ ნერვები...
მირზა სუბელიანი: არა რაა სასამართლო რას გადაწყვეტს? ვიცი ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია., ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ. არ არის ეს სწორი გეუბნები მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა? და რა მივიღე... სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც ნახავ და ყველა...გამწირეს და რას მეუბნები რომ ასე არ არის...მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე...
ვიქტორ ჯაფარიძე: ეხლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა, შენ პირობა იმაზე მიიღერომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა. ვიცი რომ მსუბუქი დანაშაულიგაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს.რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი.
მირზა სუბელიანი:გავიგე მაგრამ არ მიდის მასე საქმე. ხო წესით წელი კი არა ჯარიმას ითვალისწინებს მეტი რა უნდა მომცეს... ჩემი ფეხით მივედი, საერთოდ მე გავხსენი ეს დედამო...ი საქმე და მე რომ არ ვყოფილიყავი ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ. მე ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი მე რითაც დამაკავეს სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით ერთი მუხლიც არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სარალიძე აწვებათ. სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან.. ეს გა....ლი ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო გვარამიასთან. უნდოდათ კონტაქტი. შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს თუნდაც ტყული და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. შენ ხომ იცი რასაც ნიშნავს ძმაო ეს? ისიც ხომ იცი რომ სარალიძის თემა არაა მინელებული...რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის, მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი, არ ვიმსახურებ მე მაგას ეს დედამო....ი და მაგათ გადაეცი რომ ვიღაც გამო....ი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავსთქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით.. როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები. ვიბაზრებრომ ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რომ ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა, იმასაც ვიტყვი რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ, ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს მერე ნახონ... ბიჭო კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომტხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია იმაზეც მადლობა თქვან.
ვიქტორ ჯაფარიძე: კაი ეხლა რაღაც სისულელეს ნუ ლაპარაკობ, რა გაქ, მართლა გაქ რამე? ნუ თხზავრაღაცას..
მირზა სუბელიანი: კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი. ხო ვიტყუებიდა მაქვს, მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძესასიჯერებს და... ხალხს ხომ გონია რომ მაქვს, ხოდა გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათამა იმართლონ თავი რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს. გადამრიეს უკვე რა, ყველანაირ სიბინძურეზე მოდიან ჩემზე... ჩემ ოჯახსა და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის ძმაო ჩემი და ჩემი ოჯახის ოჯახის დანგრევა... ხოდა მეც ვიტყვი რომ ბევრის რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი...
ამის შემდეგ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სუბელიანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ეუბნება რომ "სვანებს ტყუილის ტქმა არ ეკადრებათ". რასაც სუბელიანი პასუხობს რომ "გავრაზებულგულზე ამბობს, თორემ ამას არ იზამს"
მირზა სუბელიანი: ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ შენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ, დამინგრიეს ოჯახი... დედა მომი... პროსტა შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ თორემ ამას რომ არ ვიზამ შენც კარგად იცი, აქ რომ კაცი ჩაჯდება იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. მარტო ვზივარ, სამარტოო საკანში... აღარ შემიძლია გონკებიმაქვს... მაგრად დავიღალე ბო....ო მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში... ძმაკაცურად გეუბნები ამას თორე რომ არ გავაკეთებ იცი შენც...
ვიქტორ ჯაფარიძე: ხოდა მეც გეუბნები რომ დამშვიდდი ვიცი რომ მაგის გამკეთებელი არ ხარ, უბრალოდ ცომ გესმის, შენი მოსახდელიადა რასაც მოგისჯიან უნდა მოიხადო. არ გამოვა სხვანაირად.
რას ამბობს სუბელიანი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერში:
14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. ჩანაწერი, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის ციხეშია გაკეთებული.
ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში"მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.
საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.
ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.
სუბელიანი: არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ.
და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. დ - პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში.
ის ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.
პროკურატურამ ჩანაწერებზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.
"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით",- აცხადებენ უწყებაში.
"დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა ზუსტად პასუხები, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მისი მტკიცებით, "ომეგა ჯგუფის"საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებს და ბრალდებებს პასუხი უკვე გაეცა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსთავი 2 "ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას აწარმოებს".
"აქამდე თუ რუსთავი იყო ნაცონალური მოძრაობის დანამატი, ახლა რეალურად ტელევიზიამ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია. ეს არის დღევანდელი რეალობა.
შეგახსენებთ ორ ძირითად საქმეს, რომელზეც იყო აგებული ტვინის გამორეცხვა. ერთი იყო ომეგას საქმე, პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა რუსთავი 2-მა. დადასტურდა სხვადსახვა მონაცემებით, მათ შორის ექსპერტიზით, რომ ეს იყო სპექტაკლი და ეს სპექტაკლი ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი სიმართლე და გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა ათეულობით მილიონის არგადახდა. ეს არის ხალხის ფული, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს. მან [ზაზა ოქუაშვილმა] მეკავშირედ გაიხადა ნაცმოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველასთვის გახდა ცნობილი, ეს სპექტაკლი ჩავარდა და დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა ზუსტად პასუხები, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს" - განაცხადა კობახიძემ და კვლავ წინა ხელისუფლების "მმართველობის ცხრა წელი"გაიხსენა.
"დღეს არის რეალობა, სადაც აღიკვეთა დანაშაულები, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში. ეს დანაშაული იყო წამება, გაუპატიურება, ზეწოლა, რეკეტი, რომელსაც ახორციელებდა ყოველდღიურ რეჟიმში მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენ ეს ძალადობრივი სისტემა და რეჟიმი ჩავაბარეთ წარსულს. და გამოვირჩევით ზუსტად იმით, რომ ეს პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე აღკვეთილი, რაც დასტურდება საზოგადოების განწყობით, ამაზე აქვს ყველას სრული ინფორმაცია. ეს არის რეალობა, რომელიც იყო 2012 წლამდე, ეს არის რეალობა, რომელიც არის დღეს და სწორედ ამ რეალობის დამსახურებაა, რომ ტვინის გამორეცხვას არ აქვს ის ეფექტი, რომელსაც ელიან მისი ავტორები" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ომეგა ჯგუფის საქმე
რუსთავი 2-მა ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით არაერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის"დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების"ფონდისთვის გადაცემაზე.
კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი, ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის"კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს"ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.
ზაზა ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანი "მის დირექტორებს და მენეჯერებს აშანტაჟებდა", ასევე, რ2-ის ინფორმაციით, ყოფილმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ და "მისმა ხალხმა"ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩააგდო, გააშიშვლა და სცემა. ამის შემდეგ ყიფიანი სამჯერ დაიკითხა, ორჯერ პროკურატურაში, ერთხელ კი - სასამართლოში. ფარცხალაძის საქმეზე მან ორჯერ ისაუბრა და ორივე შემთხვევაში ფარცხალაძესთან კონფლიქტი უარყო. ყიფიანმა სარდაფის ეპიზოდზე თქვა, რომ "ეს არის ფარსი და შეურაცხმყოფელი. ასეთი რამე არ ყოფილა". ამის შემდეგ, კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც უკვე სავარაუდოდ თავად ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მას ოთარ ფარცხალაძემ სარდაფში დაარტყა. პროკურატურის მტკიცებით, გავრცელებული ჩანაწერები დამონტაჟებულია.
მირზა სუბელიანის ჩანაწერების საქმე
14 ოქტომბერს, რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. ჩანაწერი, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის ციხეშია გაკეთებული. მასში სუბელიანი ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში"მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.
საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება. ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.
მირზა სუბელიანთან ციხეში შეხვედრა და გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა. თუმცა, მისი თქმით, სუბელიანი "მთლად დალაგებული"არ საუბრობდა. დეპუტატი ამბობს, რომ მას ბრალდებულის ნათქვამი სერიოზულად არ მიუღია.
ამასთან, დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც მათი მტკიცებით, რუსთავი 2-ის გავრცელებულ ჩანაწერზე რამდენიმე თვით ადრეა გაკეთებული. უწყების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ აპირებს, გახმაურებული საქმეების "ამოსატრიალებლად", ტყუილი თქვას.
პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, სუბელიანი ცდილობს, "ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე".
საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებით, მათ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი. ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ქარდავა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსი რევაზ შიუკაშვილი სხვა საქმეებზე იხდიან სასჯელს და მათ ბრალი წარედგინათ. პროკურატურის ინფორმაციით, "ათეულობით ჩანაწერი" 2016 წლის დეკემბერში ამოიღეს. უწყების განცხადებით, "როცა პროკურატურა მივიდა იმ სტადიაზე, რომ შესაძლებელი იყო ბრალის წარდგენა, წავუყენეთ ბრალი ამ პირებს".
სკოტლენდ იარდის გამოძიების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, პროკურატურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ისინი საუბრობენ მომზადების საქმეზე და არა დასრულებულ მკვლელობაზე.
"ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ამზადებდნენ მკვლელობას და არა იმ შედეგებზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ" -ამბობს პროკურორი.
უწყების ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში, ე.წ. "ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოაჩინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.
"კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან" - აცხადებს პროკურატურა.
უწყბის მტკიცებით, დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა".
"ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ.
მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აცხადებს პროკურატურა.
რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, უწყების ინფორმაციით, "საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს".
შეგახსენებთ, რომ სკოტლენდ იარდის 10 წლის წინანდელი გამოძიების თანახმად, ბადრი პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"აღმასრულებელმა დირექტორმა მუქარის შემცველი შეურაცხმყოფელი შეტყობინების მიღების გამო მთავარ პროკურატურას მიმართა. ეკა გიგაური ითხოვს დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყოს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თუ ფაქტს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება, ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
TI-ის ინფორმაციით, გიგაურმა აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა, 13 ოქტომბერს მიიღო. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ გახშირდა, რაც თანამდებობის პირებმა "შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ"
"ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიასიყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი "ფაშიზმის თანამონაწილეებად" მოიხსენია.
მუქარის შემცველი და ასევე შეურაცხმყოფელი პერსონალური შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ და ასევე რიგითმა დეპუტატებმა ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.
ამ კამპანიის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის და სამოქალაქო სექტორის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მათი დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დროს გააქტიურებული თავდასხმები, რასაც ორგანიზებული სახე აქვს", - აღნიშნავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".
გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რეპუტაციის შემლახავი შეტევები წლებია ხდება და აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი რომელიმე ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს.
"ცხადია, ნებისმიერი კრიტიკა დაშვებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა როცა ეს უკვე მუქარის სახეს იძენს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ რეაგირება სჭირდება", - აღნიშნავენ TI-ში.
ორგანიზაციის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მათი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი თანამშრომელი საქმიანობისას თავს დაცულად გრძნობდეს.